პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს ნოკოლ ფაშინიანმა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს ულოცავს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.
„გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოსტზე საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მტკიცე მეგობრულ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი კონტაქტები, ღრმა პატივისცემა და ნდობა ჩვენს ერებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ თანამშრომლობას ერთობლივი პროგრამების განხორციელების ფარგლებში, რათა სრულად იყოს გამოყენებული სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის პოტენციალი ჩვენი სახელმწიფოების საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია ფაშიანიანის მილოცვაში.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოაწერა ხელი.
22 თებერვალს რიგგარეშე სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა (89 ხმით, 2-ის წინააღმდეგ) საქართველოს პარლამენტმა.
18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.