ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს არ უჩუქებია მისი ქვეყნისთვის ტერიტორიები
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევიც გამოეხმაურა ორი რუსი კანონმდებლის მიერ გასული წლის ბოლოს გაკეთებულ განცხადებას, თითქოს ყაზახეთს რუსეთისგან საჩუქრად მიეღოს ის ტერიტორია, რომელზეც დღემდე არსებობს.
ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთიდან წამოსული მსგავსი „პროვოკაციული“ რემარკები მიზნად ისახავს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაფუჭებას.
„ყაზახეთისათვის ამხელა ტერიტორია გარედან საჩუქრად არავის მიუცია“, - წერს ყაზახეთის პრეზიდენტი 5 იანვარს სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში.
ყაზახეთის პოლიტიკურ წრეებში აღშფოთება გამოიწვია შარშანდელი წლის ბოლოს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების, ვიაჩესლავ ნიკონოვის და ევგენი ფიოდოროვის მიერ რუსეთის პირველი არხის ეთერში ნათქვამმა ფრაზამ, რომ „ყაზახეთის ტერიტორია ეს არის დიდი საჩუქარი რუსეთის მხრიდან“.
აღსანიშნავია, რომ მათი სიტყვები წარმოადგენს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ 2014 წელს გაკეთებული განცხადების ექოს.
ყახაზეთმა მხოლოდ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა სახელმწიფოებრიობა, რაც "მას ადრე არასოდეს ჰქონიაო", განაცხადა პუტინმა.