Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ნავალნის დაპატიმრების შემდეგ რუსეთში ინტერნეტის ბლოკირებაზე ალაპარაკდნენ

ნავალნის დაპატიმრების შემდეგ რუსეთში ინტერნეტის ბლოკირებაზე ალაპარაკდნენ

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების აღკვეთის მიზნით რუსეთის ხელისუფლებაში განიხილავენ იმ სოციალური ქსელების ბლოკირებას, რომლებიც, კრემლთან დაახლოებული რუსი კანონმდებლების აზრით, მოქალაქეებს უკანონო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ.

სოციალური ქსელების შესაძლო ბლოკირების თაობაზე საუბარია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის კომიტეტის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 4 თებერვალს ჟურნალისტებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა, გააცნო.

სოციალურ მედიაზე კონტროლის გაძლიერებისკენ მიმართული ეს ძალისხმევა ჯერჯერობით ბოლოა რუსეთის ხელისუფლების მიერ მანამდე გადადგმულ ნაბიჯთა შორის, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს დამოუკიდებელი მედიის მუშაობას, პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ქვეყანაში.

პუშკოვის ინიციატივა

„ისეთი ინტერნეტ-პლატფორმები, როგორებიცაა „Facebook“-ი, Twitter-ი, Instagram-ი, Telegram-ი და TikTok-ი, რუსეთის მოქალაქეებს შორის მასობრივი არეულობისკენ მოწოდებისა და ისეთი ინფორმაციების გავრცელების წყაროდ იქცნენ, რომლებიც მათ (მოქალაქეებს) უბიძგებს არაკანონიერი, მათ შორის სხვა მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საზიანო ქმედებების ჩადენისკენ“,  - ნათქვამია  რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის კომიტეტის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 4 თებერვალს ჟურნალისტებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი პუშკოვმა, გააცნო.

ზემოხსენებული სამართალდარღვევებისათვის კომისია სავალდებულოდ თვლის ჯერ ჯარიმის დაწესებას, შემდეგ ინტერნეტ-პლატფორმის დროებით ან სამუდამო ბლოკირებას.

„არაკანონიერ“ ქმედებებად ფედერალური საბჭოს კომისია მიიჩნევს რუსეთში 23 და 31 იანვარს ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი საპროტესტო აქციების ადგილის, მასში მონაწილეთა რაოდენობის შესახებ გაბერილი ციფრებისა და სამართალდამცველების მხრიდან დემონსტრანტების მიმართ გამოჩენილი სისასტიკის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებას ზემოხსნებული ინტერნეტ-პლატფორმებით.

ანუ პუშკოვი და მისი თანამოაზრე სენატორები „ფეიკნიუსებად“ მიიჩნევენ იმას, რაც მთელმა მსოფლიომ პირდაპირ ეთერში იხილა.

გასული ათი დღის განმავლობაში პოლიციამ და ეროვნულმა გვარდიამ რუსეთის ქალაქებში არაერთხელ სასტიკად დაარბიეს ნავალნის მხარდამჭერთა აქციები და 10 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მათ შორის იყო სოსო ღლონტი - ბლოგერი და ფიტნესინსტრუქტორი.

სოსო 31 იანვარს მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს, სადაც ათიათასობით ადამიანი ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, განთავისუფლებას მოითხოვდა.

ტელეკომპანია “Настоящее Время”-ს მიერ გავრცელებულ ვიდეოში ვხედავთ, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მის წინააღმდეგ ელექტროშოკერი რამდენჯერმე გამოიყენეს. კადრებში ჩანს, რომ სპეცრაზმელები სოსოს დენს მას შემდეგაც ურტყამდნენ, რაც იგი მიწაზე დაეცა.

“დენს ნუღარ მირტყამთ! ისედაც მოგყვებით, გეყოფათ!” - ვიდეოზე ისმის, როგორ უყვირის სოსო სპეცრაზმელებს.

რუსეთი უარყოფს რეპრესიების არსებობას ქვეყანაში და აცხადებს, რომ მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულები თავად არიან დამნაშავენი იმაში, რა მდგომარეობაშიც ისინი აღმოჩნდნენ.

„ამ ვითარების პროვოცირება სამართალდამცველებს არ მოუხდენიათ. ეს ვითარება პროვოცირებულია არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობით. პირველ რიგში, ამაზეა საჭირო ლაპარაკი“, განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მან კომენტარი გაუკეთა ცნობებს იმის თაობაზე, რომ აქციების დროს დაკავებულები ცუდ პირობებში იმყოფებიან. მრავალრიცხოვან დაკავებულთა თქმით, მათ საათობით უხდებათ პოლიციის ავტობუსებში ცდა, საკნებში არ არის საკმარისი ადგილი, პრობლემებია მათთვის ამანათების გადაცემასა და წყლით მომარაგებაშიც კი.

ჯერჯერობით უცნობია, იქცევა თუ არა კანონად ალექსეი პუშკოვის კომიტეტის მიერ ინიცირებული წინადადება ფედერაციის საბჭოში, სადაც მანამდე თითქმის ერთხმად მიიღეს, ოპონენტების შეფასებით,  დემოკრატიული პროცესების ძირგამომთხრელი კანონი "უცხოეთის აგენტების" შესახებ, რომელიც შარშან დეკემბერში კიდევ უფრო გაფართოვდა.

თუ 2012 წელს  არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონში შესული შესწორებებით  „უცხოეთის აგენტებად“ მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსებული და პოლიტიკით დაკავებული არაკომერციული ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირებულიყვნენ, 2017 წელს გაკეთებული შესწორებების მიხედვით, „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი მიეკერა უცხოეთიდან დაფინანსებულ მედიაორგანიზაციებს (მათ შორის რადიო თავისუფლების რამდენიმე სამსახურს).

რუსეთის მედიის მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ 2020 წლის 30 ოქტომბრიდან საგრძნობლად გაამკაცრა ყველა პლატფორმაზე კონტენტის მარკირების წესები. 2021 წელს კი მოსკოვის სასამართლომ პირველი განაჩენი გამოიტანა „როსკომნადზორის“ მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შედგენილი ოქმების მიხედვით და, საერთო ჯამში, 1 მილიონ 100 ათასი რუბლით დააჯარიმა მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება (რთე/რთ) და მისი პროექტები.

სულ ახლახან, 1 თებერვალს, რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც სოციალურ ქსელებში აწესებს მთელ რიგ შეზღუდვებს, მათ შორის მომხმარებლებს უკრძალავს ბილწი, საგინებელი სიტყვების გამოყენებას.

კანონის თანახმად, სოციალური ქსელები უკვე ვალდებულნი არიან დამოუკიდებლად განსაზღვრონ და დაბლოკონ "აკრძალული კონტენტი" და წაშალონ შესაბამისი პოსტები, ხოლო ხელისუფლების მიერ აკრძალული პუბლიკაციების წაშლაზე უარის თქმის შემთხვევაში საიტის მფლობელმა (ფიზიკურმა პირმა) უნდა გადაიხადოს ჯარიმა 100 ათასი რუბლი, ან 3-დან 8 მილიონ რუბლამდე. განმეორებითი დარღვევის გამო, ქსელის მფლობელმა შეიძლება დაკარგოს წლიური შემოსავლის 20 პროცენტი.

რას იტყვის ბორელი?

პოლიტიკურ ოპოზიციასა და თავისუფალ მედიაზე განხორციელებული უპრეცედენტო პრესინგის ფონზე, მოსკოვში სამდღიან ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი.

ჟოზეპ ბორელი, რომელიც რუსეთში პირველად ჩადის, ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე გაამახვილებს ყურადღებას.

ვიზიტის წინა დღით რუსული გამოცემა „ინტერფაქსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ჟოზეპ ბორელმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა საპატიმროდან გაათავისუფლონ ოპოზიციის ლიდერი, ალექსეი ნავალნი, და „ათასობით დემონსტრანტი“.

ბორელმა კვლავ გაიმეორა, რომ პოლიტიზებულად მიიჩნევს ნავალნის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს „ივ როშეს“ საქმეზე, რის გამოც 2 თებერვალს სასამართლომ კრემლის კრიტიკოსს თითქმის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა იმ მიზეზით, რომ მან პირობითი სასჯელის მოხდის ნორმები დაარღვია, როცა ის, აგვისტოში ნერვული აგენტით მოწამვლის შემდეგ, გერმანიაში მკურნალობდა.

3 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დასავლეთი დაადანაშაულა ნავალნის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებაზე რეაგირების გადაჭარბებაში.

ევროკავშირი კი რუსეთის ხელისუფლებამ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ასეთ კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს ჟოზეპ ბორელი, რომელიც ბრიუსელის კრიტიკოს რუს პოლიტიკოსებს შეახსენებს, რომ ევროკავშირის მიერ გამოხატული პოზიცია არ შეიძლება იყოს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევა, ვინაიდან რუსეთი ვალდებულია შეასრულოს თავის მიერვე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის თანახმად, ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვიზიტის წინ საკუთარი მოსაზრება გამოხატა გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისა და რუსი მეცნიერების მერ შემუშავებულ კორონავირუსის ვაქცინა „სპუტნიკ V“-ის შესახებ.

ჟოზეპ ბორელის სიტყვებით, „ჩრდილოეთის ნაკად 2“ არ არის საერთოევროპული პროექტი და მისი ბედი გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ. ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელმა უარყო რუსეთის ოფიციალური პირების მტკიცება, თითქოს დასავლეთი ხელს უშლიდეს რუსული ვაქცინის გავრცელებას. ჟოზეპ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, მხარი დაუჭიროს „სპუტნიკ V“-ის გამოყენებას, თუ სპეციალისტები დარწმუნდებიან ვაქცინის ხარისხსა და ეფექტიანობაში.

რუსეთში თავისი პირველი ვიზიტის განმავლობაში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი აპირებს როგორც ხელისუფლების, ისე სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან შეხვედრას.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჟოზეპ ბორელის შეხევდრა არ იგეგმება. ჯერჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა ის საპატიმროში მყოფი ალექსეი ნავალნის მონახულებას.

მისი ამ სურვილის პასუხად რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა უნდა მიიღოს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

Express: АПЛ «Архангельск» представляет большую угрозу инфраструктуре НАТО



Жизнь

Легенда о «300-х русских школах» в Азербайджане




Українські новини

Відомий аграрій Кормишкін, складає свої депутатські повноваження



Новости 24 часа

В Красноярском крае будут судить азербайджанца, который в 2006 году избил и изнасиловал певицу



Game News

The original Counter-Strike mod is 25 years old, Valve calls it 'the greatest videogame ever made'



Москва

Политолог Марков рассказал, что российский боец MMA Джефф Монсон принял ислам



News Every Day

Bradley Wiggins accused of ‘trashing’ posh VW campervan as pals say bankrupt cyclist has sold his medals and shirts



Авто

В этом году отремонтируют два моста через Ручей на трассе Югорск – Таежный в Югре



Москва

Прибытие «Троицы» Рублева в Троице-Сергиеву Лавру // Фоторепортаж



Сергей Брановицкий

Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.



Москва

"Посадили американцев в лужу": посол Антонов прокомментировал визиты Путина в КНДР и Вьетнам



WTA

Саснович победила на старте квалификации турнира WTA-500 в Берлине



Москва

За прошедшую неделю подмосковные росгвардейцы обеспечили безопасность более 200 мероприятий



РБК

РБК: в Москве из-за случаев ботулизма приостановили продажу некоторых продуктов



Симферополь

В Симферополе пройдёт спектакль-акция «Подаренная жизнь»



Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.



Москва

Москва-Пекин. Собянин в Китае подписал соглашение о сотрудничестве



Москва

Московский аэропорт Домодедово и Всероссийское общество инвалидов заключили соглашение о сотрудничестве



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

По каким признакам можно распознать машину-«утопленника»: лайфхак





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Филипп Киркоров

Филипп Киркоров, Shaman, Сергей Жуков, Катя IOWA показали награды и наряды в студии "Авторадио"



Москва

"Троицу" Рублева разместили в иконостасе Троицкого собора на время богослужения

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net