Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

გამაფრთხილებელი საბრძოლო მზადყოფნა

გამაფრთხილებელი საბრძოლო მზადყოფნა

აშშ-ში ევროპული ძალების სარდლობამ 1 აპრილს ყველაზე მაღალი დონის საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი ჯარი მას შემდეგ, რაც პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა წინა დღეებში არაერთგზის დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და მოკლეს 4 უკრაინელი სამხედრო.

ოპერატიული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აშშ-ის ევროპული სარდლობის პრესმდივანმა, ვენდი სნაიდერმა, არ დააზუსტა, თუ რაში გამოიხატება სარდლობის მიერ გამოცხადებული საგანგებო მზადყოფნის მდგომარეობა, მაგრამ აღნიშნა, „ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციასო“.

ამერიკული სამხედრო სარდლობის გამაფრთხილებელ საბრძოლო მზადყოფნას უკრაინის მხარდასაჭერად აშშ-ისა და ევროკავშირის დიპლომატიური გააქტიურებაც მოჰყვა.

უკრაინის მიმართ რუსეთის მიმდინარე აგრესიის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, კერძოდ, რომ უკრაინის საზღვართან და ყირიმში მოსკოვი ზრდის თავისი შეიარაღებული ძალების რაოდენობას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში“ უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო.

მაგრამ რუსეთი მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობაში კიევის დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს. რაც შეეხება სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდას უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის რეგიონში, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიის შიგნით შეუძლიათ, როგორც მოესურვებათ, ისე გადააადგილონ საკუთარი ჯარი.

რუსეთის „რკინის სალტე“ უკრაინის გარშემო

დონბასში მორიგი ესკალაციის ფონია კიევის ხელთ არსებული ცნობები, რომლებიც ცხადყოფს, რომ რუსეთი აგრძელებს დამატებითი სამხედრო ძალების გადასროლას უკრაინის საზღვრებთან, ასევე ანექსირებულ ყირიმსა და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა რუსლან ხომჩაკმა 30 მარტს საკანონმდებლო ორგანოს, „ვერხოვნა რადას“, უკრაინის საზღვართან რუსეთის სერიოზულ სამხედრო სამზადისზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, რუსეთის „რკინის სალტე“ უკრაინის გარშემო სულ უფრო ძლიერდება.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, 30 მარტის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის საზღვრის გასწვრივ და ოკუპირებული დონბასისა და ყირიმის ტერიტორიებზე განთავსებულია მოწინააღმდეგე რუსეთის 28 საბატალიონო- ტაქტიკური ჯგუფი.

ამასთან, რუსეთი დამატებით გეგმავს ამ ძალის კიდევ 25 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფით გაძლიერებას.

გენერალ ხომჩაკის თქმით, 2014 წლის ყირიმის ანექსიის მომენტიდან დღემდე რუსეთს ნახევარკუნძულზე განლაგებული ჰყავს 32,7-ათასკაციანი სამხედრო დაჯგუფება.

და ეს ძალა, რუსეთის ყოველი სამხედრო წვრთნის სარჩულით, უფრო და უფრო ძლიერდება. ასე მოხდა სულ ახლახან, კერძოდ,

2021 წლის მარტის შუა რიცხვებში, როდესაც ყირიმის პოლიგონ „ოპუკზე“ რუსეთის არმიამ ორი ბატალიონისა და არტილერიის მონაწილეობით გამართა წვრთნა საჰაერო და საზღვაო დესანტირების ამოცანის შესასრულებლად. წვრთნის დასრულების შემდეგ სამხედრო ქვედანაყოფები დარჩნენ პოლიგონის რაიონში და სულ მალე მათ კიდევ 5 ბატალიონი დაემატა.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ რუსეთის ფედერაცია, თავისი ჯარების ზამთრის პერიოდის სასწავლო შემოწმებისა და სტრატეგიული დონის წვრთნის „დასავლეთი 2021“-ისთვის მზადების სარჩულით, რუსეთის მთელი ტერიტორიიდან საბატალიონო-ტაქტიკურ ჯგუფებს უყრის თავს ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთით, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან, ბრიანსკისა და ვორონეჟის ოლქებსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძლზე“, - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა რუსლან ხომჩაკმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

ვის აფრთხილებს (აშინებს) რუსეთი?

აღმოსავლეთ უკრაინაში მორიგი ესკალაციისა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებსა და, ასევე, მის საღზვრებთან რუსეთის დამატებითი ძალების გადასროლის შესახებ ცნობებს მალე მოჰყვა დიპლომატიური არხების გააქტიურება ვაშინგტონსა და კიევს და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

31 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ტელეფონით ესაუბრა უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებას, ხოლო აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი მარკ მილი, დაუკავშირდა რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელებს.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს უკრაინას და გამოხატავს შეშფოთებას „რუსეთის მიმდინარე აგრესიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარების გამო“.

„რუსეთის მადესტაბილიზებელი ქმედება ძირს უთხრის სწრაფვას ვითარების განმუხტვისკენ, რომელსაც მიაღწიეს ეუთოს შუამდგომლობით დადებული შეთანხმების ძალით შარშან ივლისში“, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ, და აღნიშნა, რომ პენტაგონი ინფორმირებულია უკრაინის სამხედროების მიერ უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების გადაადგილების შესახებ.

მოსკოვი ამ აჟიოტაჟს უსაფუძვლოს უწოდებს და იქით სდებს ბრალს კიევს დონბასში სიტუაციის სახიფათო ესკალაციასა და ახალი ომის გაჩაღების მცდელობაში.

„უკრაინის მხარე შესაძლოა წავიდეს პროვოკაციულ ქმედებებზე, რომელიც ომამდე მივა. რა თქმა უნდა, ძალიან არ ვისურვებდით, რომ ეს გვენახა“, - განაცხადა რუსეთის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

შეკითხვაზე, დასაშვებად მიიჩნევს თუ არა კრემლი რუსეთის არმიის მონაწილეობას ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ მხარეზე საომარი მოქმედების შემთხვევაში, პესკოვმა აღნიშნა, რომ მას მხედველობაში აქვს „სამოქალაქო ომი“, რომელიც, მისი აზრით, დონბასში უკვე მოხდა.

სამოქალაქო ომის შესახებ ამ ორაზროვანი მინიშნების ფონზე, კიდევ უფრო შიშის მომგვრელად გაისმის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გაფრთხილება.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ თქვა და მისი ეს სიტყვები დღესაც აქტუალურია: ისინი, ვინც შეეცდება ახალი ომის გაჩაღებას დონბასში, დაშლიან უკრაინას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა 31 მარტს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ესკალაცია სნაიპერული ცეცხლით

კიევის აზრით, ახალი ომის გაჩაღება და უკრაინის დაშლა სწორედ იმ გეგმის ნაწილია, რომლის განხორციელებაც კრემლმა 2014 წელს ყირიმის ანექსიით დაიწყო და მალევე დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიების ოკუპაციით განაგრძო.

დონბასში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე, უკრაინის სამხედრო სარდლობის ცნობით, ამჟამად განლაგებულია რუსეთის არმიის 14 პოლკი, 28 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით, რომლებსაც კადრის რუსი ოფიცრები ხელმძღვანელობენ. ყველა ეს ქვედანაყოფი მოქმედებს რუსეთის რეგულარული არმიის მხარდაჭერით.

აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფება ასევე 2000 რუსი სამხედრო ინსტრუქტორისა და მრჩევლისგან შემდგარი აპარატი, რომელიც მზვერავებს ამზადებს.

რუსეთის როსტოვის ოლქში კრემლს დამატებით განთავსებული ჰყავს 12 საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფი მზადყოფნის 48-საათიანი ვადით, რაც მათ აძლევთ შესაძლებლობას სწრაფად მოახდინონ რეაგირება უკრაინის არმიის ნებისმიერ მოქმედებაზე.

2021 წლის დასაწყისში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთიდან შეიტანეს 19 ათასი ტონა საწვავი, 335 ტონა საბრძოლო მასალა, 3 ტანკი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული დანადგარები, სპეცტექნიკა და 35 სამხედრო ავტომობილი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ რუსლან ხომჩაკის თქმით, რუსი სამხედროები მუდმივად ახდენენ უკრაინელი ჯარისკაცების პროვოცირებას, ცეცხლს უშენენ მათ პოზიციებს დასახლებული პუნქტებიდან, კრიტიკულად

მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის, ასევე კულტურული და რელიგიური ობიექტებიდან.

ასეთი ობიექტები მრავლადაა დონეცკის ოლქის დაბა შუმში, საიდანაც რუსმა სნაიპერებმა 26 მარტს ოთხი უკრაინელი სამხედრო გამნაღმველი მოკლეს, მათ შორის ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი კოვალი, რომელიც მძიმედ დაჭრილი სერჟანტ სერგეი ბარნიჩის ევაკუაციის მცდელობის დროს გამოასალმეს სიცოცხლეს.

2020 წლის სექტემბრის შემდეგ ერთ დღეში ამდენი უკრაინელი ჯარისკაცი დონბასში არ დაღუპულა.

სნაიპერულმა ომმა აღმოსავლეთ უკრაინაში „წარმატებით“ ჩაანაცვლა კონვენციური ფრონტალური დაპირისპირება, რასაც 2014 წლის შემდეგ ორივე მხრიდან 14 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

მაგრამ მოკონფლიქტე მხარეთა მიერ შეთანხმებული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოითხოვს არა მხოლოდ მსხვილი კალიბრის, არამედ ნებისმიერი იარაღის გაჩუმებას და დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებას მინსკის სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარების გარშემო სამშაბათს, 30 მარტს, ვიდეოკონფერენციის ფორმატში საუბარი გამართეს გერმანიის, რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა. ამ საუბრის ოფიციალური ანგარიშის თანახმად, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ანგელა მერკელმა, აღნიშნეს, რომ რუსეთი ვალდებულია აიღოს ვალდებულება ლუგანსკსა და დონეცკში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფაზე და შეუწყოს ხელი კრიზისიდან გამოსვლას მინსკის შეთანხმებათ შესრულების გზით.

აშშ-ისა და "ნორმანდიული ოთხეულის" წამყვანი შუამავალი ქვეყნების - გერმანიისა და საფრანგეთის - აქტიური დიპლომატიური ჩარევის შედეგად, დონბასის ფრონტის ხაზზე კვლავ დაისადგურა სიმშვიდემ, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი სიმშვიდეა.

რუსეთის მილიტარისტული ქმედებებისა და სამზადისის ფონზე, ნათელია, რომ 4 უკრაინელი სამხედრო ჯარისკაცი, ალბათ, არ იქნება ბოლო მსხვერპლი 7 წლის წინ ევროპის რუკაზე დაწყებულ შეიარაღებულ კონფლიქტში, რომლის დასრულების შანსი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე მისი ხელახალი ძალით გაჩაღების.

ასეთი სცენარით მოვლენების განვითარებისათვის ემზადება უკრაინა. 31 მარტს „ვერხოვნა რადამ“ მიიღო მნიშვნელოვანი კანონი რეზერვისტებით შიარაღებული ძალების დაკომპლექტების თაობაზე.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ რუსლან ხომჩაკის თქმით, კანონი შესაძლებლობას მისცემს გენერალურ შტაბს, რომ, პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, ძალიან მოკლე დროში - სულ რამდენიმე დღის განმავლობაში - სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეებით დააკომპლექტოს ასიათასკაციანი რეზერვი.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Express: АПЛ «Архангельск» представляет большую угрозу инфраструктуре НАТО



Жизнь

BIA Technologies вошла в число ведущих интеграторов программных и аппаратных решений России




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

Вербовку Зеленского могут успешно применить?!



Game News

На смартфоны выйдет игра Too Hot to Handle 3 по реалити-шоу «Испытание соблазном»



Москва

Канадский министр Леблан: Оттава признала КСИР террористической организацией



News Every Day

PGA Tour Commissioner Jay Monahan shuts down Saudi agreement rumors: “complex scenario”



Блоги

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу



Москва

Эдвард Сноуден: личная жизнь, новые разоблачения и секреты НЛО



Снуп Догг

Любовь с первого взгляда: Снуп Догг отметил 27-ю годовщину свадьбы со своей супругой



Москва

Прибытие «Троицы» Рублева в Троице-Сергиеву Лавру // Фоторепортаж



Анна Курникова

Курникова показала трогательные фото Энрике Иглесиаса



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Бато Багдаев

Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:



Симферополь

Фольклорно-литературная программа «Сказки детства, полные чудес, нас уводят в царство тридесятое»



Москва

В России запустили бесплатного цифрового ЗОЖ-помощника



Москва

Собянин: Москва и Пекин подписали программу сотрудничества на 2024-2026 годы



Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Бизнес-омбудсмен Москвы оказывает поддержку НМСП





Путин в России и мире
Москва

Путин летит к Ким Чен Ыну. Россия и Северная Корея станут стратегическими партнёрами


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Сергей Рахманинов

Концерт “Рахманинов под небом”



Москва

Эдвард Сноуден: личная жизнь, новые разоблачения и секреты НЛО

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net