ბელარუს ბლოგერ ვლადიმირ ნერონსკის სასამართლომ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა
ცნობილი ბელორუსი ბლოგერი ქალაქ სლუცკიდან, ვლადიმირ ნერონსკი, სასამართლომ დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის ორი მუხლით და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ეს არის ე.წ. ციხანოუსკის საქმეზე გამოტანილი პირველი განაჩენი ბელარუსში, სადაც 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით.
ნერონსკი, ბლოგერ სიარჰეი ციხანოუსკის თანამებრძოლი, ავტორია იუტუბის არხისა „სლუცკის სიცოცხლისათვის“. შარშან მაისში იგი სიარჰეი ციხანოუსკისთან ერთად დააპატიმრეს და დღემდე იმყოფება მინსკის საგამოძიებო იზილატორში, სადაც ინსულტი გადაიტანა.
2 თებერვალს ბელარუსის ლოგოისკის სასამართლომ ვლადიმირ ნერონსკი დამნაშავედ ცნო ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის მიზნით, ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში.
მსჯავრდებული ბლოგერი სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
აშშ და ევროკავშირი გმობენ ბელარუსის რეჟიმის მიერ ოპონენტების დევნას და მოუწოდებენ მინსკს, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ყველა დისიდენტი.