ზაზა გახელაძის პატიმრობის 300 დღე. გადადებული საპროტესტო აქცია
13 მაისს მთავრობის კანცელარიასთან დაგეგმილი საპროტესტო აქცია გაურკვეველი ვადით გადაიდო. ეს გადაწყვეტილება ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.