ვაჟა სირაძის თქმით, ფოთში კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი
![ვაჟა სირაძის თქმით, ფოთში კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი](https://gdb.rferl.org/B54148FD-781A-4945-BCB5-DB30E1174244_cx0_cy4_cw99_w800_h450.jpg)
ფოთში კაცის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.
„ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს-ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები," - თქვა სირაძემ.
ფოთში 45 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.