160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

“წამოდი, უნდა მოგკლათ! ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში”

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აფხაზეთში, ანუ წამოდი, უნდა მოგკლათ“, - 24 მაისს ამ სათაურით გამოქვეყნდა ჟურნალისტ ნიკიტა სოლოგუბის ვრცელი სტატია საინტერნეტო გამოცემა „მედიაზონაში“, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რა კოშმარულად დასრულდა 28 წლის სანკტ-პეტერბურგელი არტიომ რუსსკიხისა და მის ცოლისათვის, მხატვარ დარია მოროზოვასთვის, თვითგამოცხადებულ აფხაზეთში დასვენება და მოგზაურობა.


დასვენების ნაცვლად 7 აპრილს არტიომ რუსსკიხი დააკავეს, სასტიკად სცემეს და აწამეს დე ფაქტო აფხაზეთის მილიციის თანამშრომლებმა, რომლებიც მისგან მოითხოვდნენ ეჩვენებინა, თუ სად ჰქონდა გასასაღებლად დამალული ნარკოტიკები, რასთანაც სანკტ-პეტერბურგელი სისტემური ინჟინერი ყოველგვარ კავშირს უარყოფს.


„მედიაზონაში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციას ახლავს ფოტოები, რომლებზეც არტიომ რუსსკიხს სხეულზე ცემის კვალი აღენიშნება.


ოკუპირებული აფხაზეთის დატოვების შემდეგ არტიომ რუსსკიხმა ცემისა და წამების დამადასტურებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და თავისი განცხადება რუსეთისა და აფხაზეთის გენერალურ პროკურატურებს გაუგზავნა.




მაგრამ რუსი ტურისტის საჩივრის პასუხად სოხუმის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სტუმარს არა მილიციის თანამშრომლებმა, არამედ „დაუდგენელმა პირებმა“ სცემეს.


ამასობაში ინტერნეტგამოცემა „მედიაზონა“ არტიომ რუსსკიხის ისტორიის ყურადღებით წაკითხვას ურჩევს იმ ტურისტებს, რომლებიც ზაფხულის ტურისტულ სეზონზე დე ფაქტო აფხაზეთში დასვენებას და მოგზაურობას აპირებენ.


„მცემდნენ, მაწამებდნენ, მგუდავდნენ, მახრჩობდნენ“

სანკტ-პეტერბურგელი სისტემური ინჟინერი არტიომ რუსსკიხი და მისი ცოლი, მხატვარი დარია მოროზოვა, წლევანდელ გაზაფხულზე თურმე საქართველოში მოგზაურობას გეგმავდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ იქ ჯერ კიდევ კარანტინი მოქმედებს, ხოლო ბილეთები არ იაფდება, ალტერნატივის სახით წყვილმა გადაწყვიტა წასულიყვნენ ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც დასვენება ბევრად იაფია.


რუსი ცოლ-ქმარი დე ფაქტო აფხაზეთში დასასვენებლად 6 აპრილს ჩავიდა, სადაც მათ დახვდათ მეგობარი, იქ მათზე ერთი დღით ადრე ჩასული, პალინა სალმინა. ისინი დაბინავდნენ გაგრის სასტუმროში, სადაც აპირებდნენ ორი დღით დარჩენას. ბარემ აქვე ვიტყვი, რომ შემდეგ წყვილი ახალ ათონში აპირებდა გამზავრებას, იქიდან სოხუმში, ხოლო 14 აპრილს თვითმფრინავით უკან, რუსეთში, უნდა დაბრუნებულიყვნენ.


მაგრამ მათი მოგზაურობა გაგრაში დაიწყო და იქვე დასრულდა, თანაც ისე, რომ არტიომ რუსსკიხი სასწაულით გადაურჩა, მისი თქმით, აფხაზი სამართალდამცველების ხელით წამებით სიკვდილს.


ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ რუსი ტურისტი, მისი ცოლი და მათი მეგობარი ახალგაზრდა ქალი 7 აპრილს დილიდან გაემგზავრნენ მამძიშხის მთისკენ, ტურისტებში დიდი პოპულარობით რომ სარგებლობს გრძელი თვალწარმტაცი სერპანტინებითა და პანორამული ხედებით.


გარკვეულ მომენტში არტიომ რუსსკიხი, თურმე, ჩამორჩა ქალებს და მთიდან დამოუკიდებლად დაიწყო დაშვება.


ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკანა გზაზე მისი თანმხლები ქალები წმინდა გიორგის ძველი ბერძნული ტაძრის ნანგრევების მახლობლად მდებარე საფლავების დასათვალიერებლად გაემართნენ და რაღაც მომენტში ერთმანეთს გზაში ასცდნენ.


ამ მომენტში, რუსსკიხის თქმით, მის მახლობლად გაჩერდა ავტომობილი, რომლიდანაც სამოქალაქო ტანსაცმლიანი სამართალდამცველები გადმოვიდნენ.


„მედიაზონის“ პუბლიკაციის თანახმად, მათ რუსსკიხს აჩვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომელთა დამადასტურებელი მოწმობები და სანკტ-პეტერბურგელი ინჟინერი წაიყვანეს გაგრის შინაგან საქმეთა სამმართველოს შენობაში, სადაც მოწმეებისა და შესაბამისი ოქმის გარეშე გაჩხრიკეს და საკანში მოათავსეს.


„ისინი მეუბნებოდნენ, რომ იმყოფებიან სპეცოპერაციაზე, მაგრამ არ ამბობდნენ, თუ რომელზე. შემდეგ მე ამოვიღე მობილური ტელეფონი, რომ მენახა რაღაც, მაგრამ მათ ხელიდან გამომგლიჯეს ის... სიტუაციამ იმდენად დამძაბა, რომ ტელეფონი მე თავად განვბლოკე. ისინი შევიდნენ ტელეგრამის არხზე და დაიწყეს იქ ფოტოების თვალიერება, რაღაც სიტყვებს წერდნენ: „ნარკოტიკები“, „მოწევა“, „კანაფი“. პეტერბურგში მე მომიწევია, გამისინჯავს, ამიტომ საჭირო სიტყვის მსგავსი რაღაც იქ მოიძებნა. ამის შემდეგ მათ რაღაც კოორდინატების ძებნა დაიწყეს, მაგრამ ვერაფერი ამის მსგავსი ვერ იპოვეს“, - განუცხადა არტიომ რუსსკიხმა „მედიაზონას“.




არტიომის თანმხლები გოგოები ჰყვებიან, რომ „ლოკატორის“ სისტემის საშუალებით მათ დაადგინეს მისი ტელეფონის ადგილსამყოფელი და გაემგზავრნენ გაგრის პოლიციის შენობაში, სადაც რუსსკიხს მიაგნეს.


გოგოების მისვლის შემდეგ არტიომი მალე გაათავისუფლეს და სამივე გაეშურა სასტუმროსკენ, მაგრამ არ გაუვლია ხუთ წუთსაც, რომ გამოჩნდა მანქანა, რომელშიც მილიციის იგივე თანამშრომლები ისხდნენ. მათ რუსსკიხი ისევ დააკავეს და ამჯერად მიიყვანეს სასტუმრშო, სადაც ჩხრეკა ჩაატარეს კვლავ მოწმეებისა და ოქმის გარეშე.


არტიომ რუსსკიხის სიტყვებით, მილიციის თანამშრომლები მისგან მოითხოვდნენ ეღიარებინა, რომ არის ე. წ. „დამგირავებელი“ და ეჩვენებინა ის ადგილი, სადაც ნარკოტიკებს მალავდა („დამგირავებელს“, რუსულად „ზაკლადჩიკს“, უწოდებენ ნარკოტიკის გამსაღებელს, რომელიც აკრძალულ ნივთიერებას სამალავში ათავსებს და ასევე ფარულად ღებულობს უკანონო გარიგების საფასურს- რედ) .


რუსმა ტურისტმა აღიარებაზე უარი თქვა და მიუგო, რომ მსგავს რამესთან არავითარი კავშირი არ აქვს.


„ამის შემდეგ მიმაყენეს კედელთან და ცემა დამიწყეს. დამადეს ხელბორკილი, წამიყვანეს მივარდნილ ადგილზე, დამაყენეს მუხლებზე და კვლავ დამიწყეს ცემა, რათა შემესრულებინა მათი მოთხოვნა და მეჩვენებინა გადამალული ნარკოტიკების ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკვლით მემუქრებოდნენ“, - უამბობს „მედიაზონას“ არტიომ რუსსკიხი.


რაღაც მომენტში ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბუჩქიდან გამოაძვრინა მავთული თუ შლანგი, ჩამოკიდა ხეზე, გაუკეთა ყულფი და არტიომს თავზე ჩამოაცვა. ისინი ნელ-ნელა უჭერდნენ რუს ტურისტს ყულფს, უმეორებდნენ მოთხოვნას და განაგრძობდნენ მის ცემას. მაგრამ მას შემდეგ, რაც არტიომი ჯიუტად იმეორებდა, რომ არ არის ნარკოტიკების „დამგირავებელი“, არამედ აფხაზეთში ჩამოვიდა, როგორც ტურისტი, აფხაზმა მილიციელებმა იგი მიიყვანეს მთის მდინარესთან.


„ერთბაშად რამდენიმე ადამიანი მცემდა და თავით წყალში მაყვინთვინებდა. ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორეს და შემდეგ დამემუქრნენ, რომ კბილებს დამაყრევინებდნენ და ხელკეტით გამაუპატიურებდნენ“, - ჰყვება არტიომ რუსსკიხი.


აღიარება - თავის გადასარჩენად

მოძალადე მილიციელებს მისი წამება და ცემა რომ შეეწყვიტათ, რუსეთის მოქალაქემ გადაწყვიტა ეღიარებინა, რომ ნარკოტიკები მთაზე, ტყეში დამალა. ამის შემდეგ ყველანი ავიდნენ მთაზე, სადაც არტიომ რუსსკიხმა ერთ-ერთ ბუჩქზე მიუთითა, მაგრამ მილიციელებმა ვერც იქ და ვერც მის გარშემო ვერაფერი იპოვეს. ამის შემდეგ არტიომი ისევ წაიყვანეს მილიციის განყოფილებაში და გააგრძელეს მისი ცემა.


„მედიაზონის“ თანახმად, მილიციის განყოფილებაში გაათენეს ღამე არტიომის თანმხლებმა გოგოებმა - მისმა ცოლმა და მათმა მეგობარმა, რომლებიც აფხაზმა მილიციელებმა ასევე დაკითხეს. ისინი შოკირებული და დაბნეულები იყვნენ, ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა. საბოლოოდ, გაგრის მილიციის თანამშრომლებმა სამივე რუსი ტურისტი მიიყვანეს საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „ფსოუსთან“ და უთხრეს, რომ არასოდეს დაბრუნებულიყვნენ აფხაზეთში.




„თავში ერთადერთი აზრი გვიტრიალებდა - რაც შეიძლება შორს წავსულიყავით ამ ადგილიდან. ჯერ კიდევ ქალაქში ვაპირებდით პოლიციაში მისვლას, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რომ იქაც არ ჰქონდა აზრი მიმართვას, რადგან სამხრეთში ყველა ყველას იცნობს. მე მაკანკალებდა. გვინდოდა რაც შეიძლება შორის გავქცეულიყავით იქიდან და გვერბინა იქამდე, სადამდეც შევძლებდით“, - უთხრა გამოცემა „მედიაზონას“ არტიომის მეუღლემ, დარიამ.


რუსი ტურისტები ჯერ ადლერის სასტუმროში გაჩერდნენ, შემდეგ კი სოჭში ჩავიდნენ.


სოჭის ქალაქის საავადმყოფოში, „მედიაზონის“ ინფორმაციით, არტიომ რუსსკიხი შეამოწმა ექიმების კონსილიუმმა. დაზარალებულს გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფია და რენტგენი. ექიმებმა დაადგინეს სამი მარჯვენა ნეკნის მოტეხილობა, მარჯვენა თირკმლის დაზიანება, მრავალი დაზიანება, სისხლჩაქცევა და ჰემატომა სახეზე, სხეულსა და კიდურებზე. მოგვიანებით სოჭელი ექიმების ეს დიაგნოზი უკვე სანკტ-პეტერბურგის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა.


არტიომ რუსსკიხმა სანკტ-პეტერბურგში დახმარებისთვის მიმართა უფლებადამცველ ორგანიზაცია „უფლების ზონას“, რომლის ადვოკატი ახლა დაზარალებულთა უფლებებს იცავს.


დე ფაქტო აფხაზეთის პასუხი რუსსკიხის საჩივარზე

საავადმყოფოდან მიღებული ცნობები საჩივართან ერთად დაზარალებულებმა რუსეთის გენერალურ პროკურატურას და საგამოძიებო კომიტეტს გადაუგზავნეს.


არტიომ რუსსკიხის ანალოგიური განცხადება დე ფაქტო აფხაზეთის გენერალურ პროკურატურასაც გაეგზავნა.


„ეხო კავკაზას“ მიმართვის პასუხად ოკუპირებული აფხაზეთის პროკურატურის წარმომადგენელმა, რადა სანგულიამ, დაადასტურა არტიომ რუსსკიხის განცხადების მიღების ფაქტი და აღნიშნა, რომ წინასაგამოძიებო შემოწმებას გაგრის რაიონული პროკურატურა აწარმოებს.


„2021 წლის 26 აპრილს დე ფაქტო აფხაზეთის გენერალური პროკურატურის ოფიციალურ მისამართზე გამოიგზავნა რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, არტიომ ალექსანდროვიჩის, განცხადება, რომლის თანახმად, მასზე განხორციელდა ძალადობა, აღუკვეთეს თავისუფლება და აწამეს გაგრის რაიონის სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომლებმა. მაგრამ ფაქტის მოკვლევის დროს გაგრის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს თანამშრომლებმა პროკურატურის თანამშრომლებს უთხრეს, რომ მათ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის დროს დააკავეს რუსეთის მოქალაქე არტიომ რუსსკიხი მისი ვინაობის დადგენის მიზნით. სამმართველოში ამოღებული ჟურნალის ჩანაწერის თანახმად, არტიომ რუსსკიხი გაგრის მილიციის რაიონული განყოფილების თანაშრომლებმა დააკავეს 7 აპრილს და მისი პიროვნების დადგენისთანავე გაათავისუფლეს“, - უთხრა რადა სანგულიამ „ეხო კავკაზას“.


კიდევ უფრო უცნაურია დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი „მედიაზონის“ პუბლიკაციაზე.




„ეხო კავკაზას“ ცნობით, 7 აპრილის ინციდენტის სამსახურებრივი გამოძიების დროს ოკუპირებული აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუდგენია, რომ ოპერატიულმა ჯგუფმა რუსეთის მოქალაქე გაგრის მილიციის განყოფილებაში მიიყვანა რუსსკიხის პიროვნების დადგენის მიზნით, რაც თურმე იმან განაპირობა, რომ რუსეთის მოქალაქე ტურისტული დასვენების ზონისა და, საზოგადოდ, დადგენილი მარშრუტების ფარგლებს გარეთ აღმოჩნდაა.


რაც შეეხება რუსსკიხის ცემას და წამებას, დე ფაქტო აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყვეს არტიომ რუსსკიხის მილიციონერთა მიერ წამების შესახებ ინფორმაცია და განაცხადეს, რომ სხეულის დაზიანება რუს ტურისტს „დაუდგენელმა პირებმა“ მიაყენეს.


არტიომ რუსსკიხის თავს გადამხდარი ისტორიის შესახებ თავის ვრცელ პუბლიკაციაში „მედიაზონა“ აღნიშნავს, რომ დე ფაქტო აფხაზეთი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსის კარანტინის შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს საზღვარი გაუხსნა.


ახალ საკურორტო სეზონზე, რომელიც ამ დღეებში გაიხსნება, ოკუპირებული აფხაზეთი კიდევ ნახევარი მილიონი ტურისტის მიღებას იმედოვნებს. „მათთვის არ იქნება უსარგებლო წაიკითხონ ისტორია პეტერბურგელი არტიომ რუსსკიხისა, რომელსაც აფხაზეთის შსს-ს სტუმართმოყვარე თანამშრომლები სცემდნენ, ხელკეტით გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ხეზე კიდებდნენ და მთის მდინარეში ახრჩობდნენ, შემდეგ კი საზღვართან მიიყვანეს და ურჩიეს უკან აღარასოდეს დაბრუნდეს“, - წერს საინტერნეტო გამოცემა „მედიაზონა“.


„მედიაზონისა“ და „ეხო კავკაზას“ მასალების მიხედვით მოამზადა კობა ლიკლიკაძემ

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Выставка «Времени живая нить» открылась в Доме народного творчества в Архангельске



Мода

Манифест любви к себе — в лимитированных боксах от belle you x notem




Українські новини

Як обрати дверну ручку для дому: Поради та рекомендації



Новости 24 часа

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника



Game News

Авторы Warhammer 40,000: Space Marine 2 противопоставляют себя современной западной индустрии



Москва

"Динамо" подало жалобу на вторую желтую карточку Маухуба в матче со "Спартаком"



News Every Day

Eddie Hearn threatens to ‘knock out’ rival promoter in bizarre confrontation on stage at Joshua vs Dubois face-offs



Интернет

Bluetooth-сканер штрих-кодов SAOTRON P04 на базе CMOS-матрицы



Москва

Суд в Москве отклонил иск к актеру Деревянко на 14 млн рублей



Джиган

Где на этой неделе мы встретили жену Мартиросяна, Джигана с Самойловой и Равшану Куркову: светский дайджест Woman.ru



Москва

Сотрудники Росгвардии ликвидировали нарколабораторию в Подмосковье



WTA

Касаткина проиграла Хаддад-Майе в финале турнира WTA 500 в Сеуле



Москва

Бутик-отели «Де Арт 13» – уют и дизайн в сердце Москвы



Владимир Путин

Путин и глава Туркменистана обсудили подготовку к саммитам СНГ и БРИКС



Симферополь

Литературно-биографическая страничка "Жизнь, отданная людям", к 120-летию со дня рождения Н.Островского



Москва

Более 14 тысяч жителей СВАО получили новые квартиры по реновации - Собянин



Москва

Собянин рассказал о проектах финалистов московских технологических конкурсов



Москва

Более 230 работодателей Москвы и Московской области получили субсидии за трудоустройство новых сотрудников по программе субсидирования найма



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

А виновата Россия: Польша обвиняет Москву в организации «кампании по дезинформации»





Путин в России и мире
Москва

Аргентинский посол допустил встречу Путина и Милея на полях G20


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Николай Лукашенко рассказал, как готовился к выступлению на «Минск-Арене»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский хочет вступить в НАТО до завершения полномочий Байдена


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Дженнифер Лопес

Рассвирепевшая Лопес намерена рассказать нелицеприятную правду о фиаско Аффлека в спальне



Москва

Сотрудники Росгвардии ликвидировали нарколабораторию в Подмосковье

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net