ირანი და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები 6 აპრილს ვენაში შეიკრიბებიან ბირთვულ ხელშეკრულებაზე სასაუბროდ
ირანის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების წარმომადგენლები 2 აპრილს გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ ბირთვულ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებას 6 აპრილს, ვენაში გააგრძელებენ - აცხადებს ევროკავშირი, რომელიც მოლაპარაკებას კოორდინირებას უწევს.
განცხადებაში ნთქვამია, რომ ირანი და ხელმომწერი სხვა ქვეყნები მზად არიან მიესალმონ ხელშეკრულებაში აშშ-ის დაბრუნებას.
ხელმძღვანელი ჯგუფისა, რომელიც მოიცავს ევროკავშირს, ჩინეთს, საფრანგეთს, გერმანიას, რუსეთს, ბრიტანეთს და ირანს აცხადებს, რომ მონაწილეებმა "ხაზი გაუსვეს თავიანთ ერთგულებას [ხელშეკრულების] ძალაში დატოვების მიმართ და განიხილეს მოდალობები, რომლებმაც მის სრულ და ეფექტიან განხორციელებასთან დაბრუნება უნდა უზრუნველჰყოს".
განცხადების თანახმად, მონაწილეები ავსტრიის დედაქალაქში შეხვედრას გამართავენ საიმისოდ, "რომ ნათლად დასახელდეს სანქციების მოსახსნელი და ბირთვული იმპლემენტაციის ზომები".