გლდანის გამგებელი აცხადებს, რომ ხელშეკრულებაში დაშვებული უზუსტობა გასწორებულია
გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე „ალტასთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებაში აღმოჩენილ შეცდომას ტექნიკურ უზუსტობას უკავშირებს და აცხადებს, რომ შეცდომა უკვე გამოსწორებულია.