რაც უფრო მალე შეთანხმდებიან პარტიები პროპორციული სისტემის რომელ მოდელს ირჩევს ქვეყანა, მით უფრო მეტი დრო დარჩება მსჯელობისთვის
ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა დავსვათ ის კითხვები, რომელიც ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, რაც უფრო მალე შეთანხმდებიან პარტიები პროპორციული სისტემის რომელ მოდელს ირჩევს ქვეყანა, მით უფრო მეტი დრო დარჩება, რომ არსებით საკითხებზე გაიმართოს მსჯელობა,- ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ “შერატონ მეტეხი პალასში” განაცხადა, სადაც მმართველი პარტია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, პრეზენტაციას მართავს.
სალაძის თქმით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების დაკვეთა, რომელიც აუცილებლად ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.
„ეს არის იმ სამართლიანი პროტესტის შედეგი, რასაც საზოგადოება არაერთი დღეა გამოხატავს. პროპორციული საარჩევნო სისტემა არის საზოგადოების დაკვეთა და აუცილებელი გადაწყვეტილება, რომელიც ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი. ამ პროცესში მმართველი პარტია არც ერთ ფორმატში არ უნდა დარჩეს მარტო. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა დავსვათ ის კითხვები, რომელიც ეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, მათ შორის, ცენტრალური საარჩევნო კომოსიის დაკომპლექტების წესს და ა.შ. მე დღეს ვაპირებ თუ იქნება საშუალება ეს კითხვები დავსვა და რაც უფრო მალე შეთანხმდებიან პარტიები პროპორციული სისტემის რომელ მოდელს ირჩევს ქვეყანა, მით უფრო მეტი დრო დარჩება რომ არსებით საკითხებზე გაიმართოს მსჯელობა”,- განაცხადა სალაძემ.