ირანში მეორე პროცესი დაიწყო ირანული წარმოშობის ბრიტანელის, ნაზანინ რატკლიფის, წინააღმდეგ
14 მარტს თეირანში მეორე სასამართლო პროცესი დაიწყო ირანული წარმოშობის ბრიტანელის, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფის წინააღმდეგ. ადვოკატის ცნობით, ირანის ხელისუფლება ერთ-ერთი ჰუმანიტარულ ორგანიზაციის თანამშრომელს ბრალს დებს „სისტემის წინააღმდე გპროპაგანდაში “. ამის შესახებ ადვოკატმა ჰოჯიატ კერმანიმ უთხრა ერთ-ერთ ირანულ საინტერნეტო გამოცემას და დასძინა, რომ იმედოვნებს სასამართლო გაამართლებს მისი დაცვის ქვეშ მყოფს.
ირანული წარმოშობის ბრიტანელს, ნაზანინ ზაღარი-რატკლიფს, რომელიც ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში მუშაობდა, 7 მარტს ახსნეს ელექტრონული სამაჯური, რადგან გაუვიდა ირანში მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადა.
42 წლისა ზაღარი-რატკლიფი, Thomson Reuters-ის ფონდის პროექტის მენეჯერი, 2016 წელს თეირანის აეროპორტში დააპატიმრეს ოჯახთან სტუმრობის შემდეგ. ზაღარი-რატკლიფს სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა ირანის მთავრობის დამხობის მიზნით შეთქმულებისთვის.
ოჯახი, ასევე ფონდი, ბრალდებას უარყოფს, ხოლო Amnesty International-მა დაგმო პროცესი, როგორც „ძალიან არასამართლიანი“.
ნოემბერში ზაღარი-რატკლიფს სასამართლომ წარუდგინა ახალი - „რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდის გავრცელების“ - ბრალდება.
თეირანის ევინის საპატიმროდან ის 2020 წლის მარტში დროებით გაათავისუფლეს და შინა პატიმრობაში მოათავსეს კორონავირუსის პანდემიის გამო.