ფოტო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა
აღნიშნული ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება. ფოტო გადაღებულია იტალიაში და აქვს წარწერა: საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანის სახლში ძაღლი მარტო დარჩა. ძაღლს, მეზობელი აივნიდან აწვდის წყალსა და საკვებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 7 503 ადამიანს შეადგენს. გამოჯანმრთელებულია 9 362 ადამიანი.
რაც შეეხება დაინფიცირების ახალ შემთხვევებს, ასეთი ადამიანების რიცხვმა ბოლო 24 საათში 5 210-ით მოიმატა და მთლიანობაში, ქვეყანაში, მათი რაოდენობა 74 386 ადამიანს შეადგენს.