Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

კორპუსი 327 - 13-სართულიანი შენობა, რომელიც არ არსებობს

კორპუსი 327 - 13-სართულიანი შენობა,  რომელიც არ არსებობს

ვარკეთილი, 2002 წელი, ივლისი. როგორც ნამდვილი სოხუმელი, რეზო ჭაჭუა უზმოზე ნალექიან ყავას სვამდა და ჩაფიქრებული, მოპირდაპირე კორპუსს უყურებდა. დიდი ვერაფერი ხედი იყო: ხუთი წლის წინ მიტოვებული 327-ე კორპუსი ნაგავსაყრელად ქცეულიყო, შესასვლელში ბალახი წელამდე იყო ამოსული.

 

„ეს კორპუსი უნდა გავასუფთაო!“ - ეს თქვა და ასე მეგონა, მამა გაგიჟდა“, - იხსენებს 2002 წლის იმ დილას თამუნა ჭაჭუა, რომელიც მაშინ სტუდენტი იყო. თუმცა თამუნას დედამ, ეთერმა, იცოდა, რომ დევნილობის ყველა გასაჭირის გამოვლის მერე რეზო არ ხუმრობდა და არ გაჰკვირვებია, როცა იმავე დღეს მეუღლე სასტუმრო „ივერიაში” წავიდა, სადაც იმხანად დევნილები ცხოვრობდნენ და ამბების გასაცვლელად იკრიბებოდნენ ხოლმე. რეზომ ავარიულ კორპუსში გადასახლება და თან თავისი ნაცნობ-მეგობრების გადაყვანა ჩაიფიქრა.

1997 წელს ისან-სამგორის გამგეობამ დაადგინა, რომ 327-ე კორპუსი ავარიულია. შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც იქ მცხოვრებთა გამოსახლება და კომპენსაციის გადაცემა გადაწყვიტა - მცხოვრებლები თანახმა იყვნენ. ბინები საბინაო ფონდს ჩააბარეს, თანხა ხელზე აიღეს და საცხოვრებლად სხვაგან გავიდნენ. გამგეობამ დაცლილი ცამეტსართულიანი კორპუსის დაშლის ბრძანება გასცა, თუმცა ეს ბრძანება არ შესრულებულა.

ნაგავსაყრელიდან სახლამდე

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კორპუსი თანდათან კარგავდა იერსახეს. მიტოვებული შენობა და მისი ეზო ნელ-ნელა ნაგავსაყრელად იქცა, გამვლელები ცდილობდნენ, აქაურობისთვის გვერდი აევლოთ.

„ნაგავი ისე ეყარა, რომ ამ გზას მარშრუტკები ვერ გადიოდნენ. გვერდით კორპუსიდანაც ნაგავს ყრიდნენ. მამამ კი დაავლო მეგობრებს ხელი და შევიდა. აქ დაისხა 2000 ლიტრი ქლორი, მკვდარი ცხოველები გამოიტანეს, სულ ცოტა, 40 მანქანა ნაგავი, გადაჭრილი იყო კანალიზაცია და იდგა საშინელი სუნი“, - თამუნა ჭაჭუა აღწერს სახლს, სადაც ახლა პატარა შვილთან ერთად პირველ სართულზე ცხოვრობს.

თამუნა და მისი ოჯახი ჯერ კიდევ ქირით ცხოვრობდნენ, როცა ნაგვით სავსე შენობაში პირველი მოსახლეები გადმოვიდნენ: რაჟდენ ხელაია და მისი ცოლი, ეკატერინე.

რაჟდენი განათლებით არქიტექტორია. მაშინ 52 წლის იყო.

„რეზომ თქვა, სადაც მე ვცხოვრობო, იქ არისო კორპუსი და მოდი ერთი, შეხედეო. ვნახე, რომ წყალი იყო შესული პადვალში. ხალხმა, იმის მაგივრად, რომ გაეკეთებინა, დაიწყო მთავრობის ყურება. მაგ ხალხმა, რომ გადადიოდა, პარკეტიანა ყველაფერი წაიღო შეშის გულისთვის, გაყვანილობაც კი. შპრიცებით სავსე იყო აქაურობა. რომ შევხედე, ვთქვი, მე ხვალ გადმოვდივარ“.

რაჟდენს ნათქვამი ხუმრობაში ჩაუთვალეს, მაგრამ მეორე დღეს ცოლთან ერთად მესამე სართულზე გადმოვიდა. ეკატერინეს დასაკეც საწოლზე ეძინა, რაჟდენს კი დის სახლიდან წამოღებულ კარზე, ხელში ნაჯახით - კორპუსში ქვეწარმავლები იყვნენ მომრავლებული. ყველა ეკითხებოდა, რამ გადმოიყვანა სახლში, სადაც ყოველ დილით ორპირისგან შეწითლებული სახეებით იღვიძებდნენ. - მათ საკუთარი ადგილი უნდოდათ.

„სხვის სახლში, იცი, რა ძნელია, შვილო. ვისაც არ გამოუცდია, არ იცის“, - მეუბნება ეკატერინე.

კორპუსს 2 წელი ასუფთავებდნენ. ქვემოდან ზემოთ 327-ე თანდათან დევნილებით ივსებოდა - უმეტესობა სოხუმიდან იყო, თუმცა დაემატნენ გაგრელები, გალელები და გულრიფშელებიც. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გამოიარეს. მილები სანამ გაიყვანეს, წყალი ეზოდან ამოჰქონდათ, ელექტრობა სახელდახელოდ გვერდითა შენობებიდან შეიყვანეს და გადასახადს მეზობლებს უხდიდნენ. თუ ვინმე მეზობელი კორპუსებიდან სპონტანურად შესახლებულ დევნილებს უჩიოდა, პოლიციაში ერთად მიდიოდნენ. ერთმანეთის ჯერ კიდევ უკარო ბინებს სდარაჯობდნენ.

იმ პირველი ორი წლის განმავლობაში რეზო ჭაჭუა ცდილობდა, სამართლებრივი მხარეც მოეგვარებინა. საბოლოოდ, ბევრი ინსტანციისა და ნაცნობის ჩართვის შემდეგ, დევნილებმა მიიღეს ზეპირსიტყვიერი თანხმობა მაშინდელი მერის, ვანო ზოდელავასგან, რომ კორპუსში ცხოვრება შეეძლოთ. კორპუსიდან ძველი მცხოვრებლების გამოსახლების ათი წლის შემდეგ კი, 2007 წელს, დევნილთა სამინისტროს მიმართეს ფაქტობრივ მისამართზე რეგისტრაციისა და შემდგომი პრივატიზაციის თხოვნით. სამინისტრომ მიმართა გამგეობას, რომელმაც გასცა ნებართვა, რომ დარეგისტრირებულიყვნენ, როგორც კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი მოსახლეობა.

„მოგვენიჭა სტატუსი, სადაც ამ კორპუსის მისამართი გვიწერია, თუმცა მფლობელები არ ვართ. მამამ შესთავაზა დევნილთა სამინისტროს, რომ გაეწია შუამდგომლობა მერიასთან, რათა მერიას გამოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან კორპუსი და გადაეცა სამინისტროსთვის, რომ ჩვენ დაგვეკანონებინა ფართები. რომ მიმართეს, მერიამ უკუსვლა დაიწყო“, - ამბობს თამუნა ჭაჭუა.

აღმოჩნდა, რომ საბუთები გაქრა ან არასდროს არსებულა.

დაკარგული კორპუსი

არსებობს ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვითაც, ძველი მოსახლეები თანახმა იყვნენ გასახლებაზე. არსებობს 1998 წლის 21 კაცისგან შემდგარი იმ კომისიის ოქმიც, რომელმაც მიიღო გამოსახლების გადაწყვეტილება. მაგრამ არ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ გასახლებულებმა ამ ბინების სანაცვლოდ კომპენსაცია მიიღეს და ქონებაზე პრეტენზია აღარ ჰქონდათ. ეს გახდა ბინების ახალი მესაკუთრეების გაფორმებისთვის გადაულახავი იურიდიული წინააღმდეგობა.

დევნილები ამ არქივს დიდხანს ეძებდნენ სამგორისა და ისნის გამგეობებში, თუმცა ვერ მიაგნეს.

იურიდიულად ვინ ფლობს კორპუსს, სადაც ამჟამად 52 ოჯახი ცხოვრობს, გაურკვეველია. მეტიც, ის არ არსებობს არც ქონებრივ რეესტრში - საკადასტრო კოდით მხოლოდ 520 კვადრატული მეტრი „დაუზუსტებელი ფართობი“ იძებნება.

„თუ ეს კორპუსი არ არსებობს, ჩვენ რომ მივმართეთ გამგეობას, როგორ მოგვეცა ნება, რომ აქ მივწერილიყავით? მეორე ის, რომ ძველი მფლობელები თუ ჰყავდა, მათ დაუკითხავად როგორ ჩაგვწერა? გამგეობა ამბობს, რომ ხარვეზებია გაპარული. რომ მოიძებნოს ეს დოკუმენტაცია, შესაძლებელია ყველაფერი მოგვარდეს. ამასობაში გავიდა 17 წელი“.

თამუნა ჭაჭუას მშობლები ისე გარდაიცვალნენ, რომ ბინა ვერ დაიკანონეს. მეზობლები რეზოს საქმის გამგრძელებლად თამუნას ხედავდნენ. „მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძალიან განვიცდიდი, რომ არ ვიცი, სად ვცხოვრობ“.

2020 წლის 5 ივნისს მათი კორპუსის წინ ახალი პარკი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერიც ესწრებოდა. თამუნამ ძალიან მოინდომა და მოახერხა კიდეც, რომ რამდენიმე წუთით კახი კალაძეს გასაუბრებოდა და კორპუსის გასაჭირი ეცნობებინა. რამდენიმე დღეში თამუნა და კიდევ ორი მეზობელი მერიაში დაიბარეს. შეხვედრაზე, რომელსაც ვარკეთილის მაჟორიტარი დეპუტატი რეზი სოხაძე ესწრებოდა, მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ, დევნილებს უთხრა, რომ დოკუმენტაციის მოძებნის შემთხვევაში დევნილთა სააგენტოს ჩართვის გარეშე ამ ფართის სიმბოლურად 1 ლარის ფასად გადაცემას მერიაც შეძლებდა. თუმცა რას ცვლიდა მერიის „ხელგაშლილობა” თამუნასა და მისი სამეზობლოსთვის, როცა პრობლემაც ეგ იყო, რომ დოკუმენტაცია არ არსებობდა?! - არაფერს.

ერთადერთი გამოსავალი ძველი მეპატრონეების მოძებნაა, რომლებიც ხელწერილით დაუდასტურებენ, რომ კომპენსაცია ნამდვილად მიიღეს. როგორც აღმოჩნდა, ეს საკითხი დევნილებმა თვითონ უნდა მოაგვარონ.

„ყველაზე კარგი იქნებოდა, ეს ხალხი მოძებნოს გამგეობამ - მათ ხომ აქვთ წვდომა იმაზე, ვინ სად არის რეგისტრირებული. ძველი ბაზა ამოიღოს, ვინ იყო აქ, გაუგზავნოს წერილები მათ და ითხოვოს, რომ მოვიდნენ და გააფორმონ ნოტარიუსის თანდასწრებით ეს დოკუმენტი, რომელსაც გამგეობა გადასცემს დევნილთა სააგენტოს ჩვენთვის დასაკანონებლად“.

„ეს გამგეობის ვალდებულებაში ნამდვილად არ შედის”, - გვითხრეს სამგორის გამგეობაში. „ჩვენ გვერდში ვუდგავართ, იურისტები კონსულტაციას უწევენ, მაგრამ თავად უნდა შეაგროვონ დოკუმენტაცია. გამგეობამ უნდა ჩაიბაროს და გადაამოწმოს“, - ამბობს გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო ქავთარაძე.

თამუნა ჭაჭუას იმედი ჰქონდა, რომ მათი მთავარი დამხმარე დევნილთა სააგენტო გახდებოდა, თუმცა უწყებაში ამბობენ, რომ ეს საკითხი გამგეობის ხელშია.

„ამ პროცესებში ჩართულია სამგორის გამგეობა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ადრე ქალაქის მერი დაჰპირდა თურმე ამ ხალხს ფართების დაკანონებას. სავარაუდოდ, თუ მოხდება არადევნილი მცხოვრებლებისთვის (კორპუსში არამხოლოდ დევნილები ცხოვრობენ - რ.თ.) ამ ფართების დაკანონება, მაშინ მოხდება დევნილებისთვისაც. ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს“, - გვითხრეს სააგენტოში.

დევნილთა სააგენტო ამბობს, რომ ფართების დაკანონებას მხოლოდ სახელმწიფო ან მუნიციპალურ საკუთრებად დარეგისტრირების შემდეგ შეძლებს, ძველი მესაკუთრეების მოძებნაში კი დევნილებს ვერ დაეხმარება, რადგან საჭირო დოკუმენტაცია გამგეობაში ინახება.

ბოლოს და ბოლოს, თამუნამ გადაწყვიტა, ძველი მეპატრონე, მართლაც, საკუთარი ძალებით მოეძებნა. იდეა მეზობელთა კრებაზე თქვა, მაგრამ უფროსი თაობა შეშფოთდა - ცეცხლს ეთამაშებიო. „ძველებმა” უარი რომ თქვან? ნოტარიუსთან რომ არ გამოგყვნენ? ან სულაც, სადღაც შენახული საბინაო ორდერი რომ წარმოადგინონ - მერე სად მიდიხარ?”

სწორად ამ საფრთხეების გამოა, რომ 327-ე კორპუსის მცხოვრებლები ინდივიდუალურად დაკანონების გზას სკეპტიკურად უყურებენ.

 

„კი გვეკუთვნის ბინა, მაგრამ საცხა ერთი პროცენტი შანსი ხომ არის, რომ სასამართლო მოგიწევს?“ - 75 წლის რაისა ჯიჯელავა, რომელიც აქ 2004 წელს გადმოვიდა, ჯერ კიდევ ვერ წყვეტს, რამდენად უღირს ინდივიდუალური ბრძოლის წამოწყება. აქედან გასახლება მხოლოდ ფართის გამოცვლას არ ნიშნავს - ეს იმ ადამიანების დაკარგვაა, ვინც ერთად შიშველ კედლებში წამოიწყო ცხოვრება.

„ხალხი დაბერდა აქ. ერთ სოფლად ვართ უკვე ოჯახები შეკრული. ძალიან გაგვიჭირდება, სადმე რომ გაგვასახლონ. ამაზე უკეთესს ნამდვილად ვერსად ვერ მოგვცემენ“, - მეუბნება რაისა.

თამუნას კარგად ესმის, რატომ იხევენ მეზობლები უკან.

„ყველა ვერ ფიქრობს, როგორც მე. ჯერ ხო დევნილობა გამოვიარეთ და აქედანაც რომ გითხრას ვიღაცამ, რომ წადი, ცოტა მძიმე გადასატანია. აქ ძალიან მეგობრული კორპუსია. მეტი წილი ვართ აფხაზეთის ხალხი, ვინც იქაც სამეზობლოში ვიყავით. თითქოსდა, ძველი წესით ვცხოვრობთ. ეს ადამიანები აქაურ მეზობლებსაც მიჩვეულები არიან და ვერ ელევიან და ეშინიათ, რომ მიტოვება მოუწევთ“.

თამუნა ჭაჭუამ მაინც გარისკა და ძველი მეპატრონე მოძებნა. ბორის სვანიძემ თავის დროზე 7 000 დოლარი აიღო და საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, თუმცა ვერ გაიხსენა, რაიმე საბუთს მოაწერა ხელი თუ არა. ბორისი თამუნას დაეხმარა - მისი ხელწერილი თამუნას დევნილობის დოკუმენტთან ერთად, ორი მეზობლის დამოწმებითა და პოლიციის ოქმით, გადაიგზავნა გამგეობაში, იქიდან კი მერიაში. ამასობაში კი დაიწყო პანდემია და ყველაფერი გაჩერდა.

„მე რომც დამიკანონდეს, არ მოვეშვები ამ ამბავს. ეს ჩემთვის მიუღებელია. მთავრობასა და ჩემ შორის ჩავსვი დიდი კითხვის ნიშანი, რადგან სახელმწიფო მპირდება, მაგრამ არაფერს არ აკეთებს“.

გოგონა კედელზე და 13 სართული ფეხით

„ისეთი ქალი დამიხატეს აქ, ცოლს აღარ ვუყურებ“, - ხუმრობს რაჟდენ ხელაია და ამატებს: „მწყინს, შვილო. ცუდი არაფერი არაა, ვაჟკაცი ქალი დაგვიხატეს და წყალი არ შემოვა იქიდან, სხვა თუ არაფერი, მაგრამ ეს ბიჟუტერიაა. აი, კისერზე რომ გაიკეთებ რაღაცას და ჯიბეში კაპიკი რომ არ გაქვს, ისეთი“.

2020-ში ვარკეთილში ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „Tbilisi Mural fest“ ჩატარდა. სხვებთან ერთად 327-ე კორპუსის მთლიანი კედელიც მოიხატა - აქ უცნობი გოგონა სერბმა არტისტმა, Artez-მა, დახატა.

პროექტის მზადებისას თამუნა ჭაჭუას მხატვრების ჯგუფმა მიმართა, არტისტებს მცხოვრებთა ხელმოწერები სჭირდებოდათ იმის დასტურად, რომ თანახმა იყვნენ კორპუსი მოხატულიყო.

„ჩვენ არ გვქონდა პრობლემა, მაგრამ რანაირად უნდა მიგვეცა ეგ თანხმობა, თუ მესაკუთრეები არ ვართ? მე ვუთხარი, რომ დევნილთა სააგენტოს, ჩვენს “მფარველს”, უნდა მიმართოს და იმან დართოს ნება“.

დევნილთა სააგენტოში გვითხრეს, რომ მოხატვაზე არაფერი იცოდნენ, თუმცა Mural Festival-ის თანადამფუძნებელმა დუდანა მაზმანიშვილმა გვითხრა, რომ დევნილთა სამინისტრომ ისინი მერიაში გაგზავნა. მერიაში უთხრეს, კორპუსი ჩვენს ბალანსზე არ არისო. საბოლოოდ, მხატვრებმა კორპუსი უნებართვოდ მოხატეს. „სწორედ იმიტომ, რომ დევნილებისაა, გადავწყვიტეთ, რომ მაინც გაგვეკეთებინა ეს, რადგან უპატრონო კორპუსი იყო“, ამბობს დუდანა, თუმცა ამატებს, რომ ესკიზს, როგორც წესი, მოსახლეობას არ უთანხმებენ ხოლმე.

17 წლის სოფო კვეკვესკირს რაც თავი ახსოვს, ირგვლივ სულ შენობის დაკანონებაზე საუბრები ესმის. თანდათან შეეგუა, რომ პრობლემა გადაუწყვეტელი რჩება, თუმცა, როცა ერთ დღეს საკუთარი კორპუსის კედელზე ნახატი დახვდა, არ გახარებია.

„ჩვენი აზრი უნდა ეკითხათ. ჩვენ ვცხოვობთ აქ და ჩვენ ვხედავთ ყოველდღე, ჩვენს სურვილს უნდა აკმაყოფილებდეს. თუ თვლიან, რომ პატივი გვცეს, ბარემ ბოლომდე ეკითხათ, რამდენად მისაღებია ჩვენთვის. ახლა მომწონს, რომ ფერადია და აღარ არის, უბრალოდ, რუხი კედელი და თუ მხატვარს წაადგა რამეში, ძალიანაც კარგი. პრობლემა ის არის, რომ მეთორმეტე სართულზე ვცხოვრობ და ლიფტი არ მაქვს. მე ვარ ახალგაზრდა, შემიძლია, მაგრამ აქ არიან ისეთი ადამიანებიც, ვისაც უჭირს გადაადგილება. ეს არ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი”.

ცამეტსართულიან კორპუსში ლიფტი არ არის, რადგან განცხადება მესაკუთრეთა ამხანაგობამ უნდა დაწეროს, სახლს კი მესაკუთრეები არ ჰყავს. ბოლო სართულების მეზობლებს ამას კიბის ყოველი საფეხური შეახსენებს.

„რომელი უფრო მინდა, არ ვიცი: მშვიდად ძილი, რომ ეს ბინა ჩემია, თუ ლიფტი“, - მწარედ ხუმრობს ნინო აბაშიძე, მეათე სართულიდან. წლების წინ, როცა ნინომ დანგრეული კორპუსის გვერდით ჩაიარა, რაჟდენ ხელაიას ბინაში პირველი ანთებული სანთლის დანახვაზე გული შეეკუმშა. ორ წელიწადში კი მისი ოჯახიც უბინაოდ დარჩა და რეზო ჭაჭუას მოაკითხა. ბინები მხოლოდ მაღალ სართულებზე იყო დარჩენილი.

„ბავშვები გავწყვიტე წელში, რემონტს როცა ვაკეთებდით“, - იხსენებს ნინო. როცა გადმოვიდნენ, 40 წლის ნინოს კიბეებზე ამოსვლა არ უჭირდა, მაგრამ ახლა ფიქრობს, ოდესმე სასწრაფო თუ დასჭირდა, მეათე სართულზე ამოსვლაზე უარს ეტყვიან. ლილი რეხვიაშვილი ორი სართულით მაღლა ცხოვრობს და გარეთ ძირითადად მაშინ გადის, როცა ექიმთან მიდის. ლილიმ წელიწად-ნახევრის წინ გულზე ოპერაცია გადაიტანა, ახლა მესამე სტადიის სიმსივნეს ებრძვის.

„ყველა სართულზე ვისვენებ, რომ ავდივარ. მე არ მაინტერესებს, აქ რა ხატია. მე მინდა იმას მიხედონ, რაც მართლა საყურადღებოა“.

რისი გაკეთებაც დამოუკიდებლად შეეძლოთ, გააკეთეს. 327-ე კორპუსის მცხოვრებლებმა სახურავი ორჯერ შეგროვებული ფულით შეაკეთეს, პარკინგის ადგილები თვითონ დახაზეს და კიბის მოაჯირებიც გამოცვალეს. ამიტომ თამუნა ჭაჭუა ფიქრობს, რომ დაკანონების შემთხვევაში ლიფტის საკითხსაც სწრაფად მოაგვარებენ. მოხატვას რაც შეეხება, მისთვის ეს კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ სახელმწიფოს ისინი არ აინტერესებს.

„ჩვენ კი ვართ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ თბილისში ჩვენ მეათეხარისხოვნები ვართ. ვახსენდებით მხოლოდ არჩევნებზე, როცა ცხვრები დასათვლელად გჭირდება. ეს ცოტა გულსატკენია. მე აქ უფრო მეტი ხანი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე სადმე სხვაგან და აქედან გადასვლა ჩემთვის ორმაგი დევნილობაა“.

კედელზე დახატული გოგონასი არ იყოს, თამუნაც თავისი ბედის გადაწყვეტას ელოდება. თვითონ ოპტიმისტურადაა განწყობილი. აპირებს, წელს სადარბაზო საკუთარი ხარჯებით გაარემონტოს და დადგას სტენდი, სადაც ჩამოწერს, რა ნაბიჯები გამოიარა დაკანონებისთვის - მხოლოდ მეზობლებისთვის კი არა, მამის ხსოვნისა და შვილის მომავლისთვისაც.

„ანდრია მეუბნება, ეს სახლი ბაბუმ გაგვიკეთა და არასდროს არ უნდა გავყიდოთო. მინდა ამ მაგალითით ჩემმა შვილმა დაინახოს, რომ მარტო თავის თავზე არ უნდა იზრუნოს. სოხუმს მე დღესაც მივტირი, დრო არაფერს კურნავს. უბრალოდ, დრო მიდის და შენ ამ ტკივილთან ერთად ცხოვრობ. ადამიანი ხარ და უნდა გაიღიმო“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Актера Игоря Меркулова похоронят на Николо-Архангельском кладбище



Жизнь

BIA Technologies вошла в число ведущих интеграторов программных и аппаратных решений России




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

Пьяный гражданин Азербайджана из Тулы поехал в гости к брату и открыл стрельбу в Кургане



Game News

Мафия-НН: С юных ногтей будем учиться вгрызаться в двери, закрывающие ментальные миры.



Москва

Собянин предупредил москвичей о ливнях и возможном формировании смерчей 20 июня



News Every Day

Frustrated England stars including Kane and Bellingham consoled by Wags and family in stands after tame Denmark draw



Авто

В этом году отремонтируют два моста через Ручей на трассе Югорск – Таежный в Югре



Москва

Клинические испытания вакцины от рака планируют начать в России к середине 2025 года



Сергей Арутюнов

Триумфальное возвращение Льва Лещенко на сцену спустя месяцы затишья. Артист презентовал дуэт с солистом группы “Парк Горького” Сергеем АРУТЮНОВЫМ



Москва

Путин возложил цветы к обелискам городов-героев в Москве



Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС



Москва

Топ-5 самых ярких зарубежных архитектурных проектов на первичном рынке Москвы



Александр Волков

«Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города» - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети



Симферополь

В Симферополе пройдёт спектакль-акция «Подаренная жизнь»



Москва

В России запустили бесплатного цифрового ЗОЖ-помощника



Москва

Собянин рассказал о росте турпотока из Китая



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Обмен электронными транспортными накладными стал доступен участникам «Биржи грузоперевозок ATI.SU»





Путин в России и мире
Москва

ЯНДЕКС, АЛЕКСАНДР ПУШКИН, АНАТОЛИЙ ГОЛОД И "СВЯТОЙ ЛЕНИН" ВЕДУТ СЛЕДСТВИЕ ВЕКА! ВАЖНЫЕ СЕРЬЁЗНЫЕ ДАННЫЕ.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии



Москва

Владимир Ефимов: Крупный образовательный комплекс построят в Щербинке

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net