კორონავირუსის ყველაზე მეტი - 1034 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, 24 ოქტომბერს გამოვლენილი 1 941 შემთხვევა ქალაქების და რაიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისში - 1034 შემთხვევა,
აჭარაში - 320,
იმერეთში - 258,
ქვემო ქართლში - 107,
შიდა ქართლში - 68,
გურიაში - 12,
სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 49,
კახეთში - 37,
მცხეთა-მთიანეთში - 36,
სამცხე-ჯავახეთში - 18,
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 2.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 121.
3 571 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 762, აჭარაში - 686. მძიმე პაციენტი არის 427, მათ შორის, თბილისში - 232, აჭარაში - 77.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 97 პირი - მათ შორის, თბილისში - 54, აჭარაში - 20.
2 293 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 353 - აჭარაში, ხოლო 728 - თბილისში. 10 257 მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეში რჩება 4 180 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 849, აჭარაში -2 183.
სულ 6-23 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 7 916 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 069 პირი, საიდანაც თბილისშია - 3 758 პირი, აჭარაში - 11 764, ხოლო იმერეთში - 3 741.