გურამ დოჩანაშვილი დაკრძალეს
![გურამ დოჩანაშვილი დაკრძალეს](https://gdb.rferl.org/aa2ac16e-c68d-4166-a23d-fef7929084bc_cx16_cy19_cw71_w800_h450.jpg)
გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს. ის დღეს, 6 აპრილს, დაახლოებით, 15:00 საათზე სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს. სწორედ იქ იმართებოდა სამოქალაქო პანაშვიდიც.
მწერალი გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს გარდაიცვალა. ის მანამდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში ორი კვირის განმავლობაში იყო.
დოჩანაშვილი 1939 წელს დაიბადა, 26 მარტს ის 82 წლის გახდა.