საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 21 ადამიანი
![საქართველოში კორონავირუსის 988 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 21 ადამიანი](https://gdb.rferl.org/2f1e74f0-c3b3-4958-9f67-b4d8bdaf4ab5_w800_h450.jpg)
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 21 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 151 პირი ემსხვერპლა.
სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 13 752 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 988 შემთხვევა.
დადებითობის მაჩვენებელია:
დღიური - 7,18%;
ბოლო 7 დღის - 5,47%;
ბოლო 14 დღის - 4,99%.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 1 595-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 45 344 ადამიანი.