ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესზე დაიწყო ბოლო არგუმენტაციის მოსმენა, მოწმეებზე შეთანხმების შემდეგ
წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა დაიწყეს თავიანთი საქმის შეჯამება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცესზე, მას შემდეგ, რაც 13 თებერვალს გაიმართა ქაოსური დილის სხდომა, რომელზეც მათ დათმეს ბოლო მომენტში შემუშავებული გეგმა მოწმეების მოსმენაზე.
დამატებითი მოწმეების მოსმენა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებდა სასამართლოს და შეაყოვნებდა კენჭისყრას საბოლოო გადაწყვეტილებაზე - წაახალისა თუ არა წინა პრეზიდენტმა 6 იანვარს თავისი მომხრეები კაპიტოლიუმზე იერიშისკენ. 13 თებერვალს მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომ ჩვენებას მხოლოდ ერთი მოწმისგან, რესპუბლიკელი სენატორის, ჯეიმი ჰერერა ბოტლერისგან მოისმენდნენ, სხდომაზე დაბნეულობა გამოიწვია, იმ მომენტში, როცა ის უკვე დასრულებისკენ მიდიოდა. მაგრამ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ანგარიშში შეიტანდნენ ბოტლერის ჩვენებას.
ამ ჩვენების თანახმად, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელების ლიდერმა, კავეინ მაკკარტიმ ბოტლერს მოუთხრო დაძაბულ სატელეფონო საუბარზე, რომელიც მას ტრამპთან ჰქონდა კაპიტოლიუმზე იერიშის დღეს. დემოკრატები ამბობენ, რომ ამ სატელეფონო ზარმა დაადასტურა ტრამპის გულგრილობა ძალადობის მიმართ.
ორივე მხარეს ორ-ორი საათი აქვს საიმისოდ, რომ ბოლო არგუმენტაცია წარმოადგინოს - რაც ნიშნავს, რომ საბოლოო კენჭისყრა უკვე 13 თებერვალსვე შეიძლება შედგეს.