ისრაელის პარლამენტი კენჭს უყრის ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის დასასრულს
![ისრაელის პარლამენტი კენჭს უყრის ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობის დასასრულს](https://gdb.rferl.org/CE25905C-01F4-41F6-B22E-87960637387E_w800_h450.jpg)
ისრაელის პარლამენტი - კნესეტი - 13 ივნისს კენჭს უყრის ახალ მთავრობას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გარეშე.
71 წლის ნეთანიაჰუმ ვერ მოახერხა, 23 მარტის, ორ წელიწადში უკვე მეოთხე, არჩევნების შემდეგ, ჩამოეყალიბებინა მთავრობა.
პარლამენტის თავმჯდომარემ იავირ ლევინმა, რომელიც ნეთანიაჰუს მომხრეა, 8 ივლისს დანიშნა კენჭისყრა ერთი კვირაში მას შემდეგ, რაც ცენტრისტმა იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ ულტრანაციონალისტთან, ნაფტალი ბენეტთან მიაღწია შეთანხმებას ფართო სამთავრობო კოალიციის შექმნაზე, რომელშიც შევლენ მემარჯვენეები, მემარცხენეები, ცენტრისტები და არაბთა პარტიები.
ამ შეთანხმებით, ბენეტი ორი წლით იქნება პრემიერის პოსტზე, შემდეგ კი მას ლაპიდი შეცვლის.
თუ ეს კოალიცია გაიმარჯვებს ნდობის თაობაზე კენჭისყრაში, ის იმავე დღეს ფიცს დადებს და დასრულდება ნეთანიაჰუს 12-წლიანი მმართველობა.