კორონავირუსის პანდემიის დროს წვერის ტარება რეკომენდირებული არ არის
კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, უცხოურ გამოცემებში ხშირად იწერება, რომ წვერის ტარება ვირუსის არსებობის პერიოდში სასურველი არ არის.
ჩინელი ექიმები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც თმა გადაიპარსეს რათა კორონავირუსის გავრცელების რისკი შეემცირებინათ.
ჩინელი ექიმების თქმით, თმა მარტივად იზიდავს ვირუსებს და მის გავრცელებას უწყობს ხელს, ამიტომ უმჯობესია, თუ ასეთ რთულ ვითარებში მას საერთოდ გადაიპარსავენ.
“რეკომენდირებული არ არის, რადგან თმებში დიდხანს რჩება ვირუსი. ჩინეთის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ თმებიც კი გადაიპარსეს და აქაც უმჯობესია წვერიც დაიმოკლონ.
მთავარი რეკომენდაცია მაინც სახლში დარჩენააა. აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა და ყოველდღიურად შხაპის მიღება. წვერს სრულიად თუ არ მოიპარსავენ დაიმოკლონ ან განსაკუთრებულად დაიცვან ჰიგიენის ნორმები,” – აცხადებს ექიმი-ინფექციონისტი მაია ზალდასტანიშვილი.