საზოგადოებრივი ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირასაც იმუშავებს.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან.
რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ რეგულაციებს, ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა.
მუნიციპალურ ტრანსპორტში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა 8 თებერვლიდან აღდგა. მასზე შეზღუდვა ნარჩუნდებოდა შაბათ-კვირას.
საზოგადოებრივ ტრანსპორტზე შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნა ბათუმში.