„ბიძინა ივანიშვილმა იმით, რომ ეს თანხა გადაიხადა, ეს ტერიტორიები გადაარჩინა ურბანულ მშენებლობებს და კორპუსების და საცხოვრებელი სახლების ჩადგმას“
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოში დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. მან განმარტა, რომ კრწანისი-შინდისის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე აუქციონი არა ექვსი, არამედ 12 დღით იყო გამოცხადებული.