Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ოპოზიციას მანდატებთან ერთად დაუტოვეს სადეპუტატო ვალდებულებებიც

51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები პარლამენტმა თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ შეუნარჩუნა და ახლა სადეპუტატო ვალდებულებების შესრულებასაც მოითხოვს. იქმნება, ერთგვარად კომიკურიც კი, ჯადოსნური წრე - კანონი ოპოზიციონერ დეპუტატებს ავალებს და უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს, რომელთა იგნორირების გამოც, პარლამენტმა მათ მანდატები უნდა გაუუქმოს; ეს კი სწორედ ის არის, რაც ამ დეპუტატებმა ჯერ კიდევ დეკემბერში მოითხოვეს. თუმცა, ერთი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს.

დეკლარაციების შევსება

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების დიდმა ნაწილმა საჯარო სამსახურის ბიუროსგან ბოლო დღეებში მიიღეს შეტყობინება, რომელიც მათ ქონებრივი დეკლარაციების შევსებას შეახსენებს. ზოგმა უკვე შეავსო, ზოგმა - ჯერ არა და არც აპირებს.

„არ შევავსებ ამ დეკლარაციას, რადგან ვალდებულად არ ვთვლი თავს. მე დავიცავდი კანონს, რა თქმა უნდა, რომ არა ის განცხადება, რომელიც მანდატების შეწყვეტის მოთხოვნით შევიტანეთ პარლამენტში, მაგრამ პარლამენტმა, კონსტიტუციის დარღვევით, არ დაგვიკმაყოფილა ეს განცხადებები“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, რომელიც პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკის („ძალა ერთობაშია“) სიით გავიდა.

ქარდავას თქმით, მე-10 მოწვევის პარლამენტთან მას ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი აქვს და საოცარია, რომ „ქართული ოცნება“ ახლა კიდევ რაღაც ვალდებულებების დაკისრებას ცდილობს.

შეტყობინება ჯერ არ მიუღია, მაგრამ მე-10 მოწვევის პარლამენტთან დაკავშირებული არანაირი ვალდებულების შესრულებას არ აპირებს ელენე ხოშტარია. „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი გვეუბნება, რომ - „სახელმწიფოს შეურაცხყოფაა, როცა ადამიანს აძალებ დეპუტატობას და შემდეგ, აკისრებ ვალდებულებებს, რომლებსაც ის არ აღიარებს“.

თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდეც მიდის.

„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონის თანახმად, ქონებრივი დეკლარაცია თანამდებობის პირმა (ამ შემთხვევაში - დეპუტატმა) დანიშვნიდან 2 თვის ვადაში უნდა შეავსოს.

ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 1000 ლარით და გამოიცემა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თუკი ამის შემდეგ 2 კვირაში ის მაინც არ შეავსებს ქონებრივ დეკლარაციას, უკვე დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად კი, ეს ყველაფერი შესაძლოა დასრულდეს ისევ ჯარიმით, ანდა „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე“. გათვალისწინებულია ასევე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა "ვადით სამ წლამდე“.

ყოფილა თუ არა მსგავსი შემთხვევები ბოლო წლების განმავლობაში და სადამდე შეიძლება მივიდეს საბოლოოდ ეს პროცესი?

რადიო თავისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხები ვერ მიიღო საჯარო სამსახურის ბიუროსგან - დეკლარაციების შევსებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურისგან. 

კანონში არსებული ჩანაწერებით თუ ვიმსჯელებთ, ქონებრივი დეკლარაციის არშევსების სადამსჯელო გზას საბოლოოდ მაინც სადეპუტატო მანდატების გაუქმებამდე მივყავართ, რაც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატების სასურველი მიზანია და ხელს არ აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შენარჩუნება დიდ ძალისხმევად დაუჯდა.

ზოგმა შეავსო

ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მაგალითად - „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ქონებრივი დეკლარაცია უკვე შეავსო და ეს ჩვენთან საუბრისას, არა სასჯელის შიშით, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებით ახსნა.

უარი მაგალითად არც „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელს - პაატა მანჯგალაძეს უთქვამს. დეკლარაციის შევსება-არშევსების საკითხს არც ის უკავშირებს მანდატებზე ნათქვამ უარს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ პარლამენტი ყურადღებით დააკვირდება არა მხოლოდ დეკლარაციების შევსების, არამედ სხვა სადეპუტატო ვალდებულებების შესრულებასაც.

სამეწარმეო და სხვა შეუთავსებელი საქმიანობა

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დეპუტატს უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან ეკრძალება პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი სამსახური/საქმიანობა.

დეპუტატს ეკრძალება მაგალითად:

იმუშაოს თანამდებობაზე საჯარო სამსახურში ანდა ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას.

მოგების მიზნით არაერთჯერადად იყოს დასაქმებული მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური საშუალებების მართვაში;

იყოს სამეწარმეო სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი ან სხვა.

თუკი პარლამენტის წევრის სამეწარმეო საქმიანობა დადასტურდება, კანონის თანახმად, ის დაახლოებით 10 დღის ვადაში, სადეპუტატო მანდატსაც დაემშვიდობება.

პროცესზე თვალყურის დევნება და ინფორმაციის გადამოწმება ისევ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის პრეროგატივაა. გურამ მაჭარაშვილს ვეკითხებით - მკაცრად გაკონტროლდება თუ სამეწარმეო საქმიანობის აკრძალვის დარღვევა ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატების შემთხვევაშიც?

მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ კომიტეტი ამ საკითხსაც სათანადოდ მიაქცევს ყურადღებას და „აბსოლუტურად ყველა დეპუტატის შემთხვევაში“, თუკი საჭირო გახდა, არც მანდატის შეწყვეტის საკითხის მომზადებას მოერიდებიან.

„პროცედურულად, რა თქმა უნდა, რაც რეგლამენტით არის გათვალისწინებული, ყველაფერს შევასრულებთ... უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვას როცა მოითხოვდა კანონი, კი გავიტანეთ სესიაზე, მაგრამ შემდეგ ამ საკითხს არ დაუჭირა პარლამენტმა მხარი“ - გვეუბნება ის, თუმცა არ აკონკრეტებს, როგორ უნდა გაარკვიონ სიმართლე დეკლარაციების არარსებობის შემთხვევაში.

„არავითარ სამეწარმეო საქმიანობას არ ვეწევი, სამწუხაროდ “ - იცინის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე; შემდეგ კი სერიოზულად ამატებს - „თუ უნდათ რომ ყველაფერი ქუჩაში გადავიდეს, კი ბატონო, მიიღებენ მაშინ იმას, რასაც იმსახურებენ“.

მანჯგალაძეს თავადაც აქვს პარლამენტში და კერძოდ - იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მუშაობის გამოცდილება და ამბობს, რომ ახლა საკანონმდებლო ორგანო უპრეცედენტოდ უჩვეულო, უხერხულ მდგომარეობაშია.

„კანონმდებლები ვერასოდეს გაითვალისწინებენ ყველა ნიუანსს, რაც შეიძლება ცხოვრებამ წარმოშვას... ვინ იფიქრებდა, რომ დეპუტატი დაწერს განცხადებას, პარლამენტი არ შეუწყვეტს უფლებამოსილებას და მერე კიდევ ვალდებულებების შესრულება დაეკისრება და მაგალითად არ ექნება სამეწარმეო საქმიანობის უფლება... კაზუისტიკაა... არასტანდარტული ვითარებაა“ - გვეუბნება პაატა მანჯგალაძე.

გაცდენები, ხელფასის დაქვითვა

არასაპატიო გაცდენებიც სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტამდე მიდის.

რეგლამენტის თანახმად:

თუ პარლამენტის წევრი საგაზაფხულო ან საშემოდგომო სესიების განმავლობაში „არ დაესწრო სხდომების ნახევარზე მეტს“, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მორიგი სესიის დასრულებიდან „10 დღის ვადაში გამოარკვევს გაცდენის მიზეზს და, თუ დადასტურდა, რომ მიზეზი არასაპატიოა, ამზადებს შესაბამის დასკვნას“, რასაც უფლებამოსილების შეწყვეტა მოჰყვება.

პარლამენტის საგაზაფხულო სესია 2 თებერვალს გაიხსნა და ივნისის ბოლო პარასკევს, ანუ 25 ივნისს დაიხურება.

გურამ მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ ამ მხრივ „სექტემბრამდე არაფერი მოხდება“, რადგან თუკი ოპოზიციონერი დეპუტატები საგაზაფხულო სესიის სხდომებს მასობრივად გააცდენენ, მათი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საშემოდგომო სესიაზე განიხილება. თუმცა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე არ ჩქარობს და გვეუბნება ასევე - „სექტემბრამდე ჯერ არ ვიცით რა მოხდება და როგორ მოხდება“.

კანონი პარლამენტის წევრებს გაცდენების გამო ხელფასის დაქვითვითაც ემუქრება. პარლამენტის წევრის ანაზღაურება 4624 ლარს შეადგენს.

რეგლამენტის თანახმად, მაგალითად:

ხელფასის 10% დაიქვითება, თუკი დეპუტატი არასაპატიო მიზეზით ხშირად გააცდენს მორიგი თუ რიგგარეშე სესიების პლენარულ სხდომებს;

ყოველ ჯერზე შესაძლოა 5% დაიქვითოს, თუკი პარლამენტის წევრი პლენარული სხდომის დღის განმავლობაში არ გაივლის რეგისტრაციის პროცედურებს.

გურამ მაჭარაშვილი გვეუბნება, რომ ხელფასები ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციონერებსაც დაექვითებათ ისევე, როგორც „ეს არაერთხელ მომხდარა უმრავლესობის დეპუტატთა შემთხვევაშიც“.

თუმცა ეს საკითხი ჩვენი რესპონდენტი ოპოზიციონერი დეპუტატებიდან არავის ადარდებს. ბაჩუკი ქარდავა მტკნარ სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას ხელფასი ერიცხება. არც მას და არც, მაგალითად, ხათუნა სამნიძეს ხელფასი არასოდეს ჩარიცხვია.

ელენე ხოშტარია კი, გადმორიცხულ ხელფასს პარლამენტს უკან უბრუნებს და მისთვის სულერთია დაიქვითება თუ არა ეს თანხა.

„მითხრეს, შეგიძლია დაწერო განცხადება, რომ ხელფასი არ გინდაო... მაგრამ ეს განცხადება მე პარლამენტის წევრის სახელით უნდა დამეწერა და ეს არ მინდოდა... შესაბამისად, ყოველ ჯერზე, როცა მირიცხავენ, მაშინვე უკან ვრიცხავ პარლამენტის საფინანსო განყოფილებაში“ - გვეუბნება ელენე ხოშტარია.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Express: АПЛ «Архангельск» представляет большую угрозу инфраструктуре НАТО



Здоровье

Завершилась первая цикловая встреча региональных руководителей компании AlfaBiom




Українські новини

Монтаж димоходів та вентиляційних систем у Києві



Новости 24 часа

Владимир Путин, Дмитрий Медведев, Анатолий Голод: ПРИЗНАНИЕ НАТО НАДО ПРИМЕНЯТЬ!



Game News

Моя Говорящая Кошка 3.2



Москва

В Дубне сотрудники Росгвардии помогли утиному семейству перейти оживленную трассу



News Every Day

Scotland star SENT OFF after ‘worst tackle ever seen’ as they capitulate in Euro 2024 opener against Germany



Настроение

Франт Куршского залива.



Москва

Традиционные ценности: утопия отечественного электромобиля



Бато Багдаев

В Бурчтии в театре кукол «Ульгэр» 14-16 июня пройдут «Волшебные выходные»! - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети



Москва

17 июня: какой сегодня праздник, что было в этот день



ATP

«Ну и где здесь «группа смерти?» ATP показала, каким был бы Евро-2024 с теннисистами



Москва

Звезды оперной сцены представят I Международный фестиваль «Мир классического романса»!



Бато Багдаев

Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:



Симферополь

Выставка-посвящение «Первая дама советской скульптуры»



Москва

Иерей Александр Туховский: Очень нужна помощь!



Москва

Собянин поздравил медицинских работников с профессиональным праздником



Москва

ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД ПРЕДЛАГАЕТ СЕНСАЦИОННО УЛУЧШИТЬ НАЛОГОВУЮ СФЕРУ!



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Стало известно, какие виды транспорта выпускаются в ОЭЗ "Технополис Москва"





Путин в России и мире
Москва

Максим Шевченко: в самостоятельность террористов, да ещё и внутри СИЗО, не поверю никогда


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Концерт

Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города»



Москва

Медвежье нашествие, КРТ, затраты «Русгидро» и запрет «наливаек»: самые читаемые новости Красноярска

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net