ყაზახეთში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა
4 ადამიანი დაიღუპა ყაზახეთის ქალაქ ალმათის სამხრეთით მდებარე აეროპორტის მახლობლად „ან-26“-ის კლასის თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად. თვითმფრინავში, რომელიც დედაქალაქ ნურ-სულთანიდან მოფრინავდა, 6 კაცი იმყოფბოდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 4 მათგანი დაიღუპა, ორი - მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველადი ცნობით, თვითმფრინავი ჩამოვარდა აეროდრომზე დაშვების დროს. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.
რადიო თავისუფლების ყაზახური სამსახურის ცნობით, თვითმფრინავი ყაზახეთის სასაზღვრო სამსახურს ეკუთვნოდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს თვითმფრინავ "ან-26"-ის კატასტროფის უკვე მე-9 შემთხვევაა.