არმაზ ახვლედიანი ეხმაურება ღარიბაშვილის „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას“
![არმაზ ახვლედიანი ეხმაურება ღარიბაშვილის „ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამას“](https://gdb.rferl.org/b2f86f6c-6942-48e5-927c-24683ef92a0b_w800_h450.jpg)
საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების" ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი აფასებს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ახალ პროგრამას.
„აღმშენებლობის შანსი "ქართულ ოცნებას" ჰქონდა 2012 წლიდან. ეს შანსი საუბედუროდ ხელიდან გაუშვა. 9 წლის თავზე დაქცეულ ქვეყანაში აღმშენებლობის გეგმაზე საუბარი ამ ტონალობაში და ასეთი გეგმის წარდგენით, მაინცდამაინც, რომ გითხრათ, სერიოზულად არ მიმაჩნია", - განაცხადა ახვლედიანმა და დაამატა: - „საუბედუროდ, არადემოკრატიულ მმართველობაში, ყველა საკითხი, ჩემი დაკვირვებით, უკავშირდება არჩევნებიდან არჩევნებამდე თავის გატანას".
საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ქვეყნის მასშტაბური განახლების“ დაწყებად აფასებს პროგრამას, რომელიც მთავრობის დღევანდელი (26 აპრილის) სხდომის დაწყებამდე წარმოადგინა. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ახალი პროგრამა გულისხმობს 63 მუნიციპალიტეტში ურბანულ განახლებას და მისი ბიუჯეტი 500 მილიონი ლარი იქნება.