Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

პუტინს ბაიდენი უკრაინაზე ესაუბრა - სად არის საქართველო?

რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირველი სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ილაპარაკა უკრაინაზე. ბაიდენს უფრო ფართოდ არ უხსენებია რუსეთის სამეზობლო, და კერძოდ - საქართველო, რომლის ტერიტორიული მთლიანობაც, უკრაინის მსგავსად, რუსეთის მიერ არის დარღვეული. ბაიდენის ადმინისტრაციასთან დაკავშირებული დიდი იმედების ფონზე, ეს ფაქტი საქართველოში აღიქვეს უსიამოვნო სიგნალად, რომელსაც თბილისის მაქსიმალური გააქტიურება უნდა მოჰყვეს.

რატომ მხოლოდ უკრაინა და არა საქართველოც?

რამ განაპირობა საქართველოს თანდათანობითი გაქრობა რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებული მთავარი პრობლემების ჩამონათვალიდან?

რას აპირებს საქართველოს ხელისუფლება?

თეთრი სახლის თანახმად, ბაიდენმა პუტინს „ნათლად განუმარტა“, რომ შეერთებული შტატები „მტკიცედ იმოქმედებს საკუთარი ინტერესების დასაცავად რუსეთის იმ ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც ზიანს გვაყენებს ჩვენ (აშშ) ან ჩვენს მოკავშირეებს“.

რუსეთის დამაზიანებელ ქმედებებზე საუბარი კი ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით დაიწყო. მის ჩამონათვალში ნახსენები არ არის საქართველო.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. მან ასევე წამოსწია შეშფოთების გამომწვევი სხვა საკითხები და მათ შორის - SolarWinds-ის ჰაკერული თავდასხმა, ცნობები ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცებისთვის (მათი მკვლელობისთვის) რუსეთის მიერ დაწესებული ჯილდოების შესახებ, აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში ჩარევა და ალექსეი ნავალნის მოწამვლა“ - ვკითხულობთ თეთრი სახლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პუტინისა და ბაიდენის სატელეფონო საუბრის შესახებ ბრიფინგზე ილაპარაკა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ პსაკიმაც და განხილული თემებიდან დამატებით ყურადღება გაამახვილა რუსეთის უსაფრთხოების ძალების შემაშფოთებელ მოპყრობაზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ.

თეთრი სახლი იტყობინება ასევე, რომ მიმდინარე კვირაში პრეზიდენტი ბაიდენი ტელეფონით დაუკავშირდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს. ერთ-ერთ საკითხს ორივე შემთხვევაში ისევ უკრაინა წარმოადგენდა.

მაგალითად, ანგელა მერკელი და ჯო ბაიდენი „შეთანხმდნენ , რომ ერთობლივად იმუშაონ საერთაშორისო პოლიტიკის ერთობლივ პრიორიტეტებზე - ავღანეთის, ჩინეთის, ირანის, რუსეთის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ჩათვლით“.

 

ჯო ბაიდენის ახალ ადმინისტრაციას განზრახული აქვს, რომ აშშ-ს მსოფლიოში ლიდერის როლი დაუბრუნოს, აგრესიული ქმედებებისთვის უპასუხოდ არ დატოვოს რუსეთი, გააძლიეროს ტრანსატლანტიკური კავშირები, განამტკიცოს ნატო და მეტი ყურადღება დაუთმოს მოკავშირეთა ინტერესებსაც.

ამ გეგმების გათვალისწინებით და კიდევ იმ ფაქტის გამო, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თავი მოიყარეს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კარგად მცოდნე მაღალი თანამდებობის პირებმა, საქართველოსაც მეტი იმედი გაუჩნდა. თუმცა ვლადიმირ პუტინთან ჯო ბაიდენის პირველი სატელეფონო საუბრის შინაარსმა საქართველოში ბევრს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ იმედების გამართლებას მეტი მუშაობა სჭირდება.

„სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელს სულაც არ გაჰკვირვებია, რომ ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს უკრაინასთან ერთად საქართველო არ უხსენა, რადგან, უკრაინისგან განსხვავებით, საქართველო ხშირად არის ხოლმე გამოტოვებული დასავლეთის ქვეყნების ლიდერების საჯარო განცხადებებსა თუ სხვადასხვა სახის საერთაშორისო დოკუმენტებში.

„(სატელეფონო საუბრის დროს) კონკრეტული სახელმწიფო რომ არ დასახელებულიყო, ვიტყოდით, რომ ზოგად კონტექსტში ყველაფერი მოიაზრება; მაგრამ როდესაც უკრაინა (ამ განცხადებაში) ცალკეა გამოტანილი, ხოლო საქართველო არ არის ნახსენები, ეს, ბუნებრივია, მძიმედ აღსაქმელი და შესაგუებელი ფაქტია...

ჩვენ სადაც ყველაზე მეტად დავაკელით ხელი, არის ის, რომ ქვეყანას პრაქტიკულად აღარ აქვს საგარეო პოლიტიკის განაცხადი და განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში... მთელი ჩვენი საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით ბოლო ორ წელიწადში დაეფუძნა იმას, თუ როგორ შეაფასებენ მოსკოვში ჩვენს მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს. ასეთი ინერტული, აბსოლუტურად არაფრის მთქმელი, უაქცენტებო საგარეო პოლიტიკა საქართველოს არასოდეს ჰქონია“ - ეუბნება რადიო თავისუფლებას თინა ხიდაშელი.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ საქართველოს საკითხის უკანა პლანზე გადაწევა დიდწილად სწორედ რუსეთის არგაღიზიანებაზე ორიენტირებული პოლიტიკის შედეგია. საგანგებო ყურადღების დამსახურებისთვის კი, საგანგებო აქტიურობაა საჭირო.

„დღეს მსოფლიოში იმდენნაირი სადარდელი და მოსაგვარებელი პრობლემა აქვთ, საქართველო მუდმივად მეხსიერების მწვერვალზე ვერ ეყოლებათ... ამის ერთადერთი შანსი მაშინ არის, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის და, თუკი სულ თვალში ეჩხირები და არ აძლევ იმის საშუალებას, რომ ოდნავადაც კი მიავიწყდე შენს მეგობარ ქვეყნებს“ - გვეუბნება ხიდაშელი.

რას ნიშნავს და რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ახსენა უკრაინა და არ ახსენა საქართველო?

ამ შეკითხვით რადიო თავისუფლებამ აშშ-ის ყოფილ ელჩს საქართველოში, იან კელისაც მიმართა. ელჩმა გვიპასუხა, რომ სატელეფონო საუბრის ძალიან მოკლედ გადმოცემულ შინაარსს არ ჩაუღრმავდებოდა და ჯერჯერობით „ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ ადმინისტრაციამ იგნორირება გაუკეთა საქართველოს“.

„მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ ახლა გვყავს პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, რომლებიც იმაზე უკეთესად იცნობენ საქართველოს და მის გამოწვევებს რუსეთიდან, ვიდრე რომელიმე მათი წინამორბედი“ - უთხრა რადიო თავისუფლებას იან კელიმ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს საკითხი საერთაშორისო დისკუსიის დღის წესრიგიდან რომ ქრებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2015 წელს ლაპარაკობდა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი.

ოპონენტები ხელისუფლებას ძალიან ხშირად აკრიტიკებენ საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე არასათანადო აქტიურობისა და პარტნიორული ურთიერთობების არასათანადოდ გამოყენების გამო. რუსეთთან ურთიერთობების ჭრილში კი, ხშირად იხსენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის გარიჟრაჟზე გაცხადებულ მიზანს, რომ საქართველო არ უნდა იყოს პრობლემა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ოპონენტების ნაწილის კრიტიკა ეფუძნება იმ ფაქტებსაც, რომ საქართველო არ შეუერთდა ყირიმის საკითხის გამო დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ ძირითად სანქციებს და მიხეილ სააკაშვილთან ქიშპობის გამო გაცივდა მტკიცე პარტნიორული ურთიერთობები კიევთან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თეონა აქუბარდია საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას „სირაქლემას პოზიციას“ ადარებს და თვლის, რომ უპატიებელი შეცდომა იქნება, თუკი საქართველო ხელიდან გაუშვებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მოსვლასთან ერთად გაჩენილ ახალ შესაძლებლობებს.

„საჭიროა, რომ ხელისუფლებამ გაააქტიუროს კონტაქტები ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან და გამოიყენოს ლობისტური რესურსი, რომლის საფასურსაც ჩვენ ბიუჯეტიდან ვიხდით.

აუცილებელია, რომ რუსეთის აგრესიაზე საუბრისას, როცა უკრაინას მოიხსენიებენ, საქართველოც იყოს ამ კუთხით წარმოდგენილი... აშშ-ში შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, საქართველოს ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა და აუცილებელია მათი გამოყენება, მით უფრო ახლა, როცა რეგიონში რუსეთი კიდევ უფრო გაძლიერდა...

მაგრამ ამას პროაქტიული პოლიტიკა ესაჭიროება და არაფერი გამოვა სირაქლემას პოზიციით, რომელიც წლების მანძილზე აქვს ქართულ მხარეს“ - გვეუბნება თეონა აქუბარდია.

20 იანვარს, როცა ვაშინგტონში ჯო ბაიდენის ინაუგურაცია იმართებოდა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ სამხარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აწი უფრო წარმატებით მოხერხდება საქართველოს ოკუპაციის საკითხის მიმართ ამერიკის ყურადღების მიპყრობა.

„ეს ადამიანები, რომლებიც ახალ ადმინისტრაციაში მოვიდნენ, კარგად იცნობენ ქართულ-რუსულ ისტორიას, რეგიონის ისტორიასაც და დღევანდელობაც კარგად იციან. ამიტომ ამ მხრივ ჩვენ მათი დარწმუნება არ გაგვიჭირდება, რომ საქართველოს საკითხი იყოს ამერიკა-რუსეთის ურთიერთობების დღის წესრიგში და ვაიძულოთ რუსეთი, რომ შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ის უპირობო მხარდაჭერა გაგრძელდეს ამ მიმართულებით“ - გვითხრა სამხარაძემ, თუმცა კონკრეტულად გადასადგმელი ახალი ნაბიჯები არ დაუსახელებია.

ხელისუფლება ოპონენტების შენიშვნებსა და ბრალდებებს, როგორც წესი, უსაფუძვლოდ თვლის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხშირად აცხადებს, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე ჯერ არასოდეს ყოფილა. რადიო თავისუფლება დაინტერესდა, როგორ შეაფასებდა საგარეო უწყება ბაიდენსა და პუტინს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის შინაარსს საქართველოს ინტერესების ჭრილში და არსებობს თუ არა გეგმა ჯო ბაიდენის ახალ ადმინისტრაციასთან დაკავშირებული პოზიტიური მოლოდინის უკეთ რეალიზების კუთხით.

საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხი ვერ მივიღეთ.

უწყებამ არც სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის 21 იანვრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გვიპასუხა. გვაინტერესებდა - რა გეგმები დაისახა საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმისათვის, რომ საქართველომ თავის სასარგებლოდ, ეფექტიანად გამოიყენოს რუსეთის გამამტყუნებელი ვერდიქტი.

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ 2008 წლის ომთან დაკავშირებული ეს დოკუმენტი, ეფექტიანად გამოყენების შემთხვევაში, საქართველოს მრავალი მიმართულებით გამოადგება და მათ შორის,ბაიდენის ადმინისტრაციასთან სამომავლო თანამშრომლობის კუთხითაც.

თინა ხიდაშელი გვეუბნება, რომ აქტიურობის ფრონტი უკვე უნდა იყოს გაშლილი, რადგან სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის ოკუპაციას ადასტურებს და „შესაძლებელი ხდება, რომ მათ შორის - (ამერიკასთან და ევროკავშირის სახელმწიფოებთან) ორმხრივ ურთიერთობებში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საკითხიც დააყენოს“.

Читайте на 123ru.net

Другие проекты от 123ru.net



Архангельск

На «Белый июнь» в Архангельск приедет звезда сериалов «Вампиры средней полосы» и «Контейнер»



Мода

Добрые рисунки: «585*ЗОЛОТОЙ» запустила конкурс ко Дню защиты детей






Новости 24 часа

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".



Game News

Ubisoft adds another studio to what seems like an increasingly desperate effort to finally get Prince of Persia: The Sands of Time Remake finished



Москва

Весь мир чипировали умом Ленина?! Раскрыта загадка Мавзолея В.И. Ленина. Проект "Святой Ленин".



News Every Day

Discover Tintex: A Hub for Premium Car Care and Customization



Интернет

ИИ поможет врачам предсказывать эффективность иммунотерапии у пациентов с раком



Москва

Два дня, наполненных театром, музыкой, книгами и наукой, — в Парке Горького во 2-й раз прошел Московский детский фестиваль искусств «НЕБО»



Песня

Песня под Ключ. Купить Песню под Ключ. Запись Песни под Ключ.



Москва

Обновленный Aurus Senat: что изменилось в люксовом российском автомобиле



Ролан Гаррос

Азаренко не смогла выйти в 1/16 финала открытого чемпионата Франции по теннису



Москва

Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует: Свыше 5,2 миллиона жителей Московского региона получают набор социальных услуг в натуральном виде



ЦБ

Хуснуллин: несмотря на ставку ЦБ, приток ипотеки в стройку продолжается



Симферополь

Выставка-откровение «О городе своем красивыми словами»



Москва

Пушинка из Космоса спасёт либо снесёт США? Научные важные данные. Проект «Святой Ленин».



Москва

Сергей Собянин. Главное за день



Москва

Студенты Академии Игоря Крутого раскрыли свои таланты



Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Юбилейный Международный форум «Экология» пройдет в Москве 4 и 5 июня





Путин в России и мире
Москва

Песков: Москва и Пекин намерены продолжать диалог по поставкам газа


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

«Генерал КГБ»: Лукашенко на закрытом совещании объявил, что скоро вступит в войну




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Киеве не смогли гарантировать личное присутствие Зеленского на саммите G7


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Коммерсантъ

БАДы прикинулись «Евромедами» // Арестованы предполагаемые организаторы махинаций с лекарствами



Москва

Туристический маршрут по Балашихе презентовали на конференции в Белоруссии

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net