“ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება პარტიების დაფინანსება და გადაუნაწილებელი მანდატები”- კობახიძე პროპორციულ სისტემაზე
პროპორციული საარჩევნო სისტემა და ნულოვანი ბარიერი – “ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებს. საქარველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, განხილვის თემა იქნება პარტიების დაფინანსებასთან ერთად უფასო საეთერო დრო და თავისუფალი მანდატების გადანაწილება.
“ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი თემა იქნება პარტიების დაფინანსება და სახელმწიფო დაფინანსება უნდა იყოს ერთ -ერტ ინსტრუმენტი რომელიც უზრუნველყოფს მეტ ნაკლებ ბალანსს პოლიტიკურ პარტიებს შორის და იგივე ეხება უფასო საეთერო დროს. აქაც უნდა გადაიხედოს რეგულაციები. რაც შეეხება დეტალებს რომელიც უკავშირდება საკონსტიტუციო ინციატივას მათშორის დარჩენილი მანდატების გადანაწილებას, ამ ყველაფერზე ცხადია გვექნება მსჯელობა,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
“ქართული ოცნება” პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ გამართა. მას პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები დაესწრნენ.