"პრემიერმა ძალიან პრინციპულად ისაუბრა რუსეთის ვალდებულებებზე, რომელიც არ სრულდება 2008 წლიდან, გაერო-ს როლზე ამ კონფლიქტების დარეგულირების საკითხში"
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე "ძალიან სოლიდურს" უწოდებს.