წელს ალილოზე მსვლელობა არ მოეწყობა
შობას, 7 იანვარს, თბილისსა და რეგიონებში ალილოსთვის მსვლელობა არ ჩატარდება. პანდემიის გამო შეცვლილი ტრადიციის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"არ მოეწყობა მსვლელობა, მაგრამ სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას. ალილოობის დღესასწაულს წელსაც ერთად აღვნიშნავთ და შევძლებთ გავახაროთ ბავშვები, მოხუცები და პატიმრები", - აცხადებენ საპატრიარქოში.
საშობაო მსახურება სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება ხვალ, ოთხშაბათს, საღამოს 23:00 საათზე. წირვას აღასრულებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.