Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

„გახარიას გუნდის“ გეგმები - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 აპრილს

გახარიას პარტია მოდის, "ოცნების" დეპუტატები მიდიან

14 აპრილს ცნობილი გახდა, რომ გიორგი გახარია ახალი პარტიის მშენებლობაზე აქტიურად მუშაობს და მხარდამჭერებსაც იკრებს. უკვე ცნობილია მისი გუნდის წევრების ნაწილი. ისინი „ოცნების“ აწ უკვე ყოფილი დეპუტატები არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, ბექა ლილუაშვილი, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი.

რადგან თავად გახარიას ჯერ არაფერი უთქვამს, მისი პარტიის სამომავლო გეგმებითა და მიზნებით დაინტერესებულები მინიშნებებს ამ დეპუტატების განმარტებებში ეძებდნენ. პარლამენტში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე გიორგი გახარიას ღიად დეკლარირებულმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ:

პარტიის მთავარი ამოცანაა „რადიკალიზაციის“ შემცირება.

მათ განსაკუთრებით აღელვებთ „პანდემია, ეკონომიკური კრიზისი, უმუშევრობა, სიდუხჭირე“.

პარტია ემზადება და მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში „იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები“.

პოლიტიკური გუნდის წევრები ამბობენ, რომ პარტია მოუსმენს მოქალაქეების მოთხოვნებს.

ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილის შეფასებით, გახარიას პოლიტიკური ძალა ამომრჩეველს, პირველ რიგში, სწორედ „ქართული ოცნებას“ წაართმევს და შემდეგ უკვე ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის სეგმენტის ათვისებასაც შეეცდება. ამასთან, მათი აზრით, ეს მოხდება ორივე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა - გიორგი გახარია დამოუკიდებლად თამაშობს თუ ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.

რა პოზიციაზე განლაგდება ყოფილი პრემიერის ახალი პარტია ქართულ პოლიტიკურ დაფაზე და რას ფიქრობენ ამ საკითხზე პოლიტიკოსები ოპოზიციასა და ხელისუფლებაში? წაიკითხე ვრცლად ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ლილუაშვილის თქმით, 20 ივნისის აქციაზე პოლიციის მიერ გამოყენებული საშუალებები იყო კანონიერი

 

 

რუსთაველის თეატრი იმ სპექტაკლს ხსნის, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობს

რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა ფეისბუკში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც წერს, რომ გმობს ძალადობას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს „იულიუს კეისარი“.

„ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ თეატრის სალაროში, ხოლო საიტზე www.biletebi.ge შეძენილი ბილეთების თანხა დაგიბრუნდებათ ანგარიშზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სპექტაკლში ერთ-ერთ როლს თამაშობს მსახიობი ბესო ზანგური, რომელსაც ყოფილი ცოლი, მსახიობი ნინუცა მაყაშვილი, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს.

გუშინ ნინუცა მაყაშვილი შსს-ში დაიბარეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ნინუცა მაყაშვილის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება ოჯახში ძალადობის საქმეზე.

ნინუცა მაყაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და მისი თვითმიზანი არ ყოფილა ყოფილი ქმრის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

წაიკითხე მეტი.

 

 

ნამახვანიდან - გუმათში, გუმათიდან - ქუთაისში: რას აპირებენ „რიონის ხეობის მცველები“ დღეს?

„რიონის ხეობის მცველების“ ხეობის მცველებმა ღამე ქუთაისში გაათენეს, დღეს კი ისევ სოფელ გუმათში დაბრუნებას გეგმავენ. პროტესტმა გუმათიდან ქუთაისში მას მერე გადაინაცვლა, რაც აქტივისტების კოლონა, რომელიც ქუთაისიდან მათთან მიდიოდა, გადაკეტილი გზის გამო შეფერხდა.

აქციის ორგანიზატორები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მასშტაბური აქციების მოწყობაზე საუბრობენ. ამის შესახებ 14 აპრილს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა.

„ხვალ, 8:00 საათიდან გადავადგილდებით გუმათში. თუ ხელისუფლება, ჩვენ ამ დაუორგანიზებელ დღევანდელ შეხვედრას კიდევ არ გაითვალისწინებს, არ ექნება მას ადეკვატური ნაბიჯების გადმოდგმის სურვილი ჩვენი მისამართით, ჩვენ დავაორგანიზებთ მთელი საქართველოს მასშტაბით ქვეყნის პიკეტირებას ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში! ჩვენ, დავკეტავთ მათ შორის, ავტობანსაც!“ - თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

გუმათთან გუშინ დილით აქტივისტებს პოლიციელების მიერ აღმართული რკინის კედელი დახვდათ. მანამდე, 11 აპრილს, პროტესტის თავდაპირველ ადგილას, სოფელ ნამოხვანში სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების კარვები დაშალეს. ხეობაში გადაადგილება შეზღუდულია 3 აპრილის შემდეგ.

წაიკითხე ყველა სიახლე ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

"ლოპოტის ხეობის მცველების მხარდაჭერა რიონის ხეობის მცველებს“ - აქცია კახეთში

 

 

სააღდგომოდ შესაძლო შეზღუდვებზე კონსულტაციები მიმდინარეობს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით შესაძლო შეზღუდვებზე საუბარი არ არის, მიმდინარეობს ეპიდსიტუაციაზე დაკვირვება, - ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას, იქნება კონსულტაციები საპატრიარქოსთან, მას შემდეგ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, მაგრამ წინასწარ გთხოვთ და წინასწარ გეტყვით, ვიყოთ ძალიან მორიდებული და მოკრძალებული წლევანდელ აღდგომის დღესასწაულებთან მიმართებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, რომელიც ასევე შეეხებოდა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით შესაძლო შეზღუდვებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია საფლავებზე ქეიფი.

წაიკითხე მეტი.

 

 

გერმანიამ რუსეთი ნატოს პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულა

გერმანიამ რუსეთი დაადანაშაულა, რომ ის პროვოკაციას ეწევა ჯარების თავმოყრით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე და უკრაინის საზღვრებთან. ამასთან, ბერლინმა უარყო მოსკოვის მტკიცება, რომ სამხედრო მანევრები ნატოს მხრიდან მომდინარე მუქარაზე პასუხია.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რუსული მხარე ყოველ ღონეს ხმარობს, რათა რეაქციის პროვოცირება მოახდინოს“, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა 14 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენ და უკრაინა არ ვიქნებით ამ თამაშში ჩათრეული“, თქვა მან და დასძინა, რომ აშკარაა, რუსეთი „ელოდება, ასე ვთქვათ, ნატოს სვლას, რათა საბაბი ჰქონდეს თავისი მოქმედებების გასაგრძელებლად“.

წაიკითხე მეტი.

 

 

„ომის ნადავლის“ პარკი, როგორც მორიგი დაპირისპირების წყარო

ერევანში საყოველთაო მრისხანება მოჰყვა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ 12 აპრილს ბაქოს ახალი ბულვარის ტერიტორიაზე „ომის ნადავლის პარკის“ გახსნას, სადაც, სომხეთ-აზერბაიჯანის შარშანდელ 44-დღიან ომში აზერბაიჯანის არმიის მიერ ხელში ჩაგდებული სომხური საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების გარდა, გამოფენილია ასევე ბრძოლის ველზე დაღუპული სომეხი ჯარისკაცების ჩაფხუტები და პირადი ნივთები.

„იმ დროს, როდესაც ჯერ კიდევ მთლიანად არ არის დაძლეული ყარაბაღის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები და აზერბაიჯანის ტყვეობაში იმყოფება მრავალი სომეხი ჯარისკაცი, ამგვარი „ექსპოზიციის“ ორგანიზება, მაროდიორობის ელემენტების თანხლებით, აზერბაიჯანს საბოლოოდ უმკვიდრებს ადგილს მსოფლიო ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის ცენტრში“, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

თავის მხრივ, „ომის ნადავლის პარკის“ გახსნას მსოფლიოში მიღებულ „პრაქტიკას“ უწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლება, რომელმაც ნადავლის სახით მოპოვებული სამხედრო ტექნიკის ნაწილის დემონსტრირება უფრო ადრე, შარშანდელი 10 დეკემბრის მასშტაბურ სამხედრო აღლუმზეც მოახდინა.

წაიკითხე მეტი.

 

 

ენა ენაში

როცა ერთი ენა ცდილობს შეაღწიოს მეორე ენაში, ეს ბუნებრივი პროცესია, როგორსაც აკვირდებიან და სწავლობენ ენათმეცნიერები, მაგრამ, როცა ერთი ენა, ადმინისტრაციული მეთოდებით და ძალადობით, ცდილობს დაიკავოს მეორე ენის ადგილი, აქ უკვე აშკარად პოლიტიკურ განზრახულობასთან გვაქვს საქმე. 1978 წლის 14 აპრილს სწორედ ამგვარ მცდელობას - ერთი ენის მეორეთი ძალადობრივად ჩანაცვლებას აღუდგა წინ ქართველი ხალხი.

1978 წლის 14 აპრილს, ერთი შეხედვით, აშკარა, საქვეყნოდ ცნობილი ანტიგმირები არ ჰყავს. როგორც იტყვიან, გადამწყვეტ მომენტში ყველამ ივარგა: ივარგეს ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, მათმა ლექტორებმა, ინტელექტუალთა ნაწილმა და, როგორც საქართველოს მაშინდელმა ლიდერმა, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ რადიო თავისუფლებისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, მანაც კი შეიტანა თავისი წვლილი საქვეყნო საქმეში, როცა ჯერ ცკ-ს ოდიოზური მდივნის, მიხაილ სუსლოვისა, და გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის, გადარწმუნება სცადა, შემდეგ კი ვნებათაღელვის საგნის - კონსტიტუციის პროექტის - შესწავლისა და განხილვის ინიცირება მოახდინა, თუმცა, როგორც აკაკი ბაქრაძე იხსენებს 1978 წლის მარტ-აპრილის მოვლენებს, სინამდვილეში ბევრად უფრო რთული ვითარება იყო, რადგან ქვეყნის მაშინდელ ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ შორის პირველ პირსაც, კონსტიტუციის 75-ე მუხლთან დაკავშირებით, ასეთი პოზიცია ეკავა: "ახალი კონსტიტუცია დიდ პერსპექტივებს უშლის წინ ქართველ ხალხს და იგი დიდი მონაპოვარია. „სახელმწიფო ენის“ ჩაწერა არ შეიძლება, იმიტომ რომ ლენინი იყო მისი წინააღმდეგი. ასე რომ, 75-ე მუხლი არ შეიცვლება. იმედია, ქართველი ხალხი ერთსულოვნად დაუჭერს მხარს ახალ კონსტიტუციას და მისი მიღება საზეიმო ვითარებაში ჩაივლის".

წაიკითხე მეტი ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

 

 

ევროსაბჭოს ახალი კვლევის თანახმად, საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპაში მესამეა - ყოველ 100 ათას ადამიანზე თითქმის 264 პატიმარი მოდის.

წაიკითხე მეტი.

 

 

 

33 წლის მსახიობი, ნინუცა მაყაშვილი, ყოფილ ქმარს. რუსთაველის თეატრის მსახიობ ბესო ზანგურს, ოჯახში ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ის 11 წლის წინ, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამბობს, რომ ქმარი სცემდა მაშინაც, როდესაც ის ორსულად იყო. 14 აპრილს, ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მსახიობის გამოკითხვის შემდეგ გადაწყდება, დაიწყება თუ არა გამოძიება ოჯახში ძალადობის საქმეზე. ნინუცა მაყაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ ყოფილა ყოფილი ქმრის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



Мода

Лучшие образы на лето, от которых захватит дух




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

«ЯРКО» провела развлекательную программу на фестивале «Крутая песочница»



Game News

Age of Sail: Navy & Pirates 1.0.1.13



Москва

В Москве нашли «Москвич-412», который простоял в гараже с 1991 года



News Every Day

Vavada Casino: a Leader in the Online Gaming Industry



Блоги

Рубена Варданяна в бакинской тюрьме заставляли долго стоять, его лишали воды, ему не разрешали мыться и менять белье и одежду



Москва

Прокуратура проконтролирует дело об обнаружении останков человека в Новой Москве



Фёдор Шаляпин

«Всю жизнь я зарабатывал пением и… легким аферизмом». Прохор Шаляпин раскрыл источники дохода в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» на ТВ-3



Москва

Бойцы группировки "Восток" освободили село Загорное в Запорожье



Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС



Москва

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



Hyundai

Hyundai привозит в Россию старый добрый седан по цене LADA Vesta



Симферополь

Выставка-посвящение «Первая дама советской скульптуры»



Москва

Триумфальное возвращение Льва Лещенко на сцену спустя месяцы затишья. Артист презентовал дуэт с солистом группы “Парк Горького” Сергеем АРУТЮНОВЫМ



Москва

Сергей Собянин. Главное за день



Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

Максим Шевченко: в самостоятельность террористов, да ещё и внутри СИЗО, не поверю никогда


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Брановицкий

Кинопродюсер.



Москва

В ГД предложили не считать превышением самообороны случаи проникновения в жилище

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net