გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
„მთავარია, რომ შექმნილია თანაბარი პირობები ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის და არ ხდება ამომრჩეველთა შანტაჟი და დაშინება. მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ჩვენ სხვა პოლიტიკურ ძალებთან მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციით და ღირსეული ბრძოლით ვაპირებთ გამარჯვებას“, - განაცხადა პრემიერმა.