„ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 აქტივისტი დააკავეს
![„ქართული ოცნების](https://gdb.rferl.org/001FEEDA-6DF0-40E4-8E85-66F9DA5F5BFB_w800_h450.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე 12 აქტივისტი ადმინისტრაცკიული წესით არის დაკავებული.
მმართველი პარტიის ოფისში პოლიტიკური საბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები არის დანიშნული. საპროტესტო აქცია საქართველოში რუსეთის „პირველი არხის" ტელეწამყვანის ვლადიმირ პოზნერის ჩამოსვლის გამოძახილია. აქტივისტებს აქვთ ტრანსპარანტები: „აფხაზეთი საქართველოა“, „რუსული ოცნება“, „დიდება გმირებს“... მათ პარტიის ოფისის წინ სიმბოლურად მიიტანეს მავთულხლართი. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ადანაშაულებენ საქართველოში პოზნერის შემოშვების გამო.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პარტიის ოფისში შესვლამდე აქციის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.
ვლადიმირ პოზნერი, რომელიც 1 აპრილს 87 წლის გახდა, თბილისში გეგმავდა დაბადების დღის აღნიშვნას. რუსი ტელეწამყვანის ვიზიტის გამო საპროტესტო აქციები გამართეს სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა. მათი განცხადებით, პოზნერი კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი სახე და საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის და ანექსიის აქტიური მხარდამჭერია და მას საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა უშვებდნენ.
პოზნერი დაგეგმილზე ადრე გაემგზავრა საქართველოდან.