პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილი იწყება
13 ივნისი, 2020 – საქართველოს ბანკის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, Impact Hub Tbilisi საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის საკონკურსო ნაწილს იწყებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, პროგრამა სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერია უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც ...