ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსულ ვაქცინას უნდობლად უყურებენ
![ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსულ ვაქცინას უნდობლად უყურებენ](https://gdb.rferl.org/52c852d6-5a8b-4b26-9de6-268336afe1b5_cx11_cy9_cw88_w800_h450.jpg)
ორ კვირაში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთში წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მიიღებენ. საუბარია 2000 დოზა სპუტნიკ-ვ-ზე. ინფორმაცია დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინას უნდობლად უყურებს, რაზეც ადგილობრივი ექსპერტები ლაპარაკობენ.