160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

ვეფხვი და პანტერების სამარხები საქართველოში

100 წლის წინ სოფელ ლელობთან  მოკლეს ბოლო ვეფხვი, რომელიც საქართველოში ველურ პირობებში არსებობდა. იყვნენ თუ არა მანამდე სხვა ვეფხვებიც? მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ - კი, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა ბევრი არაა.


1921 წელს მოკლული ვეფხვი საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ამხელა მანძილი მან ძუ ვეფხვის ძებნაში გამოიარა.   მარშრუტი, დაახლოებით, ასეთი უნდა ყოფილიყო: აზერბაიჯანი, გარდაბნის ტყე, მანგლისი. შემდეგ ვეფხვი მტკვრის მიდამოებს ტოვებს  და მდინარე ხრამს ან მდინარე ალგეთს მაღლა აუყვება. ასე აღმოჩნდა თბილისიდან 23 კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლელობთან, სადაც გლეხების საქონელს ესხმოდა თავს. მისი ბუნაგი მონადირეებმა იპოვეს და მოკლეს.




ეროვნულ მუზეუმში აცხადებენ, რომ ეს საქართველოში ვეფხვის მიგრაციის მეორე შემთხვევა იყო. პირველი აღნიშნული აქვს დავით მესხიშვილს  XVIII საუკუნეში. მონადირეებს ვეფხვი კახეთში მოუკლავთ და მეფე ერეკლესთვის მიურთმევიათ. 




XVIII საუკუნეში მოღვაწე გერმანელ მოგზაურსა და მეცნიერს, გიულდენშტედტს აღწერილი აქვს ორი ვეფხვის ტყავი, რომელიც მან სამეგრელოში, კოლხეთის ჭაობებში, ნახა.


„არსებობს ვარაუდი, რომ  ვეფხვი საქართველოში ბინადრობდა,  მაგრამ ფაქტობრივი მასალა, გარდა ამ ვეფხვისა (1921 წელს მოკლული), არა გვაქვს“, - ამბობს ვერა ფხაკაძე, ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციის მთავარი კურატორი.


უკანასკნელი ბაირახტარი

თბილისთან მოკლული ვეფხვის ფიტული ახლა ეროვნულ მუზეუმში ინახება. ეს თურანული, იგივე კასპიური, ვეფხვია, რომელიც დღეს არათუ საქართველოში, მთელ მსოფლიოში აღარ არსებობს. აწერია, რომ 160 კილო ყოფილა. ზოგადად, თურანული ვეფხვი სწორედ თავისი ზომით გამოირჩეოდა.




„ისეთივე ზომის იყო, როგორიც ციმბირული ვეფხვია, რომელიც ყველაზე დიდ მტაცებლად ითვლება, თეთრი დათვის მერე. 2017 წელს ტაქსონომიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ კასპიური ვეფხვი და ციმბირული ვეფხვი ერთი ქვესახეობაა. ანუ შეიძლება აღარ ჩავთვალოთ გადაშენებულად, რადგან ციმბირული ვეფხვი ჯერ კიდევ არსებობს. ახლა ირანშიც დაიწყეს ამ სახეობის აღდგენაზე მუშაობა“, - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე. მას ეჭვი არ ეპარება, რომ წარსულში საქართველოს ტერიტორიაზე  ვეფხვები ბინადრობდნენ, რადგან თურანული ვეფხვის გავრცელების არეალი აღმოსავლეთ თურქეთიდან იწყებოდა და შუა აზიაში მთავრდებოდა. ყველაზე დიდხანს, მეოცე საუკუნის შუა წლებამდე, აზერბაიჯანში შემორჩა.


„ვეფხვი რომ გვყავდა, მაგას ბევრი ლაპარაკი არ უნდა. მერე რა, რომ ნამარხი არ არის აღმოჩენილი, შეიძლება მერე აღმოჩნდეს. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ყველაგან იყო გავრცელებული და ჩვენ რატომ აგვივლიდა გვერდს?! მთელ საქართველოში არა, მაგრამ, სავარაუდოდ, კოლხეთის ჭაობებიდან მოყოლებული მტკვრის ხეობაში და მტკვარ-არაქსის ჭალებში იყო“, - ამბობს ზურაბ გურიელიძე.


თუმცა ფაქტია, რომ 1921 წელს მონადირეებს აზრადაც არ მოსვლიათ იშვიათ სახეობას გაფრთხილებოდნენ. დანაკარგი უფრო სამეცნიერო წრემ იგრძნო. მოგვიანებით გიორგი ლეონიძემ თურანულ ვეფხვს ლექსი მიუძღვნა:


„სარაცინების თესლით ამტყდარი


და პამირების ბურში მყვირალი,


მოატყდი სივრცეს გასაკვირალი,


პანმონგოლიზმის ბაირახტარი“...




პანტერები სამარხებიდან

ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, პალეონტოლოგი ნიკოლოზ ვანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ვეფხვის სამარხი აღმოჩენილი არ არის, მაგრამ არის სამარხები, რომლებიც, ზოგადად, პანტერათა გვარის წარმომადგენლებს ეკუთვნით.  


ნიკოლოზ ვანიშვილი განმარტავს, რომ პანტერები ევრაზიაში აფრიკიდან შემოვიდნენ. საქართველოში ამ გვარის წარმომადგენლის უძველესი ნაშთი (დაახლოებით, 3 მილიონი წლის წინანდელი) კახეთში, ქვაბებშია ნანახი. დაახლოებით, 2 მილიონი წლის წინანდელია მეორე, დმანისში აღმოჩენილი, პანტერა - Panthera gombaszoegensis და კიდევ ერთი ახალქალაქთან - 900 ათასი წლის წინანდელი. ახალქალაქთანაც Panthera gombaszoegensis აღმოჩნდა, თუმცა ამ შემთხვევაში მისი ქვესახეობაც გამოყვეს - გეურგიუსი. მოგვიანებით, 130 ათასი-30 ათასი წლის წინ, გამოჩნდა ე. წ. მღვიმური პანტერა. ის ევრაზიაში ფართოდ იყო გავრცელებული. მღვიმური პანტერის სამარხები ძირითადად დასავლეთ საქართველოში გვხვდება.


„გარემო მუდმივად იცვლებოდა, იცვლებოდა პანტერების საცხოვრებელი პირობებიც. ახალ პირობებთან ადაპტაციისას ერთი სახეობისგან, შესაძლოა, მეორე ჩამოყალიბდეს, ან, საერთოდ, გაქრეს. ფაქტია, რომ პანტერები დღეს არსებობენ, მაგრამ რომელი ევოლუციური ხაზი გადარჩა და რომელი გადაშენდა, ამაზე საუბარი რთულია“, - ამბობს ნიკოლოზ ვანიშვილი, - „არქაული ფორმის პანტერები უფრო მოქნილები იყვნენ, ალბათ უფრო ადაპტირებულები იყვნენ ხეებზე ცხოვრებისთვის. მღვიმურ პანტერას რაც შეეხება, ის უფრო მასიური, ვეფხვზე დიდიც კია. ეს ცხოველი უფრო  ლომს და ვეფხვს ჰგავდა, ვიდრე ლეოპარდს“.  




დღეს პანტერასებრთა გვარის სამი წარმოამდგენელი არსებობს: ლომი (Panthera leo), ვეფხვი (Panthera tigris) და ლეოპარდი (Panthera pandus). ეს სამი პირადაპირი წარმომადგენელია თუ არა სამარხებში ნაპოვნი Panthera gombaszoegensis -ისა, ამის თქმა ძალიან ძნელია, მაგრამ მიიჩნევა, რომ ისინი მაინც ახლო ნათესავები არიან.




რატომ არის ასე ძნელი უკვე გადაშენებული ცხოველების დეტალური სურათის აღდგენა? სამარხების მიხედვით მხოლოდ ცხოველების აგებულებაზე გვექმნება წარმოდგენა და არა მათ საბოლოო იერზე, რადგან რბილი ქსოვილი (ტყავი, ბუმბული და ა.შ.) არ ნარჩუნდება, იშვიათ შემთხვევაში შეიძლება შემორჩეს რბილი ქსოვილის ანაბეჭდი.


„მაგალითად, დინოზავრების რეკონსტრუქციისას რატომღაც (თუმცა ამაშიც იყო გარკვეული ლოგიკა) გადაწყვიტეს, რომ დინოზავრების კანი მათი უახლოესი ნათესავის, ნიანგის, კანის მსგავსი უნდა ყოფილიყო. მაგრამ ბოლო 20 წლის კვლევებით აღმოჩნდა, რომ მტაცებელი დინოზავრების 99 %-ს ღინღლი ან ბუმბული ჰქონდა. ეს გაირკვა იმით, რომ იპოვეს მტაცებელი დინოზავრის სრული ჩონჩხი, რომლის გარშემო  მისი საფარის (ტყავის) ანაბეჭდებიც იყო“, - ამბობს ნიკოლოზ ვანიშვილი.


ლეოპარდი და ტარიელი

როგორ შემოინახა ვეფხვი ქართულმა ფოლკლორმა და ლიტერატურამ? პარადოქსია, მაგრამ „ვეფხისტყაოსანში“, რომელიც ვეფხვის ხსენებაზე  პირველად გვახსენდება, სინამდვილეში ლეოპარდზეა საუბარი.


რუსთაველის ერთ-ერთი მკვლევარი, თსუ-ს პროფესორი ელგუჯა ხინთიბაძე, ამბობს, ვეფხვი „Tigris“ მნიშვნელობით საქართველოში მხოლოდ მე-19 საუკუნიდან მკვიდრდება, მანამდე კი ეს სახელი პანტერას, იმავე ლეოპარდს ერქვა.  


ვეფხვის არსებობის კვალი არც  ქართულ ზეპირსიტყვიერებაში ჩანს. მართალია, ვეფხვი ნახსენებია, მაგრამ, უმეტესად, მხოლოდ მეტაფორულად.


„ლომი უფრო ინტენსიურად არის შემოსული ზეპირსიტყვიერებასა და   ლიტერატურაში, ვიდრე ვეფხვი. შეიძლება თითო-ოროლა მეტაფორა შეგხვდეს, მაგ: „ვეფხვივით“, მაგრამ ისე, რომ პერსონაჟი იყოს სადმე, (გარდა „ვეფხისა და მოყმის ბალადისა“) არ მახსენდება“, - ამბობს თსუ-ის ფოლკლორისტიკის კათედრის გამგე ქეთევან სიხარულიძე.


კიდევ ერთ მიზეზად, რის გამოც ვეფხვი ქართულ ფოლკლორში ნაკლებადაა შემორჩენილი, მეცნიერები ასახელებენ იმასაც, რომ ზეპირი გადმოცემების ჩაწერა მხოლოდ მე-19 საუკუნიდან დაიწყო. რაც შეეხება ისტორიულ მასალას, ქართული ისტორიული წყაროები არათუ ცხოველების აღწერას არ გვთავაზობს, ზოგადად, იშვიათად ინტერესდება ისეთი მოვლენებით, რომელიც არც მეფეების ცხოვრებას ეხება და არც ომებს.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

В Архангельской области спрос на хирургов вырос в два раза



Жизнь

Внимание Премьера! 6 ноября в ДК им. Ленсовета рок-мюзикл «Страсти по Меркьюри. Remastered»




Українські новини

Як обрати дверну ручку для дому: Поради та рекомендації



Новости 24 часа

Агния Кузнецова в шоу «Вкусно с Анфисой Чеховой» рассказала, как убедила Балабанова взять на роль её однокурсника



Game News

Мафия-НН: Все началось за длинным столом на пивном заводе.



Москва

Причиной отравления семьи под Красноярском мог стать аэрозоль от насекомых



News Every Day

Los Alamitos horse racing consensus picks for Saturday, September 21, 2024



Авто

«Байкал Сервис» удвоил складскую площадь в Калининграде



Москва

Средства индивидуальной защиты магазин в СПб



Песня

Продвижение Стихов. Раскрутка Стихов. Продвижение Песни. Раскрутка Песни.



Москва

«Црвена Звезда» разгромила «Партизан» в первом в сезоне «вечном дерби»



WTA

Касаткина проиграла Хаддад-Майе в финале турнира WTA 500 в Сеуле



Москва

Бутик-отели «Де Арт 13» – уют и дизайн в сердце Москвы



ММА

Задержанные при попытке прорваться в Склиф хотели увезти бойца ММА Чичаева



Симферополь

Патриотический час «Три цвета красками сияют – в Крыму день флага отмечают».



Москва

Бутик-отели «Де Арт 13» – уют и дизайн в сердце Москвы



Москва

Сергей Собянин. Главное за день



Москва

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в убийстве



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

А виновата Россия: Польша обвиняет Москву в организации «кампании по дезинформации»





Путин в России и мире
Москва

Путин поприветствовал участников форума «Российская энергетическая неделя — 2024»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Николай Лукашенко рассказал, как готовился к выступлению на «Минск-Арене»




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского "лучшим торгашом в истории"


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

«Бывали у меня дома»: Волочкова рассказала об опыте общения с психологами



Москва

Начальник почтового отделения из Заринска вошла в топ-3 лучших в стране

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net