Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

როგორი იქნება ზაფხულში ევროკავშირში მოგზაურობის წესები

როგორი იქნება ზაფხულში ევროკავშირში მოგზაურობის წესები

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ევროკავშირი ცდილობს წარმოადგინოს ერთიანი წესები როგორც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ბლოკის შიგნით იმოგზაურებენ, ისე მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში მეგობრების ან ნათესავების მონახულება ან, მაგალითად, შვებულების ალპებსა თუ ხმელთაშუაზღვისპირეთში გატარება სურთ. მაინც რა ხდება ვაქცინების  სერტიფიკატებთან მიმართებით და როდის შეძლებენ მესამე ქვეყნების მოქალაქეები ბლოკში მოგზაურობას?

ახლა სად ვართ?

რაც შეეხება საკუთრივ ევროკავშირის სავაქცინო პასპორტს, რომელსაც „ციფრულ მწვანე სერტიფიკატს“ უწოდებენ, პროცესი წინ მიდის, თუმცა ნელი ტემპით. ინიციატივით ამ გაზაფხულზე გამოვიდა ევროპული კომისია და ევროპის პარლამენტი და საბჭო, რომლებიც 27-ვე წევრ ქვეყანას წარმოადგენენ, მოლაპარაკების თავ-თავიანთ მანდატებზე შეთანხმდნენ. ახლა საჭიროა საბოლოო საკანონმდებლო ტექსტის ფორმულირებისთვის ეს სამი ინსტიტუტი ერთობლივად ამუშავდეს ე. წ. „ტრიალოგის“ ფორმატში. პირველი ასეთი შეხვედრა 3 მაისს გაიმართა და პროცესი მომდევნო დღეებსა და კვირებში გაგრძელდება.

შედარებით ახალი იდეაა ევროკავშირის საზღვრების (ირლანდიის გამოკლებით, მაგრამ არაწევრი ქვენების - ისლანდიის, ლიხტენშტეინის, ნორვეგიისა და შვეიცარიის - დამატებით) გახსნა მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის. წინადადება პირველად 3 მაისს წარმოადგინეს. წევრი ქვეყნების ელჩები ამ საკითხის განხილვას მიმდინარე კვირაში დაიწყებენ. ევროპული კომისია გამოდის წინადადებით საზღვრები გაეხსნათ მათ, ვინც ჩასვლამდე 14 დღის განმავლობაში მიიღო რეკომენდებული დოზა ევროკავშირში დამტკიცებული რომელიმე ვაქცინისა - AstraZeneca-ს, BioNTech/Pfizer-ის, Johnson&Johnson-ის ან 

 Moderna-სი. კომისია ასევე გამოდის იმ მეთოდოლოგიის შემსუბუქების წინადადებით, რომლითაც ევროკავშირი „უსაფრთხო“ ქვეყნებს ადგენს - ბოლო 14 დღის განმავლობაში 100,000 ადამიანზე 25 შემთხვევიდან, როგორც ეს ამჟამად განიხილება, 100,000 ადამიანზე 100 შემთხვევამდე. ამჟამად თავად ბლოკის საშუალო მონაცემი არის 420 და ამ მკაცრ განსაზღვრებას მხოლოდ ექვსი ქვეყანა აკმაყოფილებს: ავსტრალია, ახალი ზელანდია, რუანდა, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ტაილანდი.

რა არის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორები?

ვაქცინების სერტიფიკატებთან მიმართებით ევროკავშირის მასშტაბით ერთიანი წესების შემუშავებას, რაც კვლავ შესაძლებელს გახდის შენგენის ზონაში თავისუფალ გადაადგილებას, ყველა ინსტიტუტი მიესალმება, თუმცა რამდენიმე საკითხი უთანხმოებას იწვევს. პარლამენტს, მაგალითად, სურს COVID-19-ზე უფასო ტესტების შემოღება მათთვის, ვინც არ აცრილა ან არ სურს აიცრას, მაგრამ წევრი ქვეყნები, რომლებსაც პანდემიის გამო ხარჯები ისედაც გაეზარდათ, ამ წინადადებას ენთუზიაზმით არ ხვდებიან. თუმცა კიდევ უფრო მწვავე უთანხმოებას, სავარაუდოდ, ის გარემოება გამოიწვევს, რომ პარლამენტარებმა, შესაძლოა, განაცხადონ, რომ სერტიფიკატი ნიშნავს ყველა დამატებითი შეზღუდვის მოხსნას, ანუ წევრი ქვეყნები ვეღარ შეძლებენ  დამატებითი ტესტირების ან კარანტინის მოთხოვნას. ასე თუ არ მოხდა, ამბობს ბევრი პარლამენტარი, სერტიფიკატი უბრალო „ქაღალდად“ იქცევა ევროკავშირში კვლავ მოქმედი წესების ფონზე. მაგრამ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს ვირუსის ახალი ვარიანტები აშინებს და მიაჩნიათ, რომ მათზე უნდა იყოს დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, რა ვითარებაში დაეყრდნონ სერტიფიკატებს, ან როდის მოხსნან შეზღუდვები. საქმე ეხება ჯანდაცვას, რომელიც ცალკეული წევრი ქვეყნების კომპეტენციაა, და გადაადგილების თავისუფლებას, რაც მთლიანად კავშირისთვის მნიშვნელოვანი საკითხია.

რაც შეეხება ევროკავშირის საგარეო საზღვრების გახსნას, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენი ტურისტის მიღებას მოისურვებენ წევრი ქვეყნები და რომელი სახელმწიფოებიდან. წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა დაიტოვონ კარანტინის დაწესების ან დამატებითი ტესტირების მოთხოვნის უფლება. ევროპულმა კომისიამ კიდევ ერთი მექანიზმიც დაამატა - სასწრაფო მუხრუჭი, რომელიც წევრ ქვეყანას უფლებას აძლევს უცებ შეწყვიტოს ევროკავშირის გარედან ადამიანების მიღება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სწრაფად გაუარესდება, ან ვირუსის ახალ, შემაშფოთებელ, ვარიანტს აღმოაჩენენ.

რამდენი დრო დასჭირდება ამ ყველაფერს?

ამჟამინდელი ვითარების მიხედვით, ორივე წინადადება ივნისის ბოლოს მოქმედებაში უნდა მოვიდეს. სერტიფიკატებზე ტექნიკური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. იმის მიუხედავად, გაჩნდება თუ არა საკანონმდებლო უთანხმოება პარლამენტსა და საბჭოს შორის, ტექნიკურად სისტემა 1 ივნისისთვის მზად უნდა იყოს და  ვარაუდობენ, რომ ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყანა მასში ამავე თვის ბოლომდე ჩაერთვება.  სერტიფიკატები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონებზე, ისე ქაღალდის სახით, შენგენში სამოგზაუროდ პირის უსაფრთხოებას სამი მეთოდით დაადგენს - რომ ის ვაქცინირებულია, ტესტის ნეგატიური პასუხი აქვს ან კორონავირუსი გადაიტანა. სერტიფიკატზე ასევე დატანილი იქნება ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა სახელი, დაბადების წელი, სერტიფიკატის გამცემი ქვეყანა და მიღებული ვაქცინის ტიპი. იდეა არის ის, რომ ვაქცინაციის პროცესის შესახებ მესამე ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციის განთავსება შესაძლებელი იყოს ევროკავშირის სისტემაში, რაც, ევროკავშირის მესვეურების თქმით, ტექნიკურად არ იქნება რთული, თუმცა ეს საკითხი შესაძლოა პირადი ინფორმაციის დაცვის გარშემო გაჩენილმა კითხვებმა გაართულოს.

რა ვითარებაა „სპუტნიკსა“ და „სინოფარმთან“ მიმართებით?

ევროპის პარლამენტი თვლის, რომ ვაქცინების სერტიფიკატზე დატანილი უნდა იყოს მხოლოდ ის ვაქცინები, რომლებიც დამტკიცებულია ევროპის მედიკამენტების სააგენტოს (EMA) მიერ, მაგრამ წევრი ქვეყნები აცხადებენ, რომ მათ სხვა ქვეყნების ვაქცინების დაშვებაც უნდა შეეძლოთ, რათა, მაგალითად, დამშვიდდეს უნგრეთი, რომელიც იყენებს როგორც რუსული წარმოების, ისე ჩინურ ვაქცინებს.

საზღვრების მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის გახნის რეკომენდაციებში, რომლებითაც კომისია გამოდის, გათვალისწინებულია ან EMA-ს მიერ დამტკიცებული, ან ის ვაქცინები, რომლებსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან (WHO) აქვთ მიღებული უფლება გამოყენებულ იქნენ გადაუდებელი წესით. ჯანდაცვის ამ ნებართვის მისაღებად „სინოფარმი“ კვლავაც საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია, „სპუტნიკი“ კი ჯერ კიდევ განხილვის პროცესში.

ცხადია, საბჭოში წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა ფორმულირების შეცვლა სცადონ, მაგრამ ტექსტის დასამტკიცებლად მნიშვნელოვანი უმრავლესობაა საჭირო და ბუდაპეშტს შესაძლოა გაუჭირდეს საკუთარი ნების გატანა. მესამე ქვეყნების იმ მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებსაც დასავლეთს გარეთ წარმოებული ვაქცინები აქვთ მიღებული, იმედად ის რჩება, რომ დამტკიცების პროცესს ზაფხულამდე EMA ან  WHO დააჩქარებს, ან ის, რომ ამ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და შეინარჩუნებს დადებით ტრაექტორიას. არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ ცალკეულმა წევრმა ქვეყნებმა გააფორმონ შეთანხმებები, როგორც ეს ახლახან საბერძნეთმა გააკეთა და რუსეთიდან გარკვეული რაოდენობის ტურისტები მიიღო.

რა ისმის ბავშვებზე?

ბავშვებს ევროკავშირში ჯერჯერობით არ ცრიან  და, ამდენად, ვაქცინების სერტიფიკატებისთვის მშობლებს კვლავ PCR-ის ტესტის უარყოფითი პასუხის გამოყენება დასჭირდებათ, თუკი ამ ზაფხულს თავიანთ პატარებთან ერთად ევროპაში მოგზაურობას აპირებენ. იგივე ეხება ევროკავშირის გარედან შემოსულ ბავშვებს - იმ დამატებითი დათქმით, რომ მათი ჩამოსვლის შემდეგ წევრი ქვეყნები, სავარაუდოდ, კიდევ მოითხოვენ ტესტირებას.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Ниже воды: как идет обновление подводного флота России



Мода

Lemaire, коллекция menswear весна-лето 2025




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях



Game News

На смартфоны выйдет игра Too Hot to Handle 3 по реалити-шоу «Испытание соблазном»



Москва

Психолог Ольга Романив: как научиться расслабляться на отдыхе и не думать о работе



News Every Day

Frustrated England stars including Kane and Bellingham consoled by Wags and family in stands after tame Denmark draw



Настроение

Белые ночи Беломорья....



Москва

Владимир Путин подписал закон, ограничивающий плавающие ставки по кредитам



Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3    



Москва

Московские будни 1940-х годов воссоздали в Музее Победы



Большой шлем

«Надо чем-то жертвовать». Арина Соболенко отказалась ехать на Олимпиаду в Париже



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Россия

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России



Симферополь

Аварийное отключение электроэнергии произошло почти в тридцати населенных пунктах Крыма



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона



Москва

Собянин прибыл в Китай с рабочим визитом



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бизнес-омбудсмен Москвы оказывает поддержку НМСП





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Григорий Лепс

StarHit: Лепс приехал на премию МУЗ-ТВ с невестой, 18-летней студенткой МГИМО



Москва

Агроном Викулов назвал вызывающие отравление ягоды из Подмосковья

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net