Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

გერმანიაში დასაქმება: სად ვიმუშავებ, რა საბუთებს მომთხოვენ, როდის მეცოდინება პასუხი, ვინ დამიფარავს დაზღვევას

მას შემდეგ, რაც 15 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო დასაქმების სააგენტომ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე, ბევრ მსურველთან ერთად ბევრი კითხვაც გაჩნდა.  

ყველაზე მნიშვნელოვანი თემა სამუშაო ადგილების რაოდენობაა.   გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ საქართველოდან სეზონურ სამუშაოზე მხოლოდ 500 მოქალაქეს მიიღებდნენ, არადა 19 თებერვლისთვის თითქმის 70 000 მსურველი იყო რეგისტრირებული. 

მეორე თემა მიგრანტების შრომითი უფლებები და მათი ღირსეული საცხოვრებელი პირობებია. ამ და სხვა თემებზე რადიო თავისუფლების კითხვებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა, უპასუხა.

ბატონო გიორგი, ვინაიდან  არაერთ ადამიანს აინტერესებს,  რა შესაძლო რისკებს შეიძლება შეხვდეს სეზონური დასაქმების პერიოდში, პირელ რიგში იქნებ განმარტოთ საქართველოს სახელმწიფოს როლი ამ პროგრამაში. რა პასუხისმგებლობას იღებს  სახელმწიფო ?

ჩვენ და გერმანიის დასაქმების სააგენტო გააკონტროლებს, რომ ფერმერსა და დასაქმებულს შორის კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები იყოს დაცული.

საქართველო ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან არის ემიგრაციული ტიპის ქვეყანა და რაც სამწუხაროა, მიგრაცია ძირითადად არის უმართავი და არალეგალური. ეს იწვევს არაერთ პრობლემას, განსაზღვრავს მძიმე სამუშაო გარემოს, ხანდახან მართლა მონურ პირობებშიც შეიძლება მუშაობდეს ადამიანი, მით უმეტეს, არალეგალური მუშახელის ანაზღაურება ბევრად დაბალია.  კერძო დასაქმების სააგენტოების მიერ ფუჭი დაპირებებიც ბევრია. იმისთვის, რომ ეს პროცესი დარეგულირდეს, იმ ადამიანებს, ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა მიგრაცია, ვთავაზობთ ეს ლეგალურად გააკეთოს, მიიღოს ისეთივე ანაზრაურება, როგორიც ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობითაა დადგენილი, თან იმუშაოს ისე, რომ მისი უფლებები იყოს დაცული და დაბრუნდეს საკუთარ ქვეყანაში. თუკი რაიმე დარღვევა იქნება, დასაქმებულს ექნება უამრავი გზა, რომ დაიცვას თავისი უფლებები.

საიტზე რეგისტრაცია - ეს არის დასაქმების მსურველთა ბაზა თუ  განაცხადის შევსების ერთჯერადი პლატფორმა? 

მათ, ვინც შეავსო სააპლიკაციო ფორმა „დროებითი დასაქმება გერმანიაში“, ეს არის გერმანიაში დასაქმების მსურველთა ბაზა, როდესაც სხვა ქვეყნებთანაც გაფორმდება დროებით დასაქმებაზე შეთანხმება, სურვილის შემთხვევაში შეძლებენ იქაც შეავსონ აპლიკაცია. ყოველდღიურად იზრდება საიტზე რეგისტრირებულთა რიცხვი. 90 000-ს მიუახლოვდა უკვე. რამდენი ადამიანი წავა სამუშაოდ გერმანიაში? არის თუ არა კვოტა, რაც გერმანულ მხარეს ეწერა ოფიციალურ საიტზე?

 ვფიქრობ, წავა იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე 500 ადამიანია, რადგან კვოტა დაწესებული არ არის და ეს არაერთხელ გვითქვამს. უბრალოდ, ცხადია, რომ ყველა მსურველი შეიძლება ვერ აკმაყოფილებდეს მოთხოვნას. ჩვენც დამოკიდებული ვართ გერმანიიდან შემოსულ ვაკანსიებზე და მის პირობებზე, თუ რა მოთხოვნა ექნებათ. ზოგს შეიძლება კონკრეტული მოსავლის აღების გამოცდილება სჭირდება და ა.შ. ვიდრე უშუალოდ დამსაქმებელთან გაიგზავნება ვაკანსია, წინასწარ მოხდება კანდიდატთან გასაუბრება, სიის დავიწროება. თუკი გასაუბრების შედეგად აღმოვაჩენთ, რომ ტყუილი ინფორმაციაა მითითებული განაცხადში, აღარ იქნება ეს ადამიანი გათვალისწინებული და დავიწროვდება სია, დასაქმებაზ კი საბოლოო გადაწყვეტილებას  გერმანელი ფერმერები მიიღებენ. აქევე აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგია ის გარემოება, რომ თუკი მოეწონება ფერმერს დასაქმებულის მიერ შესრულებული სამუშაო, შეუძლია მომავალი სეზონისთვის პირადად დაუდოს დასაქმებულს ახალი ხელშეკრულება. 

თუკი კვოტა არ არსებობს, რატომ ლაპარაკობს ამაზე გერმანული მხარე? ვგულისხმობ გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ვებგვერდზე  გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომ საქართველოდან სეზონურ სამუშაოზე მხოლოდ 500 მოქალაქეს მიიღებენ. დასაქმების სააგენტოს და თავად მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესაც არაერთხელ აღუნიშნავს, რომ შეუზღუდავად მოხდება საქართველოს მოქალაქეების დასაქმება, თუკი ისინი მოთხოვნილ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. 

ჩვენსა და გერმანიას შორის სეზონურ დასაქმებაზე შეთანხმება გრძელი პროცესი იყო და კომუნიკაცია ამ თემაზე 2017 წლის ბოლოს დავიწყეთ, 2018 წელს რაღაც ასპექტებზე შევთანხმდით, გვინდოდა, რომ საპილოტე პროგრამა 2019  წლისთვის დაგვეწყო, მაგრამ რადგანაც იმ დროისთვის ჯერ არ გვქონდა შესაბამისი ბაზა და ადამიანური რესურსი, რაც ახლა არის, ვფრთხილობდით და მაშინ დავასახელეთ 500 ადამიანი. მას შემდეგ ვითარება შეიცვალა. მოგეხსენებათ, სახელმწიფო დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო 2020 წლის პირველი იანვრიდან ფუნქციონირებს. ჩვენი რესურსი გაიზარდა. შესაბამისად, 2020 წლის 17 იანვარს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, სადაც აღარ იყო შეზღუდვა, რადგან, ზოგადად, ძალიან დიდია მოთხოვნა შრომით მიგრანტებზე გერმანიის მხრიდან [გასულ წელს გერმანიაში მოსავლის ასაღებად ფერმერებს 300 000 მუშახელი სჭირდებოდათ] 

სავარაუდოდ, მხედველობაში იქნა მიღებული  ის მონაცემები, რაზეც იყო შეთანხმება 2018 წელს და ამასთან დაკავშირებით გვქონდა კომუნიკაცია გერმანულ მხარესთანაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ შეზღუდვა დასაქმებულებზე არ იქნება და წავა ბევრად მეტი ქართველი, ვიდრე 500 ადამიანია.

არის თუ არა რამე გარანტია, ვალდებულება, რომ გერმანელი დამსაქმებლების მხრიდან ინტერესი იქნება და სეზონზე არ შემოვა მხოლოდ ორი ვაკანსია? 

როგორც ვიცი, გერმანიამ უკვე დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ საქართველოსთან დაიდო შეთანხმება მუშახელის სეზონურ დასაქმებაზე, რაც ხელს შეუწყობს გერმანელი ფერმერების დაინტერესებას ვაკანსიების გამოგზავნით.

პროცესში ორივე მხარე სახელმწიფოს მხრიდან იქნება მართული და რისკები, ფაქტობრივად, ნულამდე დასული. გეტყვით, რომ ვაკანსიები შემოვიდა, დასაქმების მსურველების გადარჩევაც დავიწყეთ, თუმცა კონკრეტული ციფრების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან მუდმივად ცვლადი მაჩვენებელია.

ლეგალური სქემები უზრუნველყოფს იმას, რომ დამსაქმებლის მხრიდანაც იყოს ვალდებულებები შესრულებული, რაზეც წინასწარი წარმოდგენა ექნება დასაქმებულს, ასევე ჩაუტარდება წინაგამგზავრების საორიენტაციო ტრენინგი, რომელზეც მიიღებს ინფორმაციას იმ დაწესებულებების შესახებ, რომლებსაც შეეძლება მიმართოს, თუკი რაიმე დარღვევა დაფიქსირდა. გარდა ამისა, მუდმივად მოახდენს ადგილზე მონიტორინგს გერმანიის დასაქმების სააგენტოც.  

არაერთი ხარჯია გამგზავრებამდე გასათვალისწინებელი, მაგალითად,  ბილეთი ფასი. რაც უფრო ადრე შეიძენს მას სამუშაოს მაძიებელი, მით უფორ იაფი დაუჯდება. რამდენი ხნით ადრე ეცოდინება დასაქმებულს, რომ ის სეზონურ სამუშაოს დაიწყებს?  

რადგანაც ხარჯები ვახსენეთ, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რა ხარჯებზეა საუბარი.

 

მოქალაქეს მინიმუმ ერთი თვით ადრე ეცოდინება, რომ აქვს შანსი დასაქმდეს. ჩვენ დავუკავშირდებით  და ვაცნობებთ: შეირჩა თქვენი კანდიდატურა.  გაქვთ თუ არა სურვილი გერმანიას გადაეცეს თქვენი მონაცემები? თანხმობის შემთხვევაში ვუგზავნით გერმანულ მხარეს დოკუმენტებს. მათთან დეტალების შეთანხმება, დოკუმენტური ნაწილი მოიცავს, დაახლოებით, ერთ თვეს და პოტენციურ დასაქმებულს უკვე ექნება მომზადების შანსი ამ პერიოდში.

ვიღაცის საქმე შეიძლება 1-2 კვირაში გაირკვეს. თუ მოთხოვნასთან შესაბამისი ვაკანსიების რაოდენობა არ შემოვიდა, ვიღაცის დასაქმება შეიძლება წელს საერთოდ ვერ მოხერხდეს. გააჩნია, რიგითობა ვის როგორ მოუწევს. შარშან თუ ვერ დასაქმდა, შეიძლება წელს წავიდეს. ფაქტობრივად, ძალიან მაღალია ამის შანსი.

მინდა ასევე ხაზგასმით ვთქვა, რომ ვინც კეთილსინდისიერად იმუშავებს და დამსაქმებელიც კმაყოფილი იქნება, შეიძლება უკვე მომავალ სეზონზე პირდაპირ დაუკავშირდეს ფერმერი ამ კონკრეტულ ადამიანს და განაგრძონ თანამშრომლობა მომავალ სეზონებზეც.

კონკრეტულად რა საქმიანობის შესრულება მოუწევთ მიგრანტებს?

სამუშაოები უკავშირდება მოსავლის აღებას და მის დახარისხებას. ვიღაცას, პირობითად, ექნება მოთხოვნა, რომ სატაცური შეაგროვოს, მოცვი მოკრიფოს და დაახარისხოს, მარწყვი და ა.შ. ყველა დამსაქმებელს ექნება ინდივიდუალური მოთხოვნა. აქ არ არის ერთიანი სტანდარტი, რომელშიც ყველა ჩაჯდება. არის ზოგადი უფლებრივი ჩარჩო, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს, თუმცა კანონი ლავირების საშუალებას იძლევა, ოღონდ ისე, რომ დაცული იყოს მხარეების საუკეთესო ინტერესი.

რაც შეეხება საცხოვრებელ პირობებს, სოციალურ ქსელში არის მითქმა-მოთქმა ამასთან დაკავშირებით. სად და როგორ გარემოში მოუწევთ დასაქმებულებს ცხოვრება?

გამორიცხულია, რომ იქ რამე არაღირსეული საცხოვრებელი დახვდეთ. დამსაქმებელი ვალდებულია შესთავაზოს დასაქმებულებს საცხოვრისი. ძირითადად ეს არის სამუშაო ადგილთან ახლოს და არ აღემატება 6-15 ევროს დღიურად. 

რაც შეეხება საცხოვრისის კომფორტს,  საცხოვრისი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს ინდივიდუალური ან საერთო საცხოვრებელი, თუმცა გერმანიაში შიდა კანონმდებლობით არის რეგულაციები, რომლითაც დადგენილია მინიმალური სტანდარტი და ფერმერს ნაკლები პირობების შეთავაზება არ  შეუძლია.

ასევე გამიგია, ამბობენ, გერმანიაში იმხელა გადასახადია, არავის არაფერი დარჩებაო. - კი, ზოგადად, მიგრანტისა და გერმანიაში მცხოვრებლისთვის ასეა, მაგრამ სეზონური მუშახელისთვის ევროკავშირის დირექტივებით, გერმანიის შიდა კანონმდებლობითა და, თუნდაც, ჩვენი პროგრამით განსაზღვრული გადასახადი არის მხოლოდ საშემოსავლოს 5 %.

ჯანმრთელობის დაზღვევას ვინ აანაზღაურებს?

ამას სრულად უზრუნველყოფს გერმანელი დამსაქმებელი - იქნება ეს საწარმოო ტრავმა თუ სხვა, ასევე კოვიდის შემთხვევა, სადაზღვევო პაკეტით იქნება გათვალისწინებული.

რისი წარდგენა დასჭირდებათ გერმანიაში წამსვლელ საქართველოს მოქალაქეებს?

შერჩეულ კანდიდატს ექნება  სპეციალური სამუშაო ნებართვა - ორიგინალი დოკუმენტი, შრომის ხელშეკრულება, PCR ტესტის პასუხი და ყველა ამ დოკუმენტით გაემგზავრება გერმანიაში.

რითაა განსხვავებული ეს პროგრამა, თუნდაც  იმ პროგრამებისგან, რომლებიც ხორციელდება კერძო კომპანიების მიერ - იქნება ეს პოლონეთი, გერმანია თუ სხვა?

ჩვენი მთავარი მიზანია, შევთავაზოთ საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმება მათ, ვისაც ეს სურს, და მრავალფეროვანი პირობები. გერმანია პირველი ქვეყანაა, ღირსეული ანაზღაურებით და მათი უფლებების დაცვით. როგორც გითხარით, კერძო სააგენტოები, დიდი ხანია, ამ საქმიანობას ეწევიან, თუმცა ხშირია თაღლითური სქემები. მომავალში არ გამოვრიცხავთ ხელი შევუწყოთ კერძო დასაქმების კომპანიებსაც, თუკი ამ პროცესში სანდო ორგანიზაცია გამოჩნდება.

მაგრამ ამჟამად ამ სფეროს სჭირდება  განსაკუთრებით  მიხედვა, რადგან არალეგალთა ძალიან დიდი ნაკადები იყო ჩვენი ქვეყნიდან, რაც ბევრ ნეგატიურ ასპექტთან იყო დაკავშირებული. პირველ რიგში, ეს აისახებოდა იქ არალეგალურად დასაქმებულთა ყოფაზე და, ამასთანავე, აზიანებდა ქვეყნის იმიჯს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Более 39 млн рублей направлено на летний отдых и оздоровление детей-сирот в Архангельской области



VIP

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



Game News

Age of Sail: Navy & Pirates 1.0.1.13



Москва

Форумное решение: как гостиницы и рестораны заработали на ПМЭФ-2024



News Every Day

'Hum bhi insaan hain': Pakistan allrounder Imad urges calm



Блоги

Социальные и ESG-проекты ГПМ Радио названы лучшими в России



Москва

Ученые выяснили, что растения способны «предупреждать» о потенциальной опасности



Стинг

ФОТО ⟩ Стинг дал еще один концерт в Эстонии! Среди зрителей был и президент Алар Карис



Москва

В СПЧ сообщили о перелимите в ростовском СИЗО



Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС



Москва

Иерей Александр Туховский: Очень нужна помощь!



Сергей Аксёнов

Аксенов жестко выказался



Симферополь

Выставка-посвящение «Первая дама советской скульптуры»



Москва

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



Москва

Собянин: Доля новейших вагонов в метро Москвы с 2010 года увеличилась в шесть раз



Москва

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Российские компании придерживаются собственного подхода в ESG





Путин в России и мире
Москва

Муфтий Гайнутдин пожелал Путину помощи Аллаха для побед


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Стинг

ФОТО ⟩ Стинг дал еще один концерт в Эстонии! Среди зрителей был и президент Алар Карис



Москва

Московская область, осень

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net