“საქართველოს წარმომადგენლები უცხო ქვეყნებში ასევე დგანან ამ ბრძოლის წინა ხაზზე”
ეროვნული ბიბლიოთეკის კულტურის პროგრამებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი და სეუს ასისტენტ პროფესორი, გიორგი საბანაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“ოჯახთან ერთად გაჭედილები ვართ ვილნიუსში. კარგად ვართ. ნათესავებთან.
ცხადია, აქედან ვუერთდებით ყველა აქციას, რომლებიც ქართველი ექიმებისადმი მადლიერებას გამოხატავს. ზოგადად, გვინდა ჩვენი პატივისცემა გამოვხატოთ ყველას მიმართ, ვინც ახლა ამ ომის წინა ხაზზეა (ექიმები, პოლიციელები, სამხედროები, ჟურნალისტები და სხვა მრავალი).
ჩვენი მხრიდან დავამატებდით უფრო სწორად კი ჩვენი მეგობრების ყურადღებას გავამახვილებდით ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის მუშაობაზე. საქართველოს წარმომადგენლები უცხო ქვეყნებში ასევე დგანან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და მათთან ურთიერთობის ჩემი გამოცდილებით ამ ვითარებაში ისინი იმსახურებენ მადლიერებას და პატივისცემას. ლიეტუვაში ჩვენი წარმომადგენლობა მუშაობს ოცდაოთხსაათიან რეჟიმში. მათთან დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. უკვე თითქმის ერთი კვირაა ისინი მოთმინებით პასუხობენ ჩვენს ათას კითხვას და მუდამ გამოხატავენ დახმარების მზადყოფნას. მადლობა!
ყველაფერი იქნება კარგად”