Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ბავშვები ჩარაზულ კარს მიღმა ნინოწმინდაში - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 ივნისს

რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში? - კითხვა რომელიც უპასუხოდ რჩება

საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონის გარშემო მღელვარება მატულობს, კარები კი ისევ ჩაკეტილი რჩება სახალხო დამცველისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის ვისაც აქვს კითხვები ბავშვების მდგომარეობასთან დაკავშირებით.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ირგვლივ ოთხი გამოძიებაა დაწყებული. მათ შორის, ერთი - სავარაუდო გაუპატიურების, დანარჩენი სამი კი სავარაუდო ძალადობის შესახებ.

კითხვებზე ამომწურავი პასუხების მიღების მოთხოვნით, გუშინ პროკურატურასთან გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის გიგა მაქარაშვილიც, რომელიც დაპირისპირების დროს დაშავდა.

პანსიონში რომ მდგომარეობის დაუყოვნებლივ შესწავლას საჭიროებს ამას რამდენიმე ფაქტი მოწმობს. გუშინ რადიო თავისუფლებამ გაავრცელა პანსიონის ყოფილი ბინადრის კომენტარი. 19 წლის ბიჭი, რომელმაც იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა საუბრობს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. ჩვენმა რესპონდენტმა მოგვითხრო დაწესებულებაში მომხდარ ერთ ძალიან მძიმე დანაშაულზეც, რომელზეც ახლა ღიად არ ვყვებით, სანამ არ გადავამოწმებთ, აღძრულია თუ არა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე.

რას ყვება დახურული პანსიონის ყოფილი ბინადარი, წაიკითხე ვრცლად ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ოპოზიცია, ხელისუფლება, აქტივისტები, ომბუდსმენი - ვინ გახსნის ნინოწმინდის ჩარაზულ კარს?

საპატრიარქო შსს-ს მიმართავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაასაჯაროვოს

 

 

PHR სასამართლოს მიმართავს ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის გამოყვანის მოთხოვნით

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) კიდევ ერთხელ მიმართავს სასამართლოს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით. ამჯერად ორგანიზაციის იურისტები მოითხოვენ ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. ამის შესახებ PHR-ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ფეისბუკზე დაწერა:

„ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი. დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა“, - წერს ის.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სასამართლოს გასულ თვეშიც მიმართა სახალხო დამცველის დაწესებულებაში შეშვების მოთხოვნით, თუმცა მოსამართლემ ოორგანიზაციას მაშინ ამაზე უარი უთხრა.

 

 

დღეს ამერიკელი სენატორები საქართველოს დატოვებენ. როგორ დასრულდა ოპოზიციასთან მათი შეხვედრა?

გუშინ გვიან ღამით დასრულდა ოპოზიციის შეხვედრა ამერიკელ სენატორებთან ჯინ შაჰინთან და რობ პორტმანთან. მართლმსაჯულების რეფორმა, ნატოში გაწევრიანება, შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება და მოახლოებული არჩევნები იყო ის თემები რაზეც შეხვედრაზე გამახვილდა ყურადღება.

„ლელოს“ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით აშშ მართლმსაჯურლების რეფორმას უმნიშვნელოვანეს საკითხად მიიჩნევს.

„ჩვენ შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ქვეყნისთვის არის მართლაც გამოკვეთილი - ეს არის ნატოში გაწევრიანება, ეს არის საგარეო გამოწვევები, ეს არის შიდა გამოწვევები, მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც ჩვენი ამერიკელი მეგობრების მიერ განიხილება, როგორც გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი რეფორმა ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. გვქონდა ძალიან შინაარსიანი და კარგი საუბარი. უნდა ითქვას, რომ ისეთი საკითხები, როგორიც არის ნატო-ში გაწევრიანება იმ ფორმულით, როდესაც შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ ნატო-ს წევრი, ოღონდ მეხუთე მუხლი არ ამოქმედდება ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და ამოქმედდება მაშინ, როცა მოხდება ამ რეგიონების რეინტეგრირება ჩვენს ქვეყანაში - ეს თემაც იყო განხილული. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ მოლაპარაკებები რუსეთთან, ჟენევის ფორმატში აიწიოს დონე და სახელმწიფო მდივნის დონეზე მოხდეს ამ პრობლემის განხილვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ დავძრათ ეს დეოკუპაციის უმნიშვნელოვანესი თემა. რაც მთავარია ჩვენ გვაქვს სრული მხარდაჭერა ამერიკელი მეგობრების მხრიდან და ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, კიდევ უფრო ხშირი იქნება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი მეგობრები თვალს ადევნებენ არამხოლოდ შეთანხმების შემდგომ პერიოდს, არამედ იმას, რომ ყველა ვალდებულება რომელიც აღებულ იქნა ამ ხელშეკრულებით „ქართული ოცნების“ და ყველა იმ მხარის მიერ, რომლებმაც ხელი მოვაწერეთ ამ შეთანხმებას იქნეს სრულად შესრულება“, - თქვა ჯაფარიძემ.

ამერიკელი სენატორები საქართველოს დღეს დატოვებენ.

 

 

 

 

პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" შეიქმნა

საქართველო პარლამენტში მეორე ოპოზიციური ფრაქცია შეიქმნა. ფრაქციას "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი" ერქმევა და მასში სამი პარტია და ორი უპარტიო დეპუტატი იქნება გაერთიანებული.

ფრაქციის წევრები იქნებიან:

გიორგი ვაშაძე - "სტრატეგია აღმაშენებელი";

თეონა აქუბარდია - "სტრატეგია აღმაშენებელი";

პაატა მანჯგალაძე -"სტრატეგია აღმაშენებელი";

ხათუნა სამნიძე - "რესპუბლიკური პარტია";

ზურა ჯაფარიძე - "გირჩი - მეტი თავისუფლება";

ტარიელი ნაკაიძე - უპარტიო;

გრიგოლ ვაშაძე - უპარტიო.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში სულ სამი ფრაქციაა. მესამე ფრაქცია უმრავლესობას, "ქართულ ოცნებას" აქვს შექმნილი.

წაიკითხე მეტი.

 

 

"იმედის" განმარტება: არ მივიჩნიეთ განსაკუთრებულ მოვლენად და არც გახარიაა თანამდებობის პირი

ტელეკომპანია "იმედი" აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიასთან ბრიფინგზე სხვა ტელევიზიების წარმომადგენლებთან ერთად იმ მიზეზით არ მივიდნენ, რომ ეს შეხვედრა არ მიიჩნიეს განსაკუთრებულ მოვლენად. არხი საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი მიზეზი ისაა, რომ გახარია აღარაა მაღალი თანამდებობის პირი.

"ტელეკომპანია „იმედმა“ არ მიიჩნია მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს. შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ - ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ „იმედის“ ყველაზე რეიტინგული ეთერი - ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება", - აღნიშნულია განცხადებაში.“- წერია განცხადებაში.

წაიკითხე მეტი.

 

 

ნატოს სამიტზე ბელარუსის მიმართ ახალ სანქციებზე იმსჯელებენ

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ კომპანია „რაინეარის“ სამგზავრო თვითმფრინავის მინსკში იძულებით დაშვებისა და ჟურნალისტ რამან პრატასაევიჩის დაპატიმრების გამო, ალიანსის 14 ივნისის სამიტზე, ბელარუსისათვის მორიგი სანქციების დაწესებაზე იმსჯელებენ

როგორც რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური იუწყება, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა და დიდi ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, ოთხშაბათს მხარი დაუჭირეს ბელარუსის რეჟიმისათვის მკაცრი სანქციების დაწესებას.

ლონდონში, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სამუშაო რეზიდენციაში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იენს სტოლტენბერგმა, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა უწოდა 23 მაისს სამგზავრო თვითმფრინავის მინსკის აეროდრომზე იძულებით დასმისა და მასზე მყოფი, რამან პრატასევიჩისა და მისი მეგობრის, სოფია საპეგას, დაკავებას.

წაიკითხე მეტი.

 

 

დიუმასა და ჟიულ ვერნის დრო წავიდა? - რას კითხულობენ ბავშვები

ლიტერატურა,

რომელზეც თაობები გაიზარდა, ბავშვისთვის უკვე ნაკლებად საინტერესოა. თუმცა ლიტერატორები ამბობენ, რომ მკითხველი ბავშვები დღესაც ბლომად არიან - განსხვავება წაკითხულ წიგნებშია.

„..1625 წლის აპრილის პირველ ორშაბათს დაბა მენგში, სადაც დაიბადა „ვარდის რომანის“ ავტორი, ისეთი მღელვარება იყო, თითქოს მას ჰუგენოტები შესეოდნენ“... - ასე იწყება პირველი თავი წიგნისა, რომელიც მეოცე საუკუნის შუა წლებში თითქმის ყველას ჰქონდა წაკითხული, თან - ერთი ამოსუნთქვით, თავაუღებლად. იმ თაობის შვილები, რომლებიც „სამ მუშკეტერზე“ გაიზარდნენ და დარტანიანის მიბაძვით კარგა ხანს სახელდახელოდ გამოჩორკნილი ხმლით დარბოდნენ, დღეს ვერაფრით იგებენ, რატომ ეჩვენებათ მათ შვილებს იგივე წიგნი მოსაწყენად.

მარი 13 წლისაა და არცთუ ურიგოდ სწავლობს, თუმცა მხატვრული ლიტერატურის კითხვა არ უყვარს. არც ის მოსწონს, როდესაც მასთან საჩუქრად წიგნი მოაქვთ.

„რატომ არ ვკითხულობ და მეზარება. არ შემიძლია ერთ ადგილას დავჯდე, ვერ ვჩერდები. გაკვეთილებსაც რომ ვამზადებ, თან კლასელებს ველაპარაკები მესინჯერში. ჩართული მაქვს და ერთად ვმეცადინეობთ“, - ამბობს ის.

ფსიქოლოგები, მასწავლებლები, გამოცდილი მშობლები ამბობენ, რომ პრობლემა არა ბავშვშია, არამედ იმაში, რომ გარკვეული ლიტერატურა ამ თაობისთვის უკვე მოძველდა და რაც თანამედროვეა, ისიც დაკვირვებით უნდა შესთავაზო.

წაიკითხე ვრცლად თეა თოფურიას სტატიაში.

 

 

 

 

 

 

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბინადარი, რომელიც დღეს 19 წლისაა და იქაურობა 15 წლის ასაკში დატოვა, რადიო თავისუფლებას უამბობს, რა ხდებოდა პანსიონში წლების განმავლობაში. ამბები, რომელსაც ყვება, 2006-2007 წლიდან იწყება.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Более 39 млн рублей направлено на летний отдых и оздоровление детей-сирот в Архангельской области



Мир

Как россиянам получить визу на Кипр: туроператоры дали подробную инструкцию




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу



Game News

Гайд по Earn to Die Rogue: мифические предметы, билды и режимы



Москва

Показ мод, объединивший европейские и африканские мотивы, стал ярким событием вечерней программы фестиваля «Планета Юго-Запад»



News Every Day

Frustrated England stars including Kane and Bellingham consoled by Wags and family in stands after tame Denmark draw



Интернет

Axenix перевел разработку платформы In.Plan на сервисы Yandex Cloud



Москва

Навка: онкобольную Заворотнюк на улицу выводили в парандже



Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3



Москва

Аэропорт Уфы вернулся к штатному режиму работы после мощного ливня



Анастасия Мыскина

Овечкин, Яковлев, Фридзон и Мыскина сыграли в падел-теннис в Турции: «Победила дружба»



Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий



Россия

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России



Симферополь

Футболисты ЮФУ одержали три победы в домашнем турнире



Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.



Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

«Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города» - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети



Москва

3-й Этап Кубка России к классе Микро.

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net