რუსეთი აშშ-თან New START-ის ხელშეკრულების გახანგრძლივების გარშემო „იმედსა“ და გამოწვევებზე ლაპარაკობს
კრემლმა განაცხადა, რომ შეიარაღების კონტროლის შესახებ აშშ-თან თებერვლამდე მოქმედი ხელშეკრულების ვადის ერთი წლით შესაძლო გახანგრძლივება დროს მოაგებინებდა ორივე მხარეს, რათა მომავალში მიღწეული ყოფილიყო ახალი შეთანხმება მოქმედი ვადის გაგრძელების ნაცვლად.
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა 23 ოქტომბერს გაიმეორა მოსკოვის მოთხოვნა, რომ ამერიკულმა მხარემ არ წარმოადგინოს დამატებითი პირობები 12-თვიანი გაგრძელების მცდელობისას. „მნიშვნელოვანია, ჯერ მოხდეს შეთანხმება, რომ საჭიროა დამატებითი პირობების თავიდან აცილება“, თქვა პესკოვმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ „ექსპერტების შეხვედრა სულ მალე გაიმართება და რომ ეს წელიწადი გვექნება რთული მოლაპარაკებებისთვის“.
20 ოქტომბერს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მზად არიან „დაუყოვნებლივ“ შეხვდნენ რუს კოლეგებს, რათა New START-ის მოქმედების ვადა ერთი წლით გაგრძელდეს მას მერე, რაც მოსკოვმა განაცხადა, რომ იზიარებს ვაშინგტონის წინადადებას ამ პერიოდში არსებული ბირთვული ქობინების რაოდენობის გაყინვაზე, თუ აშშ იმავეს გააკეთებს და არ წამოაყენებს სხვა მოთხოვნებს.
შეთანხმების ვადის გაგრძელება, თუნდაც ერთი წლით, ორ მხარეს შორის ურთიერთობაში ნათელი წერტილი იქნება. მაგრამ უარის შემთხვევაში გაქრება მთავარი საყრდენი, რომელსაც მათ შორის ბირთვული ბალანსი ეფუძნება.
თეთრმა სახლმა, რომელმაც დატოვა შეიარაღების კონტროლის შესახებ სხვა შეთანხმებები, რადგან ბრალად დასდო მოსკოვს, რომ ის არღვევს მას და რომ შეთანხმებას მეტი სარგებელი მოაქვს რუსეთისთვის, ვიდრე აშშ-ისთვის, მოუწოდა ჩინეთს, შეერთებოდა მოსკოვსა და ვაშინგტონს, რათა აშშ-ის და რუსეთის for New START-ის შემცვლელი მოენახა.