Мы в Telegram
Добавить новость





160*600

Новости сегодня на DirectAdvert

Новости сегодня от Adwile

Актуальные новости сегодня от ValueImpression.com


Опубликовать свою новость бесплатно - сейчас


<
>

Декабрь
2023

Новости за 07.12.2023

Radiotavisupleba.ge 

ასობით მოქალაქე, რომლებმაც რუსული პასპორტი მიიღეს, კრემლმა ჯარში გაგზავნა-Baza

სხვა ქვეყნების წარმომადგენელი 350-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, უკვე სამხედრო სამსახურში იმყოფება, - იუწყება Baza ტელეგრამის არხში.  ცოტა ხნის წინ, რეგულარულად ვრცელდებოდა ინფორმაცია პოლიციელების, სამხედრო მოსამსახურეების და საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლების მიერ მოსკოვის მახლობლად მდებარე კომპანიების საწყობების, სამშენებლო ობიექტებისა და ოფისების მასობრივი "რეიდების" შესახებ იმ უცხოელების მოსაძებნად, რომლებმაც მიიღეს მოქალაქეობა, მაგრამ არ დადგნენ სამხედრო აღრიცხვაზე. Читать дальше...




Radiotavisupleba.ge 

საგარეო: ქართულმა დელეგაციამ ჟენევაში დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდს. უწყება გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ქართულმა დელეგაციამ დაგმო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ კირბალთან საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობა, "რაც რუსეთის ოკუპაციის მძიმე შედეგების მკაფიო გამოხატულებაა და ადასტურებს რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საჭიროებას". სამინისტროს ცნობით, რუსეთმა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელია პარტიის დაფუძნებას გეგმავს

ნიკა მელიამ, რომელმაც ბრიფინგზე ენმ-ში საქმიანობა შეაჯამა და თქვა რომ "წინ, მომავალში მიდის", პარტიის დაფუძნება დააანონსა. ტელეკომპანია "მთავარ არხთან" ინტერვიუში მელიამ განაცხადა, რომ ეს იქნება "ყველაზე მართალი პარტია". "რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, ყველაზე მართალი პოლიტიკური პარტია, რომელზეც უნდა დაშენდეს კვალიფიკაციაც, ცოდნაც, ხედვაც, იქნება ის პარტია, რომელიც ფუძნდება. დაფუძნდება ძალიან მალე, გონივრულ ვადაში. ჩვენ ხვალიდან დავიწყებთ ამ საკითხზე მუშაობას, შესაბამის პერიოდში დაფუძნდება... უამრავი ადამიანია დღეს არჩევანის გარეშე"... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გეგმები შავი ზღვის რეგიონში და ჟენევის 59-ე რაუნდი

რას ნიშნავს რუსეთის განცხადება - ნატოს საპირწონედ ცხინვალისა და სოხუმის უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ? - ეს შეკითხვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 59-ე რაუნდის შემდეგ გაჩნდა. კრემლის მსგავსად, მეტი უსაფრთხოების საჭიროებას ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებიც უსვამენ ხაზს.

Radiotavisupleba.ge 

„საძმო სასაფლაოზე ვკრძალავთ, გმირები იქ იმარხებიან“ - აფხაზეთიდან 23 ადამიანი გადმოასვენეს

7 დეკემბერს, თბილისში, სამების ტაძარში, აფხაზეთიდან გადმოსვენებული 23 ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. აფხაზეთის ომის შემდეგ ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიიჩნეოდნენ. მათგან 21 მებრძოლი, 2 კი მშვიდობიანი მოქალაქეა. 17 მებრძოლის ცხედარი თბილისში, ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს, სხვები - საგვარეულო სასაფლაოზე. დალი სანაიას წინ ხუთი კუბო დევს, ბიძის გიგუშა სანაიასი და ბიძაშვილების - გოჩა და გიორგი სანაიების. ცოტა მოშორებით კიდევ ორი სასახლეა. „მამაჩემის ძმა და მისი ორი შვილი გადმოასვენეს.... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლასა და დიალოგის განახლებაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი, ჰუმანიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ დაკავებული სამხედრო მოსამსახურეების გაცვლაზე და ასევე კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა, რომ „მოახდინონ ურთიერთობის ნორმალიზება და მიაღწიონ სამშვიდობო შეთანხმებას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე“. აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობაში ხაზგასმულია, რომ მხარეებს შორის ნდობის განმტკიცების შესახებ მოლაპარაკებები აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატს შორის გაიმართა. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"მივდივარ წინ, მომავლისკენ" - დაუზუსტებელი დარჩა ტოვებს თუ არა ენმ-ს მელია

ნიკა მელიამ, დღეს, 7 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიდის, "წინ მომავლისკენ", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია ოფიციალურად ტოვებს თუ არა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". მან მადლობა გადაუხადა "ასიათასობით მხარდამჭერს" და თქვა, რომ მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას. "მივდივარ თუ არა? დიახ, მივდივარ წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში. ბევრს სჯერა, რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ოლიგარქიული მმართველობა. მე კი მჯერა რომ საქართველოს ისტორიას დაწერს ქართველი ხალხი", - თქვა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ეფ-ეს-ბესთან დაკავშირებული ჰაკერები პოლიტიკაში ერეოდნენ: ბრიტანეთის მთავრობა

ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მან გამოავლინა რუსული სპეცსამსახურების საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის პოლიტიკასა და დემოკრატიულ პროცესებზე ზემოქმედებას კიბერ ოპერაციების საშუალებით. როგორც ოფიციალურ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ეფ-ეს-ბეს ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ცენტრი 18, დგას ბრიტანელ პარლამენტარებზე, ასევე სამთავრობო უწყებებზე, არასამთავრობო ორგანიზაციებზე, უნივერსიტეტებსა და ცნობილ პირებზე არაერთი ჰაკერული თავდასხმების უკან. ეს თავდასხმები... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

2023 წლის საგაზაფხულო სემესტრის სტიპენდიის კრიტერიუმები ნოემბერში დაადგინეს

სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეული სტუდენტები, გაორმაგებული სტიპენდიის მიღებას ელოდებიან.

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ იგორ სტრელკოვს (გირკინს) ექვსი თვით გაუხანგრძლივა პატიმრობა

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა დონეცკში პრორუსული სეპარატისტების ყოფილი მეთაურს, იგორ სტრელკოვს (გირკინი). მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა გირკინმა განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას. პროცესზე ბრალდებულის დაცვის მხარე სისხლის სამართლის საქმის პროკურორისთვის დაბრუნებას ითხოვდა. საქმის არსებითად განხილვა 14 დეკემბერს არის დაგეგმილი და, ბრალდებულისა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მისია ჟენევაში: ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას

ჟენევაში ამერიკის შეერთებული შტატების მისიის განცხადებაში, სადაც 5-6 დეკემბერს გამართულ ჟენევის მოლაპარაკებების 59-ე რაუნდზეა საუბარი, ნათქვამია, რომ აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობა. "ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რომელიც 2008 წლიდან გრძელდება. რუსეთის საქართველოში კონფლიქტის ერთადერთი მხარეა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში სასამართლომ პატიმრობა გაუხანგრძლივა ნავალნის სამ ადვოკატს

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 13 მარტამდე გაახანგრძლივა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ადვოკატების ვადიმ კობზევის, იგორ სერგუნინის და ალექსეი ლიპცერის პატიმრობის ვადა. მათ ბრალად ედებათ ექსტრემისტულ საზოგადოებაში მონაწილეობა. როგორც "მედიაზონის" კორესპონდენტი იუწყება სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. ცნობილია, რომ კობზევმა და ლიპსერმა შეხვედრის დახურვა გააპროტესტეს. 16 ნოემბერს სამივე ადვოკატს საბანკო ანგარიშები დაუბლოკეს და ისინი აღმოჩნდნენ „როსფინმონიტორინგის“ ბლოკირებულთა სიაში... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის "ეფესბემ" ბელარუსის მოქალაქე დააკავა ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე მატარებლების აფეთქების ბრალდებით

რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა განაცხადა, რომ დააკავეს ბაიკალ-ამურის მთავარ მაგისტრალზე ორი სატვირთო მატარებლის აფეთქებაში ეჭვმიტანილი. ის აღმოჩნდა ბელარუსის მოქალაქე, რომელმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. ბაიკალ-ამურის მაგისტრალზე, რუსეთის რკინიგზის ყველაზე გრძელ სევერომუისკის გვირაბში და მის გარშემო შემოვლით გზაზე, აფეთქებები ნოემბრის ბოლოს მოხდა. გამოძიების თანახმად, აღნიშნულ მონაკვეთზე საწვავის ავზები ააფეთქეს. გვირაბში მატარებლების მოძრაობა შეწყდა, ხოლო შემოვლითი გზით შემადგენლობები დიდი შეფერხებით მოძრაობდნენ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ვარკეთილში საქართველოს დროშის დაკიდება 317 ათასი ლარი ჯდება

რამდენიმე დღის წინ თბილისის გარეუბანში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე, დროშა აღმართეს. ვარკეთილში დროშა დაახლოებით 55 მეტრის სიმაღლის ძელზე კიდია და მისი დანახვა შესაძლებელია არა მხოლოდ ახლოს მდებარე კორპუსებიდან. ორმხრივი დროშის ნაჭერი 10X15 მეტრი ზომის არის და უნდა გაუძლოს ძლიერ ქარს, წვიმას და მზეს. დაახლოებით 18-სართულიანი კორპუსის სიმაღლის ძელის ბოლო ნიავის დაბერვის დროს ბრუნავს, რაც გამორიცხავს დროშის მასზე დახვევას. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მინიმუმამდეა შემცირებული ვანდალიზმის... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

კან კვარჩია: „აფხაზეთის ზოგიერთ გმირს უკვე აქვს საქართველოს მოქალაქეობა“

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ აღდგენის უფლებას. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გამოწვეულია იმით, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არის ხარვეზი. ცვლილების შედეგად კი „აფხაზური ეროვნული კუთვნილების“ და გვარის აღდგენის უფლება უნდა მიეცეთ „აფხაზეთის რესპუბლიკის“ ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც არიან ეთნიკურად აფხაზები (აბაზა)... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

უკრაინისთვის სამხედრო დახმარებამ 2022 წლის იანვრის შემდეგ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

2023 წლის აგვისტო-ოქტომბერში დასავლეთის ქვეყნებიდან უკრაინისთვის დაპირებული დახმარების მოცულობამ 2022 წლის იანვრიდან ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია და გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 90%-ით შემცირდა. ამის შესახებ კილის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით წერს „ევროპეისკა პრავდა“. ცნობილია, რომ 2023 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში ახალი დახმარების პაკეტების საერთო ღირებულებამ 2.11 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2022 წლის იანვრის შემდეგ. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობა" დატოვა პარტიის 15-მა წევრმა კახეთში

ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის, ხობისა და კასპის შემდეგ, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 15-მა წევრმა დატოვა კახეთში. მათ შორისაა სიღნაღის საკრებულოს ორი დეპუტატი: ნატო უსენაშვილი და ნონა ნონიაშვილი. რამდენიმე თვის წინ, მათ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობაც" დატოვეს და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატებად აგრძელებენ მუშაობას. როგორც ნატო უსენაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედ მენეჯმენტთან უთანხმოების გამო მიიღეს. „რაც ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

გალუზინი თამაზ გინტურზე: "მკვლელობა" არაკორექტული ტერმინია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ არაკორექტულად მიაჩნია ტერმინ „მკვლელობის“ გამოყენება თამაზ გინტურთან მიმართებით. თამაზ გინტურის მკვლელობაზე შეკითხვა მას ჟენევაში საზოგადოებრივმა მაუწყებლმა დაუსვა. თამაზ გინტური საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 6 ნოემბერს მოკლეს სოფელ კირბალში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის ნიშთან. „საუბარი არაა იმაზე, რომ ვიღაცამ განზრახ მოკლა ადამიანი. საუბარი იმაზეა, რომ არა მხოლოდ ამ ადამიანმა, არამედ სხვებმაც უკანონოდ გადაკვეთეს... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

"არ ვაპირებ შედეგის გარეშე გაჩერებას" - სკოლის დირექტორობის კანდიდატი განათლების სამინისტროსთან პროტესტს განაგრძობს

სკოლის დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე, რომელიც შიმშილობის დაწყებით ცდილობდა განათლების სამინისტროს მაღალჩინოსნების ყურადღების მიპყრობას, პროტესტს განაგრძობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას შიმშილობის შეწყვეტა მოუწია, მანამდე კი სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. "სამინისტროდან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. არც მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში მოვხვდი... პროტესტი არ შეჩერდება, რადგან არცერთი კითხვისთვის არ უპასუხია მინისტრს. მათ რეაგირება არ ჰქონიათ. პროტესტი გრძელდება, მაგრამ შიმშილის გარეშე. Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

პუტინმა რამდენიმე ჩრდილოკავკასიელ ოფიცერს მიანიჭა გენერლის წოდება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უმაღლესი ოფიცრის, გენერლის წოდება მიანიჭა რუსეთის შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიისა და სხვა ძალოვანი უწყებების ოფიცრებს. საერთო ჯამში, სიაში 60-ზე მეტი ოფიცერია. მათ შორის არიან ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრნი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უკრაინასთან ომში. შესაბამისი განკარგულება „სამართლებრივი აქტების“ ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კერძოდ, პუტინმა შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭა ჩეჩნეთში მცხოვრებ სუხრაბ ახმედოვს. ის ცნობილია იმით... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, არჩევნებზე პუტინის წინააღმდეგ მისცენ ხმა

რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც სასჯელს იხდის რუსეთის ვლადიმირის ოლქის კოლონიაში, რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ საპრეზიდენტო არჩევნებში და ხმა პრეზიდენტ პუტინის წინააღმდეგ მისცენ. ცნობა სოციალური ქსელებით გავრცელდა. „ყველა არჩევნები, თვით ყველაზე გაყალბებულიც, დაეჭვების დროა. ხალხი დაფიქრდება, ვინაა ხელისუფლებაში და რატომ. რუსეთის ოპოზიციის და ყველა პატიოსანი მოქალაქის მთავარი ამოცანაა, მთელი ძალით უპასუხონ ამ ეჭვებს. გავწიოთ აგიტაცია, რომ 71 წლის პუტინი... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

„წითელი ჯვარი“ ღაზის სექტორში კატასტროფული მდგომარეობის შესახებ ლაპარაკობს

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო. ორგანიზაციის პრეზიდენტმა მირიანა სპოლიარიჩ ეგერმა გერმანიის რადიოსთან, „Deutschlandfunk-თან" საუბარში „კატასტროფული“ უწოდა იქ არსებულ ვითარებას. მისი თქმით, უდიდეს შეშფოთებას იწვევს სამოქალაქო მსხვერპლის სამედიცინო მომსახურების მდგომარეობა. სპოლიარიჩ ეგერის თანახმად, მძიმედ დაჭრილ ადამიანებს ვერ უწევენ სათანადო სამედიცინო დახმარებას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანლმა დაიჩივლა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს გირაო შეეფარდა

ცოლის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ დაცვის პოლიციის თანამშრომელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 10 000- -ლარიანი გირაო შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, 53 წლის ნუგზარ სამნიძემ 4 დეკემბერს ბათუმში ოჯახის წევრის მიმართ ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე, გაჩერებულ ავტომობილში. ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს სახისა და სხეულის არეში დაზიანებები მიაყენა.   პროკურატურა პოლიციის თანამშრომლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მოთხოვნა... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ავიაციის სააგენტოს ფორმალური რეორგანიზაციის გზით თანამშრომლის გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გათავისუფლებული ზურაბ კოპლატაძის ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართა "სოციალური სამართლიანობის ცენტრმა". კოპლატაძე 2011 წლიდან იყო სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის უფროსი. როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი" აცხადებს, საქმის გარემოებები აჩვენებს, რომ კოპლატაძის სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და მისი რეალური საფუძველი გახდა, ერთი მხრივ, კოპლატაძის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად შესრულება, ხოლო, მეორე მხრივ... Читать дальше...

Radiotavisupleba.ge 

ალიევმა აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. არჩევნები 2024 წლის თებერვალში გაიმართება. „აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 101-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საარჩევნო კოდექსის 179-ე მუხლის თანახმად, ვწყვეტ: 1.გამოცხადდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები. 2. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უზრუნველყოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნა 2024 წლის 7... Читать дальше...



Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России



123ru.net — ежеминутные новости с ежедневным архивом. Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Не нравится, не хотите слышать — не читайте, читаете — будьте взаимно вежливы и корректны в своих высказываниях. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. 123ru.net — обозреватель новостей. Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть —онлайн с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии. 123ru.net — живые новости в живом эфире! Быстрый поиск от 123ru.net — это не только возможность первым узнать, но и преимущество сообщить срочные новости мгновенно на любом языке мира и быть услышанным тут же. В любую минуту Вы можете добавить свою новость - здесь.


Новости от наших партнёров в Вашем городе


123ru.net — информационный сайт, транслирующий новости города Вашего города онлайн. Всё, что происходило и происходит в городе — в оперативной ленте ежедневных новостей в интерактивном режиме на сайте 123ru.net.

Самые свежие новости Вашего города, а также полный архив ежедневных событий города с аналитикой, комментариями и прямыми ссылками на источники информации. Местные городские, авторитетные региональные и популярные федеральные новостные агентства и телеканалы — в одной ленте новостей, упорядоченные по времени публикации и с обязательным указанием первоисточника информации. Ничего лишнего. Всё о чём говорят, пишут в газетах и блогах, показывают по телевизору и транслируют в интернете — из первых рук.



123ru.net — самый полный календарь значимых и не очень событий Вашего города, в Вашем городе и о Вашем городе вчера, сегодня и прямо сейчас — от пользователей нашего сайта в режиме онлайн. А также — актуальные статьи и мировые новости.

Если же Вы проживаете в городе Вашем городе или у Вас есть просто интересная информация о городе и горожанах мы всегда рады разместить её на нашем портале с указанием в публикации Вашего авторства. Пишите нам на электронный адрес: mail@29ru.net. Создайте свой блог и, если он будет интересен, то Вы получите совершенно бесплатно баннер и прямую ссылку на него, размещённую на всех страницах региональных интернет-ресурсов нашей веб-группы, а это — более 1 000 000 просмотров в месяц.







Другие популярные новости дня сегодня


123ru.net — быстрее, чем Я..., самые свежие и актуальные новости Вашего города — каждый день, каждый час с ежеминутным обновлением! Мгновенная публикация на языке оригинала, без модерации и без купюр в разделе Пользователи сайта 123ru.net.

Как добавить свои новости в наши трансляции? Очень просто. Достаточно отправить заявку на наш электронный адрес mail@29ru.net с указанием адреса Вашей ленты новостей в формате RSS или подать заявку на включение Вашего сайта в наш каталог через форму. После модерации заявки в течении 24 часов Ваша лента новостей начнёт транслироваться в разделе Вашего города. Все новости в нашей ленте новостей отсортированы поминутно по времени публикации, которое указано напротив каждой новости справа также как и прямая ссылка на источник информации. Если у Вас есть интересные фото Вашего города или других населённых пунктов Вашего региона мы также готовы опубликовать их в разделе Вашего города в нашем каталоге региональных сайтов, который на сегодняшний день является самым большим региональным ресурсом, охватывающим все города не только России и Украины, но ещё и Белоруссии и Абхазии. Прислать фото можно здесь. Оперативно разместить свою новость в Вашем городе можно самостоятельно через форму.



Новости 24/7 Все города России




Загрузка...


Топ 10 новостей последнего часа






Персональные новости

123ru.net — ежедневник главных новостей Вашего города и Вашего региона. 123ru.net - новости в деталях, свежий, незамыленный образ событий дня, аналитика минувших событий, прогнозы на будущее и непредвзятый взгляд на настоящее, как всегда, оперативно, честно, без купюр и цензуры каждый час, семь дней в неделю, 24 часа в сутки. Ещё больше местных городских новостей Вашего города — на порталах News-Life.pro и News24.pro. Полная лента региональных новостей на этот час — здесь. Самые свежие и популярные публикации событий в России и в мире сегодня - в ТОП-100 и на сайте Russia24.pro. С 2017 года проект 123ru.net стал мультиязычным и расширил свою аудиторию в мировом пространстве. Теперь нас читает не только русскоязычная аудитория и жители бывшего СССР, но и весь современный мир. 123ru.net - мир новостей без границ и цензуры в режиме реального времени. Каждую минуту - 123 самые горячие новости из городов и регионов. С нами Вы никогда не пропустите главное. А самым главным во все века остаётся "время" - наше и Ваше (у каждого - оно своё). Время - бесценно! Берегите и цените время. Здесь и сейчас — знакомства на 123ru.net. . Разместить свою новость локально в любом городе (и даже, на любом языке мира) можно ежесекундно (совершенно бесплатно) с мгновенной публикацией (без цензуры и модерации) самостоятельно - здесь.



Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

О вызовах и возможностях России достижения углеродной нейтральности на форуме «Экология» рассказала Н.В. Лукина





Путин в России и мире
Москва

Эрдоган рассказал о переговорах Фидана и Путина на тему выборов в курдских районах в Сирии


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко обратился к Рамафосе




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Трамп назвал Зеленского «величайшим торговцем» и пообещал разобраться с траншами Киеву


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Николай Цискаридзе

«Выводил на сцену»: Цискаридзе рассказал о своей помощи Волочковой



Москва

Водные процедуры закончились для 12-летней девочки смертью

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net