საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა
![საქართველოს ფუტსალის ნაკრები რუსეთთან დამარცხდა](https://gdb.rferl.org/7E95B741-5F18-4879-B2B6-52B240A3F197_w800_h450.jpg)
ფუტსალში, ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე, ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ქულაა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა, საფრანგეთის ნაკრებთან სტუმრად ნათამაშები ფრის (4:4) შემდეგ, დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუსეთს უმასპინძლა და წააგო ანგარიშით 0:4.
საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის ნაკრებების გარდა, ამავე ჯგუფშია სომხეთის ნაკრები. ევროპირველობის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლომდე, აპრილამდე, თანაჯგუფელები ერთმანეთს ორ-ორჯერ დაუპირისპირდებიან - შინ და სტუმრად. ჩემპიონატის ფინალური ეტაპზე თამაშის უფლებას რვა ჯგუფის გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული ექვსი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები უმალ მოიპოვებენ, დარჩენილი ორი მეორეადგილოსანი კი 2021 წლის 14-17 ნოემბერს პლეი ოფში იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ბოლო საგზურისთვის.
ევროპის ჩემპიონატს 2022 წლის იანვარ-თებერვალში ჰოლანდია უმასპინძლებს.