არასრულწლოვნები ამბობენ, რომ პოლიციელები მათ იარაღით ემუქრებოდნენ - რა მოხდა ბათუმში?
17 წლის ბათუმელი არასრულწლოვანი ჰყვება, რომ მასთან ერთად მისი ორი მეგობარი, ორივე სკოლის მოსწავლე, 11 მაისს სამმა პოლიციელმა მანქანაში ჩაისვა, იარაღით დაემუქრა და გამთენიისას ქალაქგარეთ, სახლიდან მოშორებით ჩამოსვა.