ზაზა ხუციშვილი: დავით დვალი ის კაცია, ვინც ძალიან მაღალ ხელფასზე უარი თქვა და ბიძინა ივანიშვილს მე-9 არხის დირექტორობაზე უარი უთხრა
მომღერალი ზაზა ხუციშვილი "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი დამფუძნებლისა და ახალი მეწილის დავით დვალის შესახებ აცხადებს, რომ ჟურნალისტებს რეალური დამოუკიდებლობა თუ სურთ, მასთან ერთად მეტი შანსი ექნებათ.