ერევნიდან 8 კილომეტრში მოხდა 6-7 მაგნიტუდის მიწისძვრა, არის ცნობები ნგრევაზე
![ერევნიდან 8 კილომეტრში მოხდა 6-7 მაგნიტუდის მიწისძვრა, არის ცნობები ნგრევაზე](https://gdb.rferl.org/C85B7485-FCCE-46A2-87A6-77FC427794A2_w800_h450.jpg)
13 თებერვალს სომხეთში ადგილობრივი დროით 15:29-ზე მოხდა მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო ერევნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრით მოშორებული ადგილი - იუწყება საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო. ცნობის თანახმად, ეპიცენტრში მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6-7. მიწისძვრა საგრძნობი იყო დედაქალაქ ერევანშიც, 5-6 მაგნიტუდით.
სამინისტროს ცნობით, ერევნის ზოგიერთი ქუჩიდან გავრცელდა შეტყობინებები ნგრევის შესახებ. სამინისტრო აცხადებს, რომ ბიძგების შემდეგ კვლავ შეინიშნება აქტივობა, თუმცა ის სუსტდება. სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს ჯერჯერობით ღია სივრცეში დარჩეს.