ნავალნის მიმართ ცილისწამების ბრალდების საქმის განხილვა ერთი კვირით გადაიდო
სასამართლომ მოსკოვში 5 თებერვალს გამართულ პროცესზე, რომელზეც იხილავენ სისხლის სამართლის საქმეს ალექსეი ნავალნის მიმართ ცილისწამების ბრალდების შესახებ, შესვენება გამოაცხადა 12 თებერვლამდე.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება განზრახ ყალბი ცნობის გავრცელება, რამაც ღირსება შეუბღალა პირს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სარეკლამო ვიდეოში იღებდა მონაწილეობას. დაზარალებული 95 წლის იგნატ არტემენკოა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი.
პროცესი განახლდა მას მერე, რაც ის შეჩერებული იყო ნერვული აგენტით ლექსეი ნავალნის მოწამვლის და შემდეგ გერმანიაში მისი მკურნალობის გამო.
სისხლის სამართლის სხვა საქმის გამო პატიმრობაში მყოფი ნავალნი მოსკოვის ბაბუშკინის რაიონის სასამართლოში მიიყვანეს დილით, გამსვლელ სხდომაზე დასასწრებად.
სასამართლოს შენობასთან უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნა მიღებული, იტყობინებოდა ტასს-ი.
ნავალნის მიმართ საქმე აღიძრა ივნისში. სოციალურ ქსელით ნავალნიმ განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ტელეარხ RT-ის სააგიტაციო ვიდეოში მონაწილეობდნენ, „გამყიდველები და მოღალატეები“ არიან.
გამოძიების თანახმად, ამ სიტყვებმა შეურაცხყვეს ვიდეოში მონაწილე არტემენკო და როგორც ამტკიცებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
ნავალნი დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ნავალნიმ განაცხადა, რომ მას ბრალდება არ ესმის, რომ არ იცნობს არტემენკოს და ხანდაზმულ ადამიანს იყენებენ „თოკზე გამობმულ თოჯინად“.
ნავალნის დაცვა თვლის, რომ ნავალნის კომენტარი შემფასებლური იყო და არა ვეტერანის შეურაცხმყოფელი.