„შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება“ – „ოცნება“ რეგიონებში გადის
![„შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება“ – „ოცნება“ რეგიონებში გადის](https://gdb.rferl.org/F8D74C58-5AF2-4F94-B15D-9EA7CE2AC735_w800_h450.jpg)
მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ფრაქცია ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მედიას უთხრა, რომ „ოცნების" ლიდერები მომავალი კვირიდან რეგიონებში შეხვედრებს დაიწყებენ.
„შეიძლება ერთგვარად დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც კი თვითმმართველობის არჩევნებისთვის", - აღნიშნავს მდინარაძე. როგორც ის ამბობს, შეხვედრებზე სხვა საკითხები იქნება ასევე პრიორიტეტული, მათ შორის, რეგიონული გამოწვევები.
„მომდევნო ორი თვის განმავლობაში ჩვენ გვექნება თითქმის ყველა რეგიონში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში პარტიულ აქტივთან", - თქვა მდინარაძემ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში არის დაგეგმილი.