ჩეჩნური სპეცდანიშნულების პოლკი პუტინს სთხოვს, დაიცვას „ნოვაია გაზეტას“ კრიტიკისგან
![ჩეჩნური სპეცდანიშნულების პოლკი პუტინს სთხოვს, დაიცვას „ნოვაია გაზეტას“ კრიტიკისგან](https://gdb.rferl.org/7ea08119-6cbb-45eb-ab1e-66d37c5b45c9_w800_h450.jpeg)
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების სამსახურში მდგარმა პოლიციის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართეს თხოვნით, რათა დაიცვას გაზეთ „ნოვაია გაზეტას“ უსაფუძვლო „ბრალდებებისგან“ მისი ხელმძღვანელობა.
თებერვლის ბოლოს „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც ნათქვამია, რომ რეგიონში ბოლო ხანს რეჟმისთვის მიუღებელი ადამიანების მოტაცების, წამების და მკვლელობის უკან დგას ახმად კადიროვის სახელობის პოლიციის სპეცდანიშნულების პოლკი.
ამ ქვედანაყოფის მებრძოლება ინტერნეტით გაავრცელეს მიმართვა, რომელშიც გორბაჩოვის დროს შექმნილ „ნოვაია გაზეტას“ ბრალს დებენ ცილისწამებაში და მოუწოდებენ ვლადიმრი პუტინს, რომ დაიცვას ისინი მედიის თავდასხმისგან.
ამ მიმართვის პასუხად, კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ გაზეთისადმი პრეტენზიის შემთხვევაში მათ უნდა მიმართონ სასამართლოს და არა რუსეთის პრეზიდენტსო.