10 თვის მონაცემებით, საქართველოში 5%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა და ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც
პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს. როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, მთავრობა საკმაოდ ოპტიმისტურად უყურებს წლის საბოლოო მონაცემებს. „საკმაოდ კარგი ციფრები გვაქვს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 თვის მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა 5%-ზე მეტი და საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ წლის საბოლოო მონაცემებსაც. კარგი ...