Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ბულგარელი შოუმენი, „სლავი“, არჩევნების შემდეგ შესაძლოა გავლენიანი პოლიტიკოსი გახდეს

ბულგარელი შოუმენი, „სლავი“, არჩევნების შემდეგ შესაძლოა გავლენიანი პოლიტიკოსი გახდეს

ბულგარეთში ღამის თოქშოუს პოპულარულმა წამყვანმა და პოპ-ფოლკის ჟანრის მომღერალმა, სტანისლავ ტრიფონოვმა, რომელსაც „სლავის“ სახელით იცნობენ, შესაძლოა 4 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს მთავრობის ფორმირების გეგმა გაურთულოს.

ტრიფონოვის მიერ ახლად დაარსებული პარტიის მხარდაჭერა სულ უფრო მატულობს იმედგაცრუებულ ამომრჩევლებში. პარტიას გამოარჩევს ანტიისტებლიშმენტური პლატფორმა, რომელიც, ქვეყანაში გავრცელებული კორუფციისა და სიღარიბის ფონზე, როგორც ჩანს, მოქალაქეთა ყურადღებას იპყრობს.

ტრიფონოვმა თავისი პარტია, სახელად „არის ასეთი ხალხი“, დააარსა ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ 2020 წელს კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალი მოხდებოდა, რასაც მოჰყვა კვირების განმავლობაში საპროტესტო გამოსვლები ბორისოვის მთავრობის წინააღმდეგ.

გავრცელებული ვარაუდით, ეს პარტია არჩევნებში მესამე ადგილზე გავა და ხმათა, დაახლოებით, 13 პროცენტს მოიპოვებს. ეს კი ბორისოვის მმართველ პარტია „გერბს“გაურთულებს კოალიციური მთავრობის შექმნას. წინასწარი მონაცემებით, ეს პარტია პირველ ადგილზე გავა და მას ამომრჩეველთა ხმების მეოთხედზე ცოტა ნაკლები ერგება.

ანალიტიკოსების თქმით, ეს 55 წლის ტრიფონოვს ახალბედა პოლიტიკოსიდან აქცევს გადამწყვეტ ფიგურად ლიდერის არჩევის პროცესში, ანუ ის შეასრულებს იმ როლს, რომელსაც ბულგარეთში ათწლეულების განმავლობაში ასრულებდა ძირითადად ეთნიკური თურქების პარტია, სახელად „მოძრაობა უფლებებისა და თავისუფლებებისთვის“ (DPS).

ამგვარი შედეგი იქნება დარტყმა ბორისოვისთვის, რომელიც ათწლეულზე მეტია წამყვანი ფიგურაა ბულგარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ბოლო წლებში მისი პოლიტიკური მხარდაჭერა დასუსტდა, სკანდალებისა და ამომრჩევლის დაღლილობის ფონზე.

ბორისოვის პოპულარობის ვარდნაში როლი ტრიფონოვმაც შეასრულა, რომელიც თავის მაღალრეიტინგულ სატელევიზიო გადაცემაში წლების განმავლობაში აკრიტიკებდა და დასცინოდა პრემიერ-მინისტრსა და მის მთავრობას.

ანტიისტებლიშმენტური ორიენტაციის პარტია

ტრიფონოვი, როგორც ჩანს, გააგრძელებს საერთაშორისო ტალღას, რომლის დროსაც ტელევარსკვლავები თავიანთ პოპულარობას პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად იყენებენ, დემოკრატიული მმართველობის მიმართ ნდობის კლების ფონზე - აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა, და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, მსგავსად.

ანალიტიკოსების თქმით, ბულგარეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ტრიფონოვის მოსვლა არის გაგრძელება ათწლეულების განმავლობაში გამოვლენილი ძალისხმევისა ბულგარეთში შექმნილიყო სიცოცხლისუნარიანი პარტია ანტიისტებლიშმენტური ორიენტაციით, და ასევე არის მზარდი პოპულიზმის ნიშანი.

სოფიაში განთავსებული კვლევითი ცენტრის, „ტრენდის“, პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, დიმიტარ განევმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტრიფონოვის პარტია ბულგარეთში „ტიპიური ახალი მოთამაშეა“, რომელიც სტატუს-კვოს შერყევას ესწრაფვის.

„ბულგარეთში ყველა საპარლამენტო არჩევნებში არის პარტია, რომელიც გამოდის ამგვარი [ანტიისტებლიშმენტური] განცხადებებით, რადგან ბულგარეთში მთელი პოლიტიკური ელიტის მიმართ ქრონიკული უნდობლობა გვხვდება“, - ამბობს განევი.

ეს უნდობლობა ბევრი ფაქტორით საზრდოობს.

ბულგარეთი, რომელიც ევროკავშირის წევრი 2007 წელს გახდა, რჩება ბლოკის უღარიბეს სახელმწიფოდ.

თითქმის 7 მილიონი მოსახლის მყოლი ქვეყნის ასიათასობით მოქალაქე მუშაობს ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებში, აშშ-ში, თურქეთში, რადგან საკუთარ ქვეყანაში არ აქვს ღირსეული ცხოვრების პირობები.

ამასთან, ბულგარეთს ევროკავშირში ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს კორუფციის კუთხით, ისევე როგორც მედიის თავისუფლების თვალსაზრისით.

შედარება ზელენსკისთან

ტრიფონოვის პოლიტიკური აღმასვლა, გარკვეულწილად, ჰგავს ზელენსკის გზას - კომიკოსის, რომელის პოპულარულ უკრაინულ ტელესერიალში შემთხვევითი პრეზიდენტის როლს ასრულებდა, სანამ 2019 წლის აპრილში რეალურად გაიმარჯვებდა საპრეზიდენტო არჩევნებში.

ზელენსკის მსგავსად, ტრიფონოვიც ახალბედა პოლიტიკოსია, რომელიც თავის ტელეშოუს იყენებდა დისფუნქციური მთავრობის დასაცინად.

და, როგორც თავის დროზე უკრაინელი კანდიდატი, ტრიფონოვიც თავს არიდებდა მკაფიო პოზიციების დაკავებას ბევრ მნიშვნელოვან შიდაპოლიტიკურ თუ საგარეოპოლიტიკურ საკითხზე - ამის ნაცვლად ის თავის აუტსაიდერის სტატუსს უსვამდა ხაზს.

თუმცა ამ ორ ფიგურას შორის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი ისაა, რომ პრეზიდენტობაზე ზელენსკის განაცხადი მოულოდნელი იყო უკრაინელი ხალხისთვის, რადგან ის არ გამოირჩეოდა პოლიტიკური განცხადებებით.

ტრიფონოვი კი, უკვე წლებია, ლაპარაკობს პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე და ყურადღების ცენტრში რიგითი მოქალაქეების ცხოვრებაში არსებულ სირთულეებს აქცევს.

მან რამდენჯერმე მიანიშნა პოლიტიკაში წასვლის შესაძლებლობაზე და 2016 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმის ორგანიზატორიც იყო.

გზა პოპულარობისკენ

ტრიფონოვი 1966 წელს დაიბადა ჩრდილოეთ ბულგარეთის ქალაქ პლევენში, რუმინეთის საზღვართან ახლოს. ის უმცროსი იყო ოჯახის ოთხ შვილს შორის და სპეციალიზებულ მუსიკალურ სასწავლებელში დადიოდა.

1980-იანი წლების შუა პერიოდში ის დედაქალაქ სოფიაში გადავიდა, სწავლის გასაგრძელებლად ბულგარეთის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ეს იყო პერიოდი, როცა აღმოსავლეთ ევროპას რევოლუციური პოლიტიკური ცვლილებები უახლოვდებოდა.

ტელევიზიაში მუშაობა ტრიფონოვმა 1990 წელს დაიწყო - მალევე მას შემდეგ, რაც კომუნისტური მმართველობა დაეცა. ის მონაწილეობდა სატირული ხასიათის გადაცემაში, სახელწოდებით „კუ კუ“, რომელმაც ტრიფონოვს მთელი ქვეყნის მასშტაბით პოპულარობისკენ გაუხსნა გზა.

ამ გადაცემაში მუშაობისას ტრიფონოვმა, სხვა წამყვანებთან ერთად, ბენდი „კუ კუ“ ჩამოაყალიბა. წლების განმავლობაში ამ ბენდმა ათობით ალბომი ჩაწერა და ბულგარეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ჯგუფად იქცა. „კუ კუს“ ვიდეოებს იუტუბზე მილიონობით მნახველი ჰყავს.

2000 წელს ტრიფონოვმა დაიწყო ახალი გადაცემა - „სლავის შოუ“.

ამ სახელით გადაცემა გვიან ღამით მთელი ქვეყნის მასშტაბით გადიოდა ეთერში თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, სანამ მას 2019 წელს თავად ტრიფონოვი დახურავდა.

ეს, ალბათ, ბულგარეთის ყველაზე პოპულარული გადაცემა იყო, რომელმაც სახელი „სლავი“ ყველა ოჯახისთვის ნაცნობი და ახლობელი გახადა და ტრიფონოვს პლატფორმა მისცა როგორც თავისი მუსიკის, ისე პოლიტიკური შეხედულებების გასავრცელებლად.

მას შემდეგ ტრიფონოვმა დააარსა საკაბელო არხი, სახელად 7/8, რომელიც ეთერში გადასცემს მუსიკას და პოლიტიკურ ანალიზს, ისევე როგორც თავის განახლებულ თოკ-შოუს.

თავის საკაბელო არხზე ტრიფონოვი კიდევ უფრო მწვავე და ხმამაღალი გახდა ბულგარეთის ლიდერების კრიტიკის საქმეში.

მის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმღერაში, 2013 წლის ჰიტში, სათაურით „ასეთი ერი არ არსებობს“, ტრიფონოვმა პოლიტიკოსები აღწერა პირებად, რომლებსაც ფულისა და სექსის გარდა ცოტა რამ თუ აღელვებთ. სიმღერის ტექსტი მოიცავს კითხვას, რატომ აგრძელებენ ბულგარელები ასეთი ფიგურების არჩევას.

„ნუ მელაპარაკები კანონზე და კონსტიტუციაზე, ამ ქვეყანაში ეს ყველაფერი პროსტიტუციაა“, - ამბობს ის ამ სიმღერაში. „გძინავს თუ მორიგ მხსნელს ელი? რამდენჯერ უნდა გაიმეორო ნაცნობი ისტორია? ერთს გავაგდებთ, მეორეს ვეხვევით. ვინმემ იცის, რა გზით ხდება პოლიციელი მილიონერი?“ - განაგრძობს ტრიფონოვი.

წლების განმავლობაში ტრიფონოვი მუსიკის რამდენიმე ჟანრსა თუ სტილში მუშაობდა, თუმცა ყველაზე მჭიდროდ დაკავშირებული დარჩა „ჩალგას“ სახელით ცნობილ ბალკანურ პოპ-ფოლკთან, რომელსაც ზოგიერთი მსმენელი დაბალი გემოვნების გამოვლინებად, ვულგარულ მუსიკად მიიჩნევს.

ახალგაზრდა მხარდამჭერები

ანალიტიკოსების თქმით, ტრიფონოვის ხმამაღალი და უხეში სტილი ყველაზე მეტად ახალგაზრდა ამომრჩეველს მოსწონს. ამავე დროს, ტრიფონოვს შედარებით უფრო ძლიერი შედეგები აქვს პატარა ქალაქებში ჩატარებულ გამოკითხვებში - ადგილებში, სადაც ახალგაზრდობა კიდევ უფრო მეტადაა იმედგაცრუებული.

Gallup International-ის სოფიაში მცხოვრები ანალიტიკოსი, პარვან სიმეონოვი, ტრიფონოვს ახასიათებს როგორც „ძალიან გაბრაზებულ, შუახნის კაცს, რომელიც გარშემო პოლიტიკურად იმედგაცრუებულებს იკრებს“.

თუმცა ასევე სოფიაში განთავსებული კიდევ ერთი ანალიტიკური უწყების, Alpha Research-ის, დირექტორი, ჟენოვევა პეტროვა, ვარაუდობს, რომ ტრიფონოვმა შესაძლოა გამოკითხვებთან შედარებით საკუთრივ არჩევნებზე უფრო ცუდი შედეგი აჩვენოს, რადგან ახალგაზრდებს ახასიათებთ არჩევნებში არმონაწილეობის ტენდენცია.

პარტიას „არის ასეთი ხალხი“ არ აქვს ის პარტიული ინფრასტრუქტურა, რომელსაც სხვა პოლიტიკური ძალები მხარდამჭერების მობილიზაციისთვის იყენებენ ხოლმე არჩევნების დღეს, ამბობენ ანალიტიკოსები.

ამის ნაცვლად ტრიფონოვმა 2 აპრილს მასშტაბური კონცერტი დანიშნა, რომლითაც მხარდამჭერების შეგულიანებას შეეცდება არჩევნებზე წასასვლელად.

სიმეონოვის თქმით, 2021 წლის არჩევნების შედეგი შესაძლოა გამოკითხვებისგან მკვეთრად განსხვავებული კორონავირუსის პანდემიის გამოც იყოს.

ასაკოვანი მოქალაქეები, რომელთაგან ბევრი ოპოზიციურ სოციალისტურ პარტიას უჭერს მხარს, შეიძლება ამ არჩევნებზე არ წავიდნენ, ჯანმრთელობის დაცვის მიზნით. ბულგარეთს არ აქვს ბიულეტენების ფოსტით გაგზავნის ტრადიცია.

ტექნიკური რეფორმების პლატფორმა

ტრიფონოვის პოლიტიკური პლატფორმა მოიცავს მოწოდებას ელექტრონული კენჭისყრის შესახებ, რაც ნაწილია გეგმისა არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. უცხოეთში მცხოვრებ ბულგარელებს ხმის მიცემა მხოლოდ საელჩოებში ან საკონსულოებში შეუძლიათ, რაც ბევრი მათგანისთვის შეუძლებელია ხოლმე.

ტრიფონოვი ასევე მხარს უჭერს გადასვლას პროპორციულ პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც პარტიულ სიებზე იქნება დაფუძნებული, სახელმწიფო დაფინანსების შემცირებას პარტიებისთვის, პარლამენტარების რაოდენობის განახევრებას და 120-მდე დაყვანას და მნიშვნელოვანი თანამდებობებისთვის - მაგალითად, გენერალური პროკურორისთვის - პირდაპირი კენჭისყრის შემოღებას.

პეტროვა თვლის, რომ ტრიფონოვის მხრიდან ამგვარ ტექნიკურ საკითხებზე კონცენტრირება არ უპასუხებს ბულგარეთის უმთავრეს პრობლემებს.

ასეთ ფონზე, ტრიფონოვის პოზიციები სხვა შიდა თუ საგარეოპოლიტიკურ საკითხებზე კვლავ არ არის მკვეთრად გამოკვეთილი, რაც ბუნდოვანს ხდის იმ გარემოებას, თუ რას დაუჭერს ხოლმე ის მხარს პარლამენტში ყოფნისას.

ერთი თვის განმავლობაში წარმოებული საარჩევნო კამპანიისას მას მედიისთვის ინტერვიუები არ მიუცია და არც პოლიტიკურ მეტოქეებთან დებატებში მიუღია მონაწილეობა.

სიმეონოვის თქმით, ტრიფონოვის პარტიის სიის სხვა წევრებს ბულგარელები თითქმის არ იცნობენ.

ტრიფონოვი ამომრჩეველთან პირდაპირი კავშირის დასამყარებლად სოციალურ მედიას იყენებს, რაც, პეტროვას თქმით, ზღუდავს მის გავლენას უფრო ფართო აუდიტორიაზე. თუმცა ეს მას და მის გუნდს ასევე იცავს მნიშვნელოვანი შეცდომების ჩადენისგან, რომლებიც მათ ხმებს დააკარგვინებდა.

სიმეონოვი ტრიფონოვს წარმოადგენს „1990-იანების ტიპიურ კაცად“, რომელიც ევროპულ ღირებულებებს იზიარებს. იმის მიუხედავად, რომ ტრიფონოვი ღრმა პატრიოტია, მას ეთნიკური სენტიმენტებით არ უთამაშია და, შესაბამისად, ბულგარეთის ბოშათა თემშიც მხარდაჭერით სარგებლობსო, - ამბობს ანალიტიკოსი.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Более 39 млн рублей направлено на летний отдых и оздоровление детей-сирот в Архангельской области



VIP

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



Game News

По аниме и манге «Кайдзю № 8» выпустят PC и мобильную игру — Kaiju No. 8 THE GAME



Москва

Риелтор Сырцов: россияне купили более 8 тысяч квартир в Москве в мае



News Every Day

'Hum bhi insaan hain': Pakistan allrounder Imad urges calm



Происшествия

Росгвардейцы обеспечили охрану общественного порядка в День поселка Вербилки



Москва

Рэп-исполнитель P. Diddy вернул ключ от Нью-Йорка мэрии после скандала из-за видео



Коммерсантъ

Биометрии расширяют границы // Подтвердить персональные данные станет проще



Москва

О награждении государственными наградами Российской Федерации № 515



Борис Беккер

«Наконец-то всё началось». Борис Беккер побывал на матче открытия Евро-2024



Москва

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



LG

LG ДЕМОНСТРИРУЕТ ПРОФЕССИОНАЛЬНЫЕ ДИСПЛЕИ С УЛУЧШЕННЫМИ ВОЗМОЖНОСТЯМИ ИСКУССТВЕННОГО ИНТЕЛЛЕКТА НА ВЫСТАВКЕ INFOCOMM 2024



Симферополь

Фольклорно-литературная программа «Сказки детства, полные чудес, нас уводят в царство тридесятое»



Москва

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



Москва

Мэр Москвы поздравил медиков с профессиональным праздником



Москва

Триумфальное возвращение Льва Лещенко на сцену спустя месяцы затишья. Артист презентовал дуэт с солистом группы “Парк Горького” Сергеем АРУТЮНОВЫМ



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Чувашия, Карелия и Удмуртия вошли в десятку лучших лесохозяйственных регионов





Путин в России и мире
Москва

Путин совершит на неделе региональную поездку и возложит цветы 22 июня


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Билли Айлиш

Подняли с Пола: юбилейный раритет Маккартни и блуждания Билли Айлиш



Москва

20 ранил, двоих убил. Почему майор милиции Евсюков расстрелял людей в ТЦ

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net